ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი აბიტურიენტებისთვის STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 

„თქვენ იმყოფებით სივრცეში, რომლის ფართობიც 4 000 კვ.მეტრია და სრულიად უნიკალური, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და პროგრამებით არის უზრუნველყოფილი. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ახალი ეპოქა და ნუ გაუშვებთ ამ შესაძლებლობას ხელიდან“.

ასე გააცნო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა მომავალ აბიტურიენტებს ის გარემო, სადაც STEM-აკადემიის საინფორმაციო  შეხვედრა შედგა და ის  შესაძლებლობები, რასაც STEM-სპეციალობები ითვალისწინებს.


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მომავალი აბიტურიენტებისთვის STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრა ჟიული შარტავას სახელობის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო უნიკალურ ლაბორატორიაში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს“ (SDSU-G) დეკანი, პროფესორი ჰალილ გიუვენი, სტუ-ის და SDSU-G-ს პროფესორ-მასწავლებლები და განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები.


საინფორმაციო შეხვედრაში, რომელიც მეთერთმეტეკლასელებისთვის იყო გამიზნული, მონაწილეობა მიიღეს თბილისის სხვადასხვა სკოლის იმ მოსწავლეებმა, რომლებიც საქართველოში ამერიკული განათლების მიღებით არიან დაინტერესებულნი.


„ლაბორატორია გაძლევთ საშუალებას პირდაპირ ჩაერთოთ თუნდაც CERN-ში, სადაც თანამედროვე ფიზიკას სწავლობენ. ჩვენი სტუდენტები მონაწილეობენ იმ ექსპერიმენტებში, რომელიც CERN-ში მიმდინარეობს და ეს ონლაინ რეჟიმში ხდება. ჩათვალეთ, რომ თქვენ იმყოფებით შვეიცარიაში და ჩართული ხართ ამაჩქარებლებლის შექმნის უდიდეს ექსპერიმენტში“, - აღნიშნა არჩილ ფრანგიშვილმა.


ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ახალგაზრდებს ბედნიერი თაობა უწოდა. მისი თქმით, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, სწავლის პროცესში დროის ძირითადი ნაწილი უახლეს ლაბორატორიებში გაატარონ და სამეცნიერო კვლევებზე მეცნიერებთან ერთად იმუშაონ.


„ტექნიკურ უნივერსიტეტში გვაქვს საინჟინრო ფიზიკის ლაბორატორია, რომლის მსგავსიც ევროპაში არ არის, რაშიც ძალიან დაგვეხმარა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ტოკიოს უნივერსიტეტი. ჩვენ გვყავს მაღალკვალიფიციური პედაგოგები, რომელთა დამსახურებით ჩვენი არაერთმა მოსწავლემ სხვადასხვა კონკურსში გაიმარჯვა და ნასაში გაემგზავრა. ყველა მათგანმა გაიარა სკოლა, რომელსაც ჰქვია ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის სკოლა.


ტექნიკური უნივერსიტეტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიიღოს საერთაშორისო ამერიკული აკრედიტაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ წინაშე ყველა კარი გაიღება და შეგეძლებათ კარგ სამსახურში დასაქმდეთ. თუ თქვენ ტექნიკურ უნივერსიტეტში სან დიეგოს  უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე გადაწყვეტთ სწავლას, მიიღებთ საერთაშორისო დიპლომს. სწორედ ამიტომ, მოგიწოდებთ, მოდით ჩვენთან, მიიღეთ განათლება და გააგრძელეთ მეცნიერებაში მოღვაწეობა. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ახალი ეპოქა და ნუ გაუშვებთ ამ შესაძლებლობას ხელიდან“, - მიმართა სტუდენტებს არჩილ ფრანგიშვილმა.


STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრაზე ახალგაზრდებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ტექნიკურ უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) საბაკალავრო პროგრამებისა და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობის შესახებ.


 ყველა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის შესახებაც ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა მომავალ აბიტურიენტებს პრეზენტაციების სახით ინფორმაცია მიაწოდეს, უზრუნველყოფს სტუდენტების მომზადებას ტექნიკურ დარგებში წარმატებული პროფესიული კარიერისთვის. პროგრამებზე სწავლება ინგლისურ ენაზე წარიმართება, ლექციებს კი ამერიკელი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გადამზადებული ქართველი პროფესორ-მასწავლებლები ჩაატარებენ.


სამოქალაქო ინჟინერია სწრაფად მზარდი პროფესიაა, შესანიშნავი კარიერული შესაძლებლობებით. პროგრამა მრავალფეროვანი, საინტერესო და მოქნილია. ინჟინრის სამუშაო, უმთავრესად, ინტელექტუალური, ცვალებადი და ნაკლებად რუტინულია. პროგრამა ფოკუსირდება ზუსტ მეცნიერებაზე - მათემატიკაზე, ტექნოლოგიებზე და ინჟინერიაზე და მოიცავს სოციალურ და ჰუმანიტარულ მიმართულებებსაც, რადგან სამოქალაქო ინჟინერიის კურსდამთავრებულებმა უნდა შესძლონ თავიანთი გადაწყვეტილებების სოციალური და ეკონომიკური შედეგების გათვალისწინება.


კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის დაუფლებით, ახალგაზრდები სხვადასხვა ტიპის ციფრული სისტემების შექმნასა და აწყობას შეძლებენ. პროგრამა მოიცავს ისეთი რთული სისტემების შესწავლას, რომელთა საშუალებითაც ხდება ფიზიკური სისტემებისა და გარემოთა სიმულაცია, ამინდის პროგნოზირება, ასევე მიკრო და ნანორეგულატორების მოხმარება ავტომობილებში, ტექნიკაში, კამერებში, რობოტებში, სამედიცინო ინსტრუმენტებსა და სხვა მოწყობილობებში. კომპიუტერული ინჟინერია მომავალ სპეციალისტებს საშუალებას მისცემს შეიმუშაონ ისეთი პროგრამები, რომლებიც კომპიუტერების მუშაობას გააკონტროლებს და სხვადასხვა ტიპის ინოვაციური ამოცანის შესრულების შესაძლებლობას მოგვცემს.


ელექტრული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა ძალზე აქტუალურია და საინჟინრო ინოვაციების სამ ძირითად მიმართულებას ეყრდნობა: ელექტროენერგიის გენერაცია და განაწილება; კომუნიკაციის მიზნით აუდიო/ვიდეო ინფორმაციის შესაბამისი სიგნალების მიღება, დამუშავება, გადაცემა; ელექტროენერგიის წარმოების ტექნოლოგიების, ელექტრომაგნიტური ფენომენისა და მასალების შესწავლა. ამ სფეროში საქმიანობა მოიცავს ისეთი მოწყობილობების, წრედების, ქსელებისა და სისტემების დაპროექტებას, ოპერირებას და სერვისს, რომლებიც გამოიმუშავებს ინახავს, გადაამუშავებს და აწვდის ელექტროენერგიას და ინფორმაციას.


პრეზენტაციების დასრულების შემდეგ შეხვედრის მონაწილე მოსწავლეები 4 გუნდად განაწილდნენ და STEM-თამაშებში ჩაერთნენ. თამაშები მრავალფეროვანი და სახალისო აღმოჩნდა, გამარჯვებულ გუნდს კი საჩუქრები გადაეცა.


STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრის დასასრულ, ყველა მონაწილე ახალგაზრდას სამახსოვრო საჩუქრები და STEM-სერთიფიკატები გადაეცა.


ამინდის პროგნოზი

15 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

„ფოტოგრაფიის ღამე“ თბილისში მეათედ გაიმართა  

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, „თბილისის ფოტო ფესტივალი“ მიმდინარეობს, რომლის ცენტრალური ღონისძიება „ფოტოგრაფიის ღამე“ უკვე მეათედ გაიმართა.

მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა      

გლდანის რაიონში, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში N32 ა და N35 ა კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

 

აჭარის რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს ციტრუსის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა გააცნეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს საშუალებას აძლევს, ციტრუსი საშემოდგომო ყინვის რისკისგანაც დააზღვიონ.

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის გორში 1 პირი დააკავა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული ზ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. 

 
ბათუმის "დინამომ" თბილისის "ლოკომოტივი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა

ზედიზედ ხუთი გამარჯვება ეროვნულ ლიგაში. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში ბათუმის ,,დინამომ’’ თბილისის ,,ლოკომოტივი’’ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

პრეზიდენტი თიანეთში დოჭურიშვილების დამბალხაჭოს ოჯახურ საწარმოს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თიანეთში, დოჭურიშვილების  ოჯახურ საწარმოს ,,მართა ბებოს დამბალხაჭო"  ეწვია და დამბალხაჭოს მომზადების პროცესს გაეცნო.
 

ბათუმში დააკავეს პირი, რომელმაც 10-მდე ადამიანის სახელით ონლაინ-სესხები აიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.

არჩილ თალაკვაძე: მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი ქალია

"ქართული ოცნება” პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობას და თანაბარ შესაძლებლობებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს - მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი არის ქალი".

ზუგდიდის მერია: შაბათი ინტელექტუალური თამაშების დღედ გამოცხადდა და არა ინტელექტუალების

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ შაბათის ინტელექტის დღედ გამოცხადების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაციითა გავრცელებული.

არასამთავრობო სექტორის, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და დეპუტატები შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.

ფერეიდნელ ქართველებს, რომლებიც ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ, თელავის ისტორიულ მუზეუმში უმასპინძლეს

სამ ფერეიდნელ ქართველს, რომელიც ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდა, დღეს  თელავის ისტორიულ მუზეუმში უმასპინძლეს.

სალომე ზურაბიშვილი: ჯიღაურას სამეცნიერო ცენტრში მოვიყვან ყველა უცხოელ სტუმარს, რათა ნახონ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

ავტობანზე 20 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული

ავტობანზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

ცენტრალური ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მსუბუქი მანქანა დაიწვა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.

 
„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები, ე.წ. „შაბათობები“ გრძელდება.

ბაჩო ოდიშარია - POSTV - ქართული საზოგადოება შემოდგომის სეზონის მთავარ პოლოლიტიკურ კურიოზს შეესწრო, ასპარეზზე გამოჩნდა ახალი მოძრაობა, სახელწოდებით ,,ლელო“ გამოჩნდა

ინტერნეტტელევიზია POSTV-ს ანალიტიკოსი, ბაჩო ოდიშარია საავტორო ვიდეობლოგში, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო"-ს წარდგენაზე საუბრობს.

 

გიორგი გახარია: ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები

ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.

“მაკკეინის ინსტიტუტი და ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამერიკაში მაკკეინის სახელთან ასოცირდებიან, დღემდე განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან „ნაციონალური მოძრაობისადმი“

ინტერნეტტელევიზია POSTV-ის პერსონალური ბლოგი თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციის შესახებ მოგვითხრობს, სადაც ირმა ინაშვილსა და დევიდ კრამერს შორის დაპირისპირება მოხდა.

იერუსალიმში საქართველოს ისტორიულ კვალს ქართველი, პოლონელი და ებრაელი მეცნიერები შეისწავლიან

იერუსალიმში საქართველოს ისტორიულ კვალს ქართველი, პოლონელი და ებრაელი მეცნიერები შეისწავლიან. გეგუთის სასახლის არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე, დღეს მხარეებს შორის  თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შსს: თბილისში, მოქალაქემ საკუთარი მანქანა სადაზღვეო კომპანიისგან თანხის მიღების მიზნით გადამალა და თქვა, რომ მოპარეს

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მანქანის ქურდობის ფაქტი არ დადასტურდა.