კიბერბულინგი - საფრთხე სოციალური ქსელებიდან

ბექა (სახელი შეცვლილია) 16 წლისაა. ის კიბერბულინგის მსხვერპლია. ამბავი ძალიან მარტივად დაიწყო – ბექამ გადაიღო და “TikTok“-ზე ატვირთა ვიდეო, რომელშიც ერთ-ერთი ქართველი რეპერის სიმღერას რეპავდა.

ვიდეო მალევე გადმოწერეს და უნებართვოდ განათავსეს ფეისბუქ გვერდზე, რომელის სახელწოდებიდანაც - „არა TikTok-ს/NO TikTok“ - ირკვევა, რომ მიმართულია ე.წ. ტიკტოკერების წინააღმდეგ (ადამიანების, რომლებიც ტიკტოკ აპლიკაციით სარგებლობენ). ამ ყველაფრის შემდეგ დაიწყო დაცინვა, საბაბი კი  მეტყველება გახდა - მოზარდი კარგად ვერ გამოთქვამდა ზოგიერთ სიტყვას. მისი დის, ანას, თქმით, ბექამ 2 წლის ასაკში მენინგიტი გადაიტანა, რამაც დროთა განმავლობაში სმენა დაუქვეითა. ამან კი, თავის მხრივ, მეტყველებაზეც იმოქმედა.  „იმ გვერდის არსებობის შესახებ, სადაც ვიდეო აიტვირთა საერთოდ არაფერი ვიცოდი. ჩემს მეგობარს ჰქონია მოწონებული, ბექას ვიდეო მან ნახა. ძალიან ბევრი დამცინავი კომენტარი ეწერა. ფსიქოლოგიურად ეს ჩემი ძმისთვის ძალიან ძნელი იყო“, - მეუბნება ანა.

თხოვნის მიუხედავად, გვერდიდან ვიდეო მანამდე არ წაშალეს, სანამ ანამ საჯაროდ არ დაწერა კომენტარი. აღსანიშნავია ისიც, რომ წაშალეს მხოლოდ ვიდეო, ხოლო პოსტი და კომენტარები დატოვეს.             

ბექას შემთხვევა გამონაკლისი არ არის

მოვლენები სხვაგვარად განვითარდა მარიამის (სახელი შეცვლილია) შემთხვევაში, მისი ვიდეო ბევრი თხოვნის მიუხედავად,  არ წაშალეს. ის ამავე პოსტის კომენტარებში წერს: „როდესაც ეს პოსტი ვნახე ვიტირე, დასაცინი გავხდი-მეთქი. მივწერე გვერდს, რომ ჩემი ვიდეო წაეშალათ, მაგრამ უარი მითხრეს. ჩემი მეგობრებიც წერდნენ, არაფერმა არ გაჭრა. ამის შემდეგ უფრო გავნერვიულდი. ახლა შეიძლება ამ კომენტარის გამოც დამცინოთ და არაფრიად ჩამაგდოთ. ჩემი თხოვნაა ვინც ამას წაიკითხავს კარგად დაფიქრდეს და ეგება მიხვდეს, რომ დაცინვა კარგი არაა“, - წერს მარიამი.          

სამართლებრივი მხარე       

საქმეს ისიც ართულებს, რომ საჯაროდ ატვირთული ინფორმაციის გაზიარება შეუძლია ნებისმიერს. ატვირთული ვიდეობის შინაარსი არ შეიცავს რაიმე სახის კონფიდენციალურ ინფორმაციას, შესაბამისად მათი წაშლის მოთხოვნაც, რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, ხშირად უარყოფილია.

თუმცა, როგორც „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატის“ წარმომადგენელი გვეუბნება, არასრულწლოვანის ვიდეოს გასაჯაროება მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე დაუშვებელია და წაშლის/აღების მოთხოვნის შემთხვევაში აუცილებელია გამსაჯაროებელმა შეასრულოს მოთხოვნა. აღნიშნული პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-4,  მე-5, მე-6  და 22-ე მუხლებით რეგულირდება. “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი ანა აბაშიძის თქმით,  მნიშვნელოვანია ატვირთული მასალის კონტექსტი - “უფრო პრობლემურია სწორედ ეს უწყინარი ვიდეოები, რომლებსაც მოზარდები იღებენ, რადგან მაგალითად, მასალა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას კონკრეტული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოთხოვნისთანავე უნდა წაიშალოს. თუმცა ვიდეოს ატვირთვა, რომელიც არ შეიცავს პირად მონაცემს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამიტომაც საგამოძებო უწყებებმა შესაძლოა პირდაპირ ვერც მოითხოვონ მასალის აღება, მაგრამ ამ შემთხვევაში მოზარდს და მის მეურვეს შეუძლიათ მასალის უნებართვოდ ატვირთვისთვის მოითხოვონ ზარალის შესაბამისი კომპენსაცია“,  - განმარტავს ის. 

„უბრალოდ არ წაიშალა, არაფრის ახსნას არ ვაპირებ“

რაც შეეხება თავად ამ კონკრეტული გვერდის, „არა TikTok-ს/NO TikTok“, ადმინისტრაციას, ისინი ამბობენ, რომ უკანონოს არაფერს ჩადიან და ვიდეოებს, რომლებსაც ტვირთავენ ფეისბუქ მომხმარებლები უგზავნიან:  „როცა პუბლიცისტი ხარ და ხალხზე მუშაობ უნდა გააკეთო ის, რასაც უმრავლესობა მოითხოვს“. ამბობენ, თუ ისე მოხდა, რომ ვიდეოზე ასახული პირი მათ მასალის აღებას სთხოვს ისინი ასეც იქცევიან. მათი სიტყვების საპირისპიროდ მომყავს მარიამის მაგალითი და ვეკითხები, თუ  თხოვნისთანავე შლიან ვიდეოებს მარიამის შემთხვევას როგორ ხსნიან. მათი პასუხი კი შემდეგნაირია: „უბრალოდ არ წაიშალა, არაფრის ახსნას არ ვაპირებ“. კითხვაზე იციან თუ არა, რომ დაზარალებულმა შესაძლოა კომპენსაცია მოითხოვოს მპასუხობენ: „ ვერცერთი კანონი ვერ შეგვეხება, მაქსიმუმ გვერდი დაგვიბლოკონ და ახლის გაკეთებას კიდევ ერთი საათიც არ უნდა“.  

ფსიქოლოგიური ასპექტები

ბექას და მარიამის შემთხვევა არაა გამონაკლისი. ასეთივე მდგომარეობაში შესაძლოა  ნებისმიერი არასრულწლოვანი აღმოჩნდეს. ხშირად მოზარდები მსგავსი პრობლემების შესახებ მშობლებს არ ეუბნებიან და ძლიერ ფსიქოლოგიურ წნეხთან მარტო უწევთ გამკლავება. მათ ეშიანიათ და ანერვიულებთ უამრავი ფაქტორი, ამიტომაც ამაზე ღიად საუბარეს ერიდებიან. თუმცა ასევე საინტერესოა ისიც, რომ ზოგიერთი მშობელი არაა დაინტერესებული ბრძოლის ბოლომდე მიყვანით, მათ აღარ უნდათ მეტად ამბის გახმაურება. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ    რიგ შემთხვევებში მოზარდები გამიზნულად იღებენ ისეთ ვიდეოებს, რომლებიც უარყოფით შეფასებას დაიმსახურებს. მათ წინასწარ იციან ამის შესახებ, თუმცა მასალის გასაჯაროებას მაინც არ ერიდებიან. ამგვარი ქცევის მიზეზი კი, როგორც ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე ამბობს, რეალურ სამყაროში დანაკლისის განცდაა, რასაც ვირტუალურ სივრცეში ინაზღაურებენ, ყველაზე ხშირად მოზარდი ამ გზით იღებს იმას, რაც რეალურ სამყაროში არ აქვს, ან აქვს, თუმცა არასაკმარისად.

საყურადღებოა ასევე მჩაგვრელის (ბულერის) ქცევა. „ზოგადად, მჩაგვრელებს ხშირად გამოუცდიათ მსხვერპლის როლი. ეზოში შეიძლება მას ჩაგრავდნენ, თუმცა კლასში თვითონვე ჩაგრავს თანაკლასელებს, რეალურ სივრცეში მსხვერპლის როლში ყოფნა იწვევს ხოლმე კობერბულინგის სურვილსა და ქმედებას, რადგან მას შეუძლია იყოს ანონიმური და ამ გზით მოიპვოს სასურველი პოზიცია“ - ამბობს ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე.

შესაბამისად, როგორც ჩანს, მათ აქვთ ერთგვარი დაუსჯელობის სინდრომი. ჰგონიათ, რომ სოციალურ ქსელში აქტივობის გამო პასუხს არავინ მოსთხოვთ. იურისტის განმარტებით, ამ შემთხვევაში მთავარია კონტექსტი და ის თუ რა სახის ზიანი მიადგა დაზარალებულს, თუმცა აქვე კიდევ ერთი საკითხი იჩენს თავს - ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, მათ ვინც მასალა უნებართვოდ ატვირთა თუ მათ ვინც ბულინგით მორალურად დააზარალა მოზარდი. ყველაფერი დამოკიდებულია სარჩელს აღძვრის ფორმასა  და მიყენებულ ზიანზე. საქმე რომ აქამდე არ მივიდეს და მოზარდი ბულინგის მსხვერპლი ან ბულერი არ გახდეს ,უმნიშვნელოვანესია მშობლის როლი.

„მშობელმა სწორად უნდა მიიღოს შვილის მიმართვა, მოზარდს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი მოდელი, რათა შეძლოს ემოციების მართვა და კონფლიქტურ სიტუაციაში ადეკვატურად მოქცევა“, - ამბობს ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე.

როგორც გაირკვა სამართლებრივად, თუ ძალიან ბევრი დრო და ენერგია არ დაიხარჯა, ბევრი არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია მსგვავსი „უწყინარი“ ვიდეოების შემთხვევაში. თუ კონკრეტულ გვერდს დავბლოკავთ ახლის გაკეთებას მართლაც არაფერი არ უნდა, ამაში უნდა დავეთანხმო „არა TikTok-ს/NO TikTok“  გვერდის ადმინისტრატორს. კიბერბულინგის მსხვერპლი რაღაც მომენტში შეიძლება  ნებისმიერი გახდეს, დაცული არავინაა, თუმცა მსგავს შემთხვევაში, უფრო მგრძნობიარენი მოზარდები არიან. უნდა ვეცადოთ და ავარიდოთ ის ფსიქოლოგიური წნეხი, რასაც ბულინგი ჰქვია.

ავტორი: თამარ ონიანი #მედიალაბორატორია


"საქართველოს რკინიგზა" განცხადებას ავრცელებს

სს "საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოების გამო,  17/09/2019-ში 01:00 საათიდან 17/09/2019 04:00 საათამდე  გაითიშება სს "საქართველოს რკინიგზის" კორპორატიული ქსელი. 

საქართველოს პრეზიდენტსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზრბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა კახის რაიონში, სოფელ ალიბეგლოში ქართული სკოლის გახსნის გამო.
 

იოჰანეს ჰანი: "მადლობას ვუხდი განათლების მინისტრს ბრწყინვალე თანამშრომლობისთვის"

საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონში  განხორციელებული მიმდინარე კონტროლის შედეგად, 19,280 ღერი სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

 
ზესტაფონში დედა და ორი შვილი ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა

უბედური შენთხვევა მოხდა ზესტაფონში. ახალგაზრდა გოგონა ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად სავარაუდოდ ბუნებრივი აირით გარდაიცვალა.

"მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2019" გაიხსნა

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი განათლების რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გახსნა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: „ჩვენი მიზანია, ქვეყნის საერთო მოხმარებაში გაიზარდოს განახლებადი ენერგიის წილი“

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა რომ სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიზანია შექმნას განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები.

 
SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა

ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა.

თბილისში გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს შეხვედრა გაიმართება

თბილისი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის რეგიონულ შეხვედრას 2019 წლის 17 სექტემბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მასპინძლობს.

განათლების მინისტრი: „ევროპული ხარისხი განათლების სფეროში - ეს ჩვენი სტრატეგიაა“

განათლების რეფორმის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა და ახლო მომავალში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას მადლობა გადაუხადა

პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებაში ინვესტირებისთვის მადლობა გადაუხადა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან.

ასპინძაში ყირიმ კონგოს დიაგნოზით, ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ასპინძაში 30 წლის მამაკაცი ყირიმ კონგოს ჰეპორაგიული ცხელების დიაგნოზით გარდაიცვალა. გ.ნ-ს დაავადების გადამტანმა საქონლის ტკიპამ უკბინა.

Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტი ქართული ენისთვის გაიხსნა

დღეს,საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების კომპლექსური რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა, Microsoft-ის ხელოვნურ ინტელექტზე ქართული ენის შესახებ.

ფულადი გზავნილების მოცულობა ევროკავშირიდან 24.8%-ით გაიზარდა

ფულადი გზავნილების მოცულობა აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.8%-ით $146.4 მლნ-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ლარი მცირედით გაუფასურდა

16 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9608 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9607 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.01 თეთრი შეადგინა.
  

კახა კალაძე: "როგორც მოსახლეობას შევპირდით, ვარაზის ხევიდან „პიქსელის“ შენობამდე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა"

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა. ასფალტის საფარის დაგების შემდეგ, დღეს, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ტერიტორია დაასუფთავა და გზა მორეცხა. 

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

თსუ-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ერთად აღნიშნეს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე გაიმართება

17 სექტემბერს, 16:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის N9) აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე გაიმართება.

თბილისის მერმა ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიაში მონაწილება მიიღო

ლისის ტბის მიმდებარედ ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობა იწყება.