თამარ ხულორდავა რიჩარდ ტიბელსს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსს რიჩარდ ტიბელსს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე და ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში საქართველოს  პარლამენტის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრეს.

 

საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის 10 წლის იუბილეს და ამ პოლიტიკის ფარგლებში სამომავლო გეგმებს. თანამშრომლობის სამომავლო საკითხებს შორის, სტუმარმა ორი ძირითადი მიმართულება - კანონის უზენაესობა და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარება გამოყო.

 

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ათმა წელმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ერთი მხრივ, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებასა და პარტნიორობის გაღრმავებაში, და მეორე მხრივ კი, ხელი შეუწყო მონაწილე ქვეყნებს შორის საერთო სტრატეგიულ საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერებას. კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის პარლამენტებს შორის უითიერთთანამშრომლობას და მიღწეულ შედეგებს.

 

თამარ ხულორდავამ სტუმრებს გააცნო ის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარეობდა, მათ შორის დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით შრომის  კოდექსსა და სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონებში შეტანილი ცვლილებები. 

 


ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თაავმჯდომარემ ასევე, ისაუბრა მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს  მოსამართლეთა არჩევის წესს შეეხებოდა.

 

შეხვედრაზე საუბარი აგრეთვე, შეეხო  ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას და საქართველოდან ევროკავშირის მიმართულებით მიგრაციასა და თავშესაფრის უკანონოდ მაძიებელთა ნაკადის შემცირების საკითხს, ხაზი გაესვა ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას.

 

„რიჩარდ ტიბელსი, კარგად იცნობს საქართველოს. ის ამბობს რომ ბოლო ათწლეულის მანძილზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის მანძილი შემცირდა და ამასთან, ჩვენ უკეთ გავიცანით ერთმანეთი. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის კარგ მუშაობას და შედეგებს, ისევე, როგორც სახალხო დამცველის მანდატის გაზრდას და თანასწორობის უზრუნველსაყოფად ეფექტიანი მექანიზმის ჩამოყალიბებას. ჩვენი მხრივ, ვაგრძელებთ მუშაობას სასამართლო რეფორმაზე და საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.​


ეკატერინე მიქაბაძე: მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ბალანსი ბიზნესსა და დასაქმებულების უფლებებს შორის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კომენტარი გააკეთეს შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტის შესახებ და განხილვის პროცესში ბიზნესთან წინასწარი კომუნიკაციის ნაკლებობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი და გამსაღებელი დაჯგუფების წინააღმდეგ ოპერაციას უცხოური მედია ეხმაურება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგისთვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავებას საერთაშორისო მედია ეხმაურება.

 
გიორგი ვოლსკი: კიდევ არსებობს ნაპერწკალი, რომლისგანაც შეიძლება გაღვივდეს ის სიყვარული, რაც  ერთმანეთთან გვახასიათებდა

„კიდევ არსებობს ნაპერწკალი, რომლისგანაც შეიძლება გაღვივდეს ის სიყვარული, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან გვახასიათებდა“.

საპატრიარქო: რუსეთის პატრიარქ კირილეს ქმედება ჩვენთვის გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად

საქართველოს საპატრიარქოს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური რუსეთის პატრიარქის კირილის მიერ, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბასადმი მილოცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მისი ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორის, Meridian Capital Limited-ის შესახებ მედიაში გავრცელებულ  ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

სოფო კილაძე:  ბევრი რამ კეთდება, რათა ოკუპირებულ ტეროტორიებზე მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა გავაუმჯობესოთ

„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და მთლიანად ხელისუფლება  ბევრს აკეთებს, რათა გავაუმჯობესოთ საქართველოს ოკუპირებულ ტეროტორიებზე მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა".

 
სავალ მირზოევი: მჯერა, ქართველებთან ერთად არაქართველი მოსახლეობა მიიღებს აქტიურ მონაწილეობას ისეთი ქვეყნის მშენებლობაში, როგორზეც ყველა ვოცნებობთ

პარლამენტის წევრმა, სავალ მირზოევმა პლენარულ სხდომაზე, განცხადება გააკეთა და ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სიმონ ნოზაძე ოპოზიციას: თქვენმა პოლიტიკამ კრახი განიცადა, თქვენ ტერიტორიების 22 პროცენტი დაკარგეთ

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარემ სიმონ ნოზაძემ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის მოხსენება შეაფასა.

რა წერია შრომის კოდექსის პროექტში - მამუკა მდინარაძის განმარტება

„ძალიან სამწუხაროა, რომ ინტერპრეტაციები, სპეკულაციები და აქედან გამომდინარე ვნებათაღელვა მოჰყვა კანონპროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტში დაინიცერებული არ არის".

პარლამენტთან აქცია „სირცხვილია“ მიმდინარეობს (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პარლამენტთან აქცია „სირცხვილია“ მიმდინარეობს.

ანრი ოხანაშვილი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებული პროცესი პარლამენტში გამჭვირვალედ წარიმართება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების პარლამენტის მიერ არჩევის პროცესთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.

ევროპოლი არასრულწლოვნების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე ინფორმაციას აქვეყნებს

ევროპოლი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრის დაკავებაზე ვებ-გვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს.

ციხელაშვილი: ჩვენი პოლიტიკა ადამიანზეა ფოკუსირებული და გათვლილი იმაზე, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის ნიადაგი მოამზადოს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს პარლამენტში მოხსენებით წარსდგა.

მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დეტალური განმარტებები უნდა გააკეთოს შეწყალებასთან დაკავშირებით

"პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დეტალური განმარტებები უნდა გააკეთოს ამ შეწყალებასთან დაკავშირებით. მათ შორის, იმ ადამიანებმა, ვინც საბუთები მოამზადა, ამ სიაზე იმუშავა, შესაბამისი დოკუმენტები მიიღო, გაეცნო და გადასცა პრეზიდენტს".

სამუდამო პატიმრობა მისჯილმა პარლამენტს საკონსტიტუციო დავა მოუგო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სამუდამო  პატიმრობაში მყოფი ბადრი ბეჟანიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

 
ირაკლი სესიაშვილი: პროტესტი მიუღებელია მათგან, ვინც თავად აწამებდა ათასობით ადამიანს

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გადაწყვეტილება არანაირ ეჭვს და კითხვებს არ ბადებს.

ოთარ დანელია  გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს, ლუიზა ვინტონს შეხვდა.

პარლამენტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო

საქართველოს პარლამენტმა, 85 ხმით, მესამე მოსმენით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო.

„ჯორჯიან მანგანეზის” ხელშეწყობით, ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსებაში მონაწილეობა მიიღო.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

ტექნიკური სამუშაოების გამო, 21 სექტემბრის 21:00 საათიდან 22 სექტემბრის 09:00 საათამდე სრულად გაითიშება მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, ვერ იმუშავებს მუნიციპალური ცხელი ხაზი.

ლევან ნიკოლეიშვილი: მამუკა ხაზარაძეს, უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტში, რუსეთში მოქმედი ყაზახი ბიზნესმენების ჩართვა სურს, ღალატი და მავნებლობაა

„მამუკა ხაზარაძეს, უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტში, რუსეთში მოქმედი ყაზახი ბიზნესმენების ჩართვა სურს, ღალატი და მავნებლობაა“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.