რაულ ჯახიმბა ე.წ.ოპოზიციას ვითარების დაძაბვაში ადანაშაულებს

რაულ ხაჯიმბა ე.წ. ოპოზიციას ტურისტული სეზონის ჩაშლასა და პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს. 

„ამ დღეებში ჩვენ ვიხილეთ ოპოზიციური ძალების დესტრუქციული ქმედებები, რომლებმაც დეპუტატ ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე ზრუნვის კეთილი საბაბით, გაასაჯაროეს თავისი მთავარი ამოცანა – რესპუბლიკის მეთაურის ვადამდელი გადადგომა“, – ნათქვამია ხაჯიმბას განცხადებაში.


მისივე თქმით, ბჟანიასა და მისი თანაშემწეების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს რუსი და აფხაზი სამართალდამცავები ერთად იძიებენ.


„აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია ქვეყანაში დესტაბილიზაციას საკურორტო სეზონის დაწყებამდე ახდენს. სიტუაციის დაძაბვამ კი, შესაძლოა, ბევრი დამსვენებელი შეაშინოს. უკვე ვთქვი, რომ მნიშვნელოვანია, არჩევნები დადგენილ ვადაში და წყნარად ჩატარდეს. მოგმართავთ თხოვნით, არ აყვეთ პროვოკაციებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და სიფრთხილე“,  –  აღნიშნულია ხაჯიმბას განცხადებაში.


ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს დილიდან საპროტესტო აქცია იმართება, რომლის მონაწილეები ე.წ. არჩევნების გადადებას და „პრეზიდენტის“ გადადგომას ითხოვენ.


რუსული მედიის ცნობით, სოხუმში გამართულ აქციაში 300 ადამიანი მონაწილეობს, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები, მობილიზებულია სპეცრაზმიც. ჟურნალისტების ცნობით, სოხუმში შეფერხებით მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. მნიშვნელოვნად შემცირებულია ტურისტების რაოდენობა.


ე.წ. დეპუტატი და „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ოპოზიციის სახელით მონაწილე ალსან ბჟანიას ჯამრთელობის მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ გაუარესდა. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ შესაძლოა ის მოწამლეს.


ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები 21 ივლისისთვის არის დაგეგმილი.


ქუთაისში ელექტრომობილების წარმოება იწყება

ინდუსტრიულმა ჰოლდინგმა Aigroup -მა ცენტრალურ მოედანზე ოფიციალური პრეზენტაცია გამართა, რომლის ფარგლებში ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტი წარადგინა. 

სამი მოთხოვნიდან ორი შესრულებულია - პროტესტის მეშვიდე დღე თბილისში

თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია. შვიდდღიანი პროტესტის შემდეგ სამიდან ორი მოთხოვნა შესრულდა.

მირიან წიკლაურის განცხადებით, მან მონაწილეობა მიიღო კენჭისყრის პროცედურაში

საქართველოს პარლამენტის წევრის, მირიან წიკლაურის განცხადებით, მან მონაწილეობა მიიღო კენჭისყრის პროცედურაში.

ლომჯარია: მელიას დაპატიმრება არ უნდა მოხდეს, ამას პოლიტიკური სტაბილურობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს  გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

აშშ-ს საელჩო საქართველოს მთავრობას მიმართავს

საქართველოში აშშ-ის საელჩო თბილისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. 

სოფიო ქაცარავა: თბილისში სესიაზე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მივცემდი ხმას მელიასთვის მანდატის დროებით შეჩერებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფიო ქაცარავა ნიკა მელიაასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

აკაკი ზოიძე ნიკა მელიას: ნუ გვაცოდებ თავს, თქვენ დაგვიჭერდით, დაგვხვრეტდით, გვაწამებდით

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს.

ვენაში საცხოვრებელ სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა

ვენაში საცხოვრებელ 5-სართულიან სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა.

ბექა ოდიშარია განმარტავს, რატომ ვერ მიიღო ნიკა მელიასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, მან მონაწილეობა მიიღო კენჭისყრის პროცედურაში.

"წითელი ბარათი" მინისტრს - ქუთაისში გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილლებმა წითელი ბარათი უჩვენეს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას.

ანრი ოხანაშვილი ნიკა მელიაზე: კანონის წინაშე ყველა თანასწორია, არავის აქვს უფლება განახორციელოს კანონდარღვევა

,,ქართული ოცნების" ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე, ნიკა მელიასათვის მანდატის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით, იურიდიული კომიტეტის დასკვნა წარმოადგინა.

„მიშამ ფონდიდან 200 000 რომ მოგცა, ის ფილმი გადაიღე?“ - ზაზა კევლიშვილი მიშა მშვილდაძეს მიმართავს

მუსიკოსი ზაზა კევლიშვილი მიშა მშვილდაძეს 2013 წელს, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 200 000 ლარის მითვისებაში ადანაშაულებს და ირწმუბნება, რომ ამ საქმეზე პროკურატურაში გამოძიებაც იყო დაწყებული.

გია ვოლსკი: პოლიტიკურ რეპრესიებს მაშინ მოველოდი, თუ რეალურად განხორციელდებოდა ის პროექტი, რაც ჩვენს ოპონენტებს ჰქონდათ ჩაფიქრებული

პარლამენტის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

დიმიტრი ხუნდაძე: პრაქტიკულად, ჩვენ დავდექით სახელმწიფოს და საზოგადოების უსაფრთხოების ზღვარზე

სამართლიანი და გულწრფელი აქცია ვერ დასრულდა მომიტინგეთა , ჟურნალისტთა და სამართალდამცავთა ზიანის გარეშე,- განაცხადა უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებისას.

მელია: დიდ ნაწილს არ ჰქონდა სურვილი ჩემს საწინააღმდეგოდ მიეცა ხმა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობის დიდ ნაწილს არ ჰქონდა სურვილი მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნისთვის მიეცა ხმა.

აკაკი ზოიძე ნიკა მელიაზე: ძალიან კარგად იცოდა მისი განათლების მქონე ადამიანმა, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს

პრივილეგია არ უნდა ჰქონდეს პარლამენტს, თუ პარლამენტის წევრს, რომ დაარღვიოს კანონი,-განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ  ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაზე. 

თამუნა ქობალია: გია თურქეთში, ქალაქ სტამბოლში წაიყვანეს, რათა მხედველობა შეუნარჩუნდეს

რუსთაველზე აქციის დროს დაშავებული პოლიციელის, გია ჯალაღონიას მეუღლე თამუნა ქობალია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

გიორგი კახიანმა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის დადგენილების პროექტი წარადგინა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის დადგენილების პროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა.

ნათია თურნავა: კომერციულ ბანკებთან ერთად ვმსჯელობთ, დახმარების რა კონკრეტული გეგმა შევთავაზოთ ტურიზმის ინდუსტრიას

ნათია თურნავამ საბანკო სექტორთან ერთად იმსჯელა იმ გეგმის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ტურისტულ სექტორში მოქმედ ბიზნესს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო სეგმენტს, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ნეგატიურ ზეგავლენებს შეუმსუბუქებს.

ეკა ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატი ეკა ბესელია სტრასბურგში იმყოფება, სადაც 26-27 ივნისს, ევროსაბჭოს იურიდიულ და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს.

ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა

91 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - პარლამენტში კენჭისყრის შედეგად, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერდა. გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს, სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს.