თბილისის მერია ბაგა-ბაღების საკვებით მომმარაგებელ კომპანია „ნილთან“ ხელშეკრულებას წყვეტს

ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგების პროცესში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამოვლენილი ხარვეზების გამო, თბილისის მერია კომპანია „ნილთან“  ხელშეკრულებას წყვეტს.  

ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


 


 


როგორც მან აღნიშნა, გადაცდომებთან დაკავშირებით „ნილს“ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, არაერთი გაფრთხილება და მდგომარეობის გამოსასწორებლად კონკრეტული ვადაც მიეცა, თუმცა კომპანიამ ხარვეზის აღმოფხვრა  ვერ შეძლო.  


 


 


ილია ელოშვილის განმარტებით, ბაგა-ბაღებში საკვები პროდუქტების მიწოდების მხრივ  შეფერხებას ადგილი არ ექნება და ახალი ტენდერის გამოცხადებამდე, შესყიდვებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ავტონომიურად განახორციელებენ. 


 


 


"საბავშვო ბაღების აღსაზრდელების საკვებით მომარაგება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. კომპანია „ნილი“ საჯარო ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდებას ჩვენი ადმინისტრაციის მიერ შემოღებული და UNICEF-ის მიერ დადგენილი ყველა სტანდარტის დაცვით, ორი წლის განმავლობაში ახორციელებდა. შეიძლება ითქვას, რომ საკვების მიწოდება ამ ხნის განმავლობაში მიუხედავად მცირედი გადახვევებისა, ჯეროვნად ხორციელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში, საკვები იყო ხარისხიანი და შესაბამისად, კომპანიას მხარდაჭერას მუდმივად ვუცხადებდით. საკვების შემოწმება ხდებოდა სხვადასხვა ინსტანციის მიერ, როგორც მერიის შიდა აუდიტის, ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოს, საკრებულოს თუ ბაღების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მხრიდან. ამდენად, კომპანია „ნილი“ თავის მოვალეობას ბოლო პერიოდამდე წარმატებით ასრულებდა, რასაც ვერ ვიტყვით კომპანიის საქმიანობაზე უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში", - განაცხადა ილია ელოშვილმა.


 


 


მერის მოადგილე განმარტავს, რომ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, ადგილი აქვს მუდმივ შეფერხებებს. კერძოდ, ხდება საკვების დაგვიანებით მიტანა, ასევე, საკვები, ხშირ შემთხვევაში, გამოყენებისთვის უხარისხო იყო.


 


 


"ბოლო ორი კვირის განმავლობაში შიდა ნაშთების გამოყენებით და სააგენტოს ძალისხმევით, ბაღები ხარისხიანი საკვებით მარაგდებოდა.  ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ კომპანია „ნილს“ მივეცით გაფრთხილება, თუმცა უნდა ითქვას, რომ დღეს ისევ ანალოგიური მდგომარეობაა, კვლავ დაგვიანებით ხდება ბაღებში საკვების შეტანა და ხარვეზები გვაქვს. პარასკევს ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ამგვარ რეჟიმში ვერ გავაგრძელებდით მუშაობას. შესაბამისად, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანია „ნილს“ ხელშეკრულება შეუწყდეს. ამისთვის ყველანაირი კონტრაქტუალური საფუძველი გვაქვს. უახლოესი რამდენიმე დღის და შესაძლებელია, კვირის განმავლობაში, შესყიდვებს საჯარო ბაგა-ბაღები ავტონომიურად განახორციელებენ.  საკვები პროდუქტების მიწოდებისა და ხარისხის მხრივ, ამ პერიოდში, არანაირი შეფერხება არ იქნება,  ხოლო შემდგომში კომპანიის ჩანაცვლება მოხდება. საუბარია დარჩენილ  ორ თვეზე, სანამ საზაფხულო არდადეგები გამოცხადდება.  შესაბამისად,  ამ პერიოდში სხვა კომპანიით ჩანაცვლება მოხდება და უკვე მომავალი წლისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდება", - განაცხადა ილია ელოშვილმა.  


ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ავიაპარკს უახლოეს მომავალში Boeing 737-800 შეემატება

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ავიაპარკს უახლოეს მომავალში Boeing 737-800 შეემატება, რომლითაც თბილისიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისები შესრულდება.

მეუფე კალისტრატეს გარდაცვალებაზე ინფორმაცია მცდარია

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. 

ფოცხოში მოსწავლეების მიერ გამოგონილი მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყო დაამონტაჟეს

სენაკის ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყო ფოცხოს თემში, ოთხ ლოკაციაზე დაამონტაჟეს.  

ვასაძე პოლიციელებს მიმართავს

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით ვერის პარკში მორიგი განცხადება გააკეთა.

ვახტანგ ჭარაია: საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი ბოლო 15 წლის ისტორიულ მინიმუმზეა

„საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი 2005 წლის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ყოველთვიურ ჭრილში 2019 წლის მაისში მან 38.4% შეადგინა“, - განაცხადა ორგანიზაცია „სექტორი 3“-ის ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ.

ექსპერტი: სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი ბოლო 15 წლის მინიმუმზეა

ეკომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას აფასებს და ექსპორტის ზრდასთან ერთად უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირებას უსვამს ხაზს.

კაიროში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

კაიროში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

"მამაოსგან კურთხევა არ მაქვს, ინტერვიუ მოგცეთ" - დაპირისპირება ვერის ბაღში (ვიდეო)

ლევან ვასაძის თანამოაზრე გურამ ფალავანდიშვილმა "რუსთავი2-"ის ჟურნალისტს ინტერვიუ არ მისცა. მისივე თქმით, "რუსთავი2-თან" კომუნიკაციაზე მამაოსგან კურთხევა არ ჰქონდა.

გურამ ფალავანდიშვილი : ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე პრაიდს არ ჩავატარებინებთ (ვიდეო)

ვერის ბაღში სახალხო ერთობის წევრმა გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გამოსვლის უფლებას არ მისცემენ.

საპატრიარქო: ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისგან, ისე მრევლისაგან

ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

სააპელაციო სასამართლომ იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ იულია სუსლიაკის ადვოკატის სარჩელი არ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

ვასაძე კავკასიელ ხალხებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე კავკასიელ ხალხებს ლგბტ თემთან ბრძოლაში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 

ნინო ბოლქვაძე: „ღირსების მარში“ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში არ გაიმართება

„თბილისი პრაიდი“ ორგანიზატორი ნინო ბოლქვაძე აცხადებს, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარების ადგილი ჯერ გასაიდუმლოებულია, თუმცა მარში თბილისის ცენტრალურ ქუჩებში არ გაიმართება.

მამუკა მდინარაძე: სამშენებლო წესების დარღვევისთვის ნებისმიერი ადამიანი მკაცრად უნდა დაისაჯოს, რადგან ქალაქში ქაოსური განაშენიანება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პირს სამშენებლო ნორმების არსებითად დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

მდინარაძე: ჩხუბსა და ორომტრიალში შესვლა არეულობას იწვევს და არასწორი საქციელია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნებისმიერი სახის ძალადობა დაუშვებელია და სახელმწიფოს მხრიდან ძალადობა არათუ დაგმობილი, არამედ აღკვეთილი იქნება.

საქართველოს ბანკი ტაქსებში ახალ, ინოვაციურ საგადამხდელო სისტემას QR-გადახდებს ნერგავს

საქართველოს ბანკი  მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისისა თუ პროდუქტის შეთავაზებას აგრძელებს.

ეკონომიკის ექსპერტები ექსპორტის ზრდას პოზიტიურად აფასებენ

ეკონომიკის ექსპერტის იოსებ არჩვაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი საშუალებას იძლევა ექსპორტის დაჩქარებული განვითარებისთვის.

კაპადოკიაში ქართული კულტურის დღეები ჩატარდა

 კაპადოკიაში ქართული კულტურის დღეები ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა ახალგაზრდამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

იოსებ არჩვაძე: საქართველოს ექსპორტმა 2019 წლის მაისში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

ეკონომიკის ექსპერტის იოსებ არჩვაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი საშუალებას იძლევა ექსპორტის დაჩქარებული განვითარებისთვის.

ქართული ღვინის კომპანია ევროკავშირის ჯილდოს მფლობელი გახდა

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის ჯილდოს მფლობელი ქართული ღვინის კომპანია „შილდა“ გახდა.

ZEG - თბილისის ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალი იწყება

თბილისის მერიის და „თიბისი სტატუსის“ მხარდაჭერით, Impact Hub Tbilisi-ისა და Coda Story-ის ორგანიზებით, დედაქალაქი 2019 წლის 20-22 ივნისს, „ფაბრიკაში“ „სთორითელინგის“ - ამბის თხრობის პირველ საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.