თამარ ჩუგოშვილი: ჩვენ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, სიმშვიდე და არა ქაოსი და არეულობა

„ხელოვნური დაძაბულობების შექმნის მცდელობა გუშინაც ვიხილეთ, მაგრამ ეს მცდელობები სრული კრახით დასრულდა და ასეთივე კრახით დასრულდება მომავალშიც“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საერთაშორისო მდივანმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს და ჩვენს მოსახლეობას სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება:


„გუშინ, ჩვენი ოპონენტების გეგმები საკმაოდ კარგად გამოჩნდა ჩანაწერებიდან, ასევე, ყოფილი პრეზიდენტის განცხადებიდან გამომდინარე. ისინი საუბრობდნენ, რომ მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა არჩევნების შედეგებს, მათთვის მთავარი იყო ადუღება ჯერ ზუგდიდში, შემდგომ აჭარის, შემდგომ კი მთელი საქართველოსი.


როგორც ჩანს, ეს არის მათი გეგმა. მათი პრობლემა არის იმაში, რომ მათი სურვილები და საზოგადოების სურვილები ძალიან სერიოზულადაა ერთმანეთს აცდენილი. საქართველოს და ჩვენს მოსახლეობას სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება.


ცვლილებები დემოკრატიულ გარემოში ხდება არჩევნების გზით და მათ არ აქვთ ისეთი მხარდაჭერა, რომ ასეთი ცვლილებები მოახდინონ. ამ ფონზე მსჯელობა, ხელოვნური დაძაბულობების შექმნის, ჩვენ გუშინაც ვიხილეთ, მაგრამ ეს მცდელობები სრული კრახით დასრულდა და ასეთივე კრახით დასრულდება მომავალშიც მსგავსი გამოხტომები.


რაც არ უნდა იყოს მათი გეგმა, ჩვენს ქვეყანას აქვს ერთადერთი განვითარების  გზა და ეს არის კანონისმიერი  ცვლილებები,  კანონისმიერი პროცესების წარმართვა და დემოკრატიული პროცესები. ეს არის ერთადერთი გზა და ფორმა, რითაც შეიძლება გარკვეული ცვლილებები  ქვეყანაში მოხდეს. მათ ეს გზა არ აწყობთ იმიტომ, რომ სათანადო მხარდაჭერა ასეთი ცვლილებებისთვის არ აქვთ, ხოლო რა გზაც მათ აწყობთ, ასეთ გზას არ დაუშვებს არც ხელისუფლება და არც ქართველი ამომრჩეველი.


ეს არის ძალიან მკაფიო და ნათელი, პირველი რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება არის სტაბილურობა, სიმშვიდე და არა ქაოსი და არეულობა, რასაც ისინი სთავაზობენ ჩვენს ქვეყანას და ქართულ საზოგადოებას.


მუდმივი ასეთი მუქარები სულ ისმის ყველა არჩევნების წინ და არჩევნების მერე და ვხედავთ რომ არაფრით არ დასრულებულა. როგორც ჩანს, ამას ხვდება მათ შორის გაერთიანებულ ოპოზიციაში და ნაციონალურ მოძრაობაში რამდენიმე ადამიანი, გუშინ ვიხილეთ ჩვენ ასეთი განცხადებები მათივე წარმომადგენლებისგან.


როგორც ჩანს იქაც არიან ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ აღარ შეიძლება რევოლუციაზე, გადატრიალებაზე და „ადუღებაზე“ საუბარი იმიტომ, რომ ქვეყანა წავიდა წინ და ამას როგორც ჩანს ვერ აცნობიერებს მიხეილ სააკაშვილი“, - აცხადებს ჩუგოშვილი. 


პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოტანილია დადგენილება ნიკანორ მელიას ბრალდების შესახებ. პროკურატურის განცხადებას „პირველი“ უცვლელად გთავაზობთ.

დედაქალაქის მერი თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო (ფოტო-კოლაჟი)

თბილისის მერია ჯორჯ ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტის - „ადამიანი და მზე“ მიმდებარედ არსებული თარგების სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.

კოკა ყანდიაშვილი: არის ასეთი გვერდი "ევროპა", რომელიც ამას კადრულობს!

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ გვერდ „ევროპაზე“ გამოქვეყნებულ ინფომაციას ეხმაურება და გვერდის ადმინისტრატორს მოუწოდებს, ბოდიში მოიხადოს.

რევაზ სოხაძე: „დღეს უფრო დიდი პასუხისმგებლობაა იყო „ქართული ოცნების“ წევრი და შიგნიდან ეცადო გამოასწორო შეცდომები“

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე ბოლო დღეების განმავლობაში დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

ირაკლი ზარქუა: "ვინც საზოგადოების გულწრფელი აღშფოთება ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენა დასასჯელია"

"პოლიტიკოსებმა ახალგაზრდები და მათი გულწრფელი აღშფოთება ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენეს,"- აცხადებს თბილისის საკრებულოს საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.

ბექა დავითულიანი: ჩვენ, ერთად შევძელით, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკიდან ნულოვან ბარიერამდე და პოლიტიკურ თავისუფლებამდე მივსულიყავით"

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს საკრებულოს სხდომაზე გამოეხმაურა.

კახა კალაძე: ჩვენ ქვეყანაში სრულად არის დაცული ტურისტების უსაფრთხოება, მათ შორის რუსი ტურისტების

დედაქალაქის მერი ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და მედიის დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

თბილისის საბავშვო ბაღების 2 550 აღმზრდელი პირველადი გადაუდებელი დახმარების კურსს გადის

თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღის 2 550 აღმზრდელი პირველადი გადაუდებელი დახმარების კურსს გადის. ტრენინგებს, რომელიც როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აითი ნოლიჯი“ ატარებს.

საპატრიარქო მრევლს სთხოვს, წელს საქართველოში დაისვენონ

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს საპატრიარქო განცხადებით გამოეხმაურა.

გიორგი ჩაკვეტაძე: “ტოლობის ნიშნის დასმა „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის ამორალობაა”

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე მიიჩნევს, რომ არითმეტიკული ტოლობის ნიშნის დასმა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დიდი პოლიტიკური შეცდომა და ამორალობაა.

ლარმა გაუფასურების 24- წლიანი რეკორდი მოხსნა

25 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8333 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7945 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -3.88 თეთრი შეადგინა.
 

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას ევროპის ცნობილ ღვინის საწარმოებში გაივლიან

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ღვინო, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რესურსი და ქვეყნის იდენტობა“ გაიმართა.

ზაზა გაბუნია - არჩილ თალაკვაძე თავისი შესაძლებლობებით, საქმისადმი უაღრესად სერიოზული დამოკიდებულებით იქნება გარანტი პარლამენტის წარმატებული საქმინობისა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თაჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, არჩილ თალაკვაძე თავისი შესაძლებლობებით, საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულებით პარლამენტის წარმატებული საქმინობის გარანტი იქნება.

რუსეთს საქართველოში იგივე გეგმები არქვს, რაც სირიასა და უკრაინაში ჰქონდა?!

უკრაინის გენშტაბის ყოფილი სარდალი ვოლოდიმირ ზამანა სოციალურ ქსელში რუსეთ–საქართველოს შორის დაძაბულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც საქართველოსთან მიმართებაში კრემლის შესაძლო გეგმებზე საუბრობს.

ნათია თურნავა: ბიზნესის დიდი ნაწილის მოთხოვნაა, შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი ჩვენს ბაზარზე

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ტურიზმის ინდუსტრიის დიდი ნაწილის მოთხოვნაა, რომ სხვა ბაზრებთან ერთად ასევე შევეცადოთ, შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი ჩვენს ბაზარზე, რაც ბუნებრივია.

მაია ცქიტიშვილმა EBRD-ის დელეგაციასთან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები განიხილა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დელეგაციას შეხვდა.

ზუგდიდის ყოფილ მერსა და ვიცე მერს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს ლაშა გოგიასა და ყოფილ ვიცე მერს გია გულორდავას თბილისის საქალაქო სასამართლომ ორ-ორი წლით პატიმრობა და 4-4 წლით პირობითი მსჯავრი მიუსაჯა.

ცესკო ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 სერტიფიკატის მფლობელია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკომ) არჩევნების მართვის სფეროში ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის - ISO 9001:2015 სერტიფიკატი მიიღო. 


კამპანიაში „გაატარე ზაფხული საქართველოში" კომპანია „მეტრო“ ჩაერთო

კამპანიაში „გაატარე ზაფხული საქართველოში კომპანია „მეტრო“ ჩაერთო. კამპანიის ფარგლებში ჰოლდინგში არსებულ სასტუმროებში (ინტურისტი, Euphoria და Sky Tower) საქართველოს მოქალაქეებზე გავრცელდება 30%-იანი ფასდაკლება.

არჩილ თალაკვაძე: შს მინისტრმა არ დაუშვა არეულობა, რომელიც მოიტანდა გაცილებით საზიანო შედეგებს

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან ახალ ამპლუაში პირველი სიტყვა წარმოსთქვა.

ქობულეთის აქციის მონაწილეები : დაგვეხმარეთ, რომ შევინარჩუნოთ ტურისტები რუსეთიდან

ქობულეთში მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელების აქციის მონაწილეებს დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა შეხვდა.