ირაკლი კობახიძე NDI-ს კვლევებს აფასებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის“პირდაპირ ეთერში NDI-ს კვლევები შეაფასა.

" სიღრმეში შესვლას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უბრალოდ არ აქვს აზრი, გამომდინარე იქიდან, რომ არის ელემენტარული ცდომილებები ამ კვლევაში და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ვერანაირი მეთოდოლოგიური შეცდომით და ხარვეზით ასეთ ცდომილებას ვერ მიიღებ. უბრალოდ, მარტივად არის ტყუილი ჩადებული ამ კვლევაში სხვადასხვა მიმართულებით. აქედან გამომდინარე, უბრალოდ ამ თემის გაშლაც არ არის საჭირო. ჩვენ ვნახეთ მანამდე რუსთავი2-მა გამოქვეყნა Ipsos-ის კვლევა, Ipsos არის ძალიან ცნობილი ფრანგული კომპანია. როდესაც მოხდა ჩაძიება, უარყო ფრანგულმა კომპანიამ ის, რომ მან ჩაატარა კვლევა და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ე.წ. Ipsos-ს, რუსეთი- უკრაინის კომპანიამ ჩაატარა ეს კვლევა, რომლის ხელმძღვანელიც არის რუსი ვინმე შულკინი. რეალურად ასე ხდება. ხშირად მანიპულირება. CRRC-ის წარსულიც და აწმყოც ყველამ კარგად იცის ვისთან არის დაკავშირებული პოლიტიკურად ეს ორგანიზაცია. აქედან გამომდინარე, მაინცდამაინც დიდ ინტერესს, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან არ იწვევს ასეთი სოციოლოგიური კვლევები. ერთადერთი, რაც არის სამწუხარო ამ ყველაფერში, არის ის, რომ ეს კვლევები, ამ შემთხვევაში CRRC-ის კვლევა იდება NDI -ის სახელით. NDI -ი არის ძალიან პრესტიჟული ორგანიზაცია, ამერიკული ორგანიზაცია, რომელთანაც ჩვენ გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა. ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ცენტრალურ ოფისს NDI -ის ცენტრალურ ოფისს. გვაქვს მჭიდრო კავშირი ამ ოფისთან და ძალიან ხშირად გვაქვს კომუნიკაციის შესაძლებლობა და ძალიან ვაფასებთ ჩვენ, რა თქმა უნდა, NDI -ის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ისევე, როგორც, ზოგადად, ამერიკული ინსტიტუტების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და სამწუხაროდ, ეს არის ის კვლევა, რომელიც ჩრდილს აყენებს ამ ორგანიზაციას საქართველოში. ეს არის ერთადერთი სამწუხარო მოვლენა. დანარჩენი, საზოგადოებაც მიეჩვია უკვე ამ კვლევებს და ძალიან კარგად იცის, რომ როდესაც NDI -ი ატარებს რაღაცას, უნდა გაამრავლო ორჯერ არა, სამჯერ, ან გაყო ორზე ან სამზე და საბოლოო ჯამში ასე უნდა გამოიცნო არჩევნების შედეგი თუ რაიმე სხვა რეიტინგი.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არც ერთ დეტალზე ჩაღრმავება არ არის სწორი, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს ზოგადი ცდომილება. იგივე, არჩევნების შედეგი რომ ავიღოთ, „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 61 %, ორჯერ ნაკლები აიღო „ნაც. მოძრაობამ“ თავისი „ევროპული საქართველოთი“ ამ არჩევნებში, თუმცა NDI -ის კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს, ქართულ ოცნებას და ნაც. მოძრაობას თავისი ორი განშტოებით თანაბარი რეიტინგი. ანუ, უკვე ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ აბსოლუტურად აცდენილია ყველაფერს NDI -ი, როცა ვსაუბრობდი გამრავლებასა და გაყოფაზე, ამ შემთხვევაში გაამრავლეთ ჩვენი რეიტინგი ორზე და ეს არის რეალური შედეგი, რომელსაც აჩვენებს არჩევნები და არჩევნები არის მთავარი სოციოლოგიური კვლევა საქართველოში.
ერთი და იგივე მესიჯი იყო აბსოლუტურად გაჟღერებული „რუსთავი2“-ს და CRRC-ის კვლევაში. ორივეს მესიჯი იყო ის, რომ სააკაშვილი არის უფრო პოპულარული, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი. ეს არის, რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელი და კომიკური. ეს იყო მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერება უნდოდა „ნაცმოძრაობას“ თავისი ორი განშტოების სახით. ეს არის „რუსთავი 2“ და CRRC და ეს გზავნილი გააჟღერეს. ახლა არის საზოგადოების გადასაწყვეტი, მეათე ტყუილს უნდა დაუჯეროს თუ არა. წინა ცხრა შემთხვევაში ტყუილს არ დაუჯერეს და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება არც ამ მეათე ტყუილს დაუჯერებს,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ამინდის პროგნოზი

15 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

„ფოტოგრაფიის ღამე“ თბილისში მეათედ გაიმართა  

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, „თბილისის ფოტო ფესტივალი“ მიმდინარეობს, რომლის ცენტრალური ღონისძიება „ფოტოგრაფიის ღამე“ უკვე მეათედ გაიმართა.

მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა      

გლდანის რაიონში, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში N32 ა და N35 ა კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

 

აჭარის რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს ციტრუსის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა გააცნეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს საშუალებას აძლევს, ციტრუსი საშემოდგომო ყინვის რისკისგანაც დააზღვიონ.

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის გორში 1 პირი დააკავა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული ზ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. 

 
ბათუმის "დინამომ" თბილისის "ლოკომოტივი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა

ზედიზედ ხუთი გამარჯვება ეროვნულ ლიგაში. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში ბათუმის ,,დინამომ’’ თბილისის ,,ლოკომოტივი’’ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

პრეზიდენტი თიანეთში დოჭურიშვილების დამბალხაჭოს ოჯახურ საწარმოს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თიანეთში, დოჭურიშვილების  ოჯახურ საწარმოს ,,მართა ბებოს დამბალხაჭო"  ეწვია და დამბალხაჭოს მომზადების პროცესს გაეცნო.
 

ბათუმში დააკავეს პირი, რომელმაც 10-მდე ადამიანის სახელით ონლაინ-სესხები აიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.

არჩილ თალაკვაძე: მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი ქალია

"ქართული ოცნება” პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობას და თანაბარ შესაძლებლობებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს - მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი არის ქალი".

ზუგდიდის მერია: შაბათი ინტელექტუალური თამაშების დღედ გამოცხადდა და არა ინტელექტუალების

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ შაბათის ინტელექტის დღედ გამოცხადების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაციითა გავრცელებული.

არასამთავრობო სექტორის, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და დეპუტატები შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.

ფერეიდნელ ქართველებს, რომლებიც ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ, თელავის ისტორიულ მუზეუმში უმასპინძლეს

სამ ფერეიდნელ ქართველს, რომელიც ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდა, დღეს  თელავის ისტორიულ მუზეუმში უმასპინძლეს.

სალომე ზურაბიშვილი: ჯიღაურას სამეცნიერო ცენტრში მოვიყვან ყველა უცხოელ სტუმარს, რათა ნახონ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

ავტობანზე 20 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული

ავტობანზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

ცენტრალური ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მსუბუქი მანქანა დაიწვა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.

 
„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები, ე.წ. „შაბათობები“ გრძელდება.

ბაჩო ოდიშარია - POSTV - ქართული საზოგადოება შემოდგომის სეზონის მთავარ პოლოლიტიკურ კურიოზს შეესწრო, ასპარეზზე გამოჩნდა ახალი მოძრაობა, სახელწოდებით ,,ლელო“ გამოჩნდა

ინტერნეტტელევიზია POSTV-ს ანალიტიკოსი, ბაჩო ოდიშარია საავტორო ვიდეობლოგში, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო"-ს წარდგენაზე საუბრობს.

 

გიორგი გახარია: ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები

ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.

“მაკკეინის ინსტიტუტი და ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამერიკაში მაკკეინის სახელთან ასოცირდებიან, დღემდე განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან „ნაციონალური მოძრაობისადმი“

ინტერნეტტელევიზია POSTV-ის პერსონალური ბლოგი თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციის შესახებ მოგვითხრობს, სადაც ირმა ინაშვილსა და დევიდ კრამერს შორის დაპირისპირება მოხდა.

იერუსალიმში საქართველოს ისტორიულ კვალს ქართველი, პოლონელი და ებრაელი მეცნიერები შეისწავლიან

იერუსალიმში საქართველოს ისტორიულ კვალს ქართველი, პოლონელი და ებრაელი მეცნიერები შეისწავლიან. გეგუთის სასახლის არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე, დღეს მხარეებს შორის  თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შსს: თბილისში, მოქალაქემ საკუთარი მანქანა სადაზღვეო კომპანიისგან თანხის მიღების მიზნით გადამალა და თქვა, რომ მოპარეს

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მანქანის ქურდობის ფაქტი არ დადასტურდა.