ბახტაძე: სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო რეგიონში გახდება ლიდერი ქვეყანა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო გახდება ლიდერი ქვეყანა რეგიონში. 


პრემიერმა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის, AMEE-ის  ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც ამ წარმატებაში წვლილი შეიტანა.


„საქართველო ხდება სამედიცინო განათლების საერთაშორისო ცენტრი, რაც ამავე დროს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია იმისკენ, რომ ჩვენ ეფექტურად ვიყოთ ინტეგრირებული საერთო ევროპულ სივრცეში. AMEE-ს  აქვს ორი რეგიონული ცენტრი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი იქნება მესამე, რომელიც ჩვენი რეგიონის გარდა დაფარავს ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. 


პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველოს აქვს პოტენციალი, დაახლოებით ორი მილიარდის სამედიცინო სერვისი შესთავაზოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქართველი ერისთვის,  სამედიცინო განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია და ამავე დროს ორიენტირი მომავლისკენ.


„ჩვენ მოვახდინეთ მოთხოვნადი სამედიცინო პროფესიების იდენტიფიცირება, რომლებზეც 10 წლის შემდეგ კიდევ უფრო მეტი მოთხოვნა იქნება. სწორედ ამიტომ, თქვენს უნივერსიტეტს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა და პასუხისმგებლობა. ერთის მხრივ, ჩვენი მომავალი თაობებისთვის იმის უზრუნველყოფა, რომ მათ მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება და მეორეს მხრივ, მოამარაგონ ჩვენი ეკონომიკა ისეთი პროფესიონალებით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველოში შევქმნათ ძალიან წარმატებული სამედიცინო სფერო, რომლითაც იამაყებს არა მხოლოდ საქართველო და ჩვენი მოქალაქეები, არამედ ის გახდება ხარისხის გარანტი ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც. ვფიქრობ, AMEE-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით ამ ნაბიჯის განხორციელება თითოეულ ჩვენგანს კიდევ უფრო გაუადვილდება“, -  განაცხადა მამუკა ბახტაძემ.  


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ უნდა დაიბრუნოს თავისი ისტორიული, საგანმანათლებლო კერის როლი. 


„ეს არის ის, რაც საქართველოს ისტორიულად ჰქონდა და რითაც თითოეული ქართველი განსაკუთრებით ამაყობს. აქედან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილებას ჩვენთვის აქვს ძალიან მნიშვნელოვანი, სიმბოლური და ემოციური დატვირთვაც. ამასთან ერთად, ბუნებრივია,  ეს არის აღიარება იმ რეფორმებისა და ახალი მიდგომებისა, რომელიც რეალურად ტარდება სამედიცინო უნივერსიტეტში. როდესაც ვსაუბრობთ სამედიცინო განათლებაზე, უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობთ ნოვატორულ მიდგომებს. ეს არის სფერო, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფად ვითარდება. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არა თუ ჩამოვრჩეთ ამ ტემპს, არამედ ვიყოთ ყველაზე უფრო წარმატებულები და გაბედულები, როდესაც ვსაუბრობთ ნოვატორულ მიდგომებზე“, - განაცხადა პრემიერმა. 

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა განათლებაზე, როგორც ეროვნულ იდეაზე. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს არის  ერთადერთი გზა იმისთვის, რათა  არსებობდეს მყარი გარანტიები, რომ 21-ე საუკუნეში საქართველო იქნება წარმატებული ქვეყანა.


„მე ძალიან ბევრი კრიტიკაც მომისმენია ჩემი ინიციატივის, რომლის მიხედვითაც  ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედი უნდა მივმართოთ განათლებისკენ. რა თქმა უნდა, ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ ებრძვის სიღარიბეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ვფიქრობ,  ეს არის ყველაზე გაბედული ნაბიჯი, რაც კი ჩვენ გადაგვიდგამს დღიდან ჩვენი დამოუკიდებლობისა. ამავე დროს, ღრმად მწამს, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა და გარანტი იმისთვის, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო იქნება წარმატებული 21-ე საუკუნეში.  ბუნებრივია, სამედიცინო საზოგადოება, ისევე, როგორც იყო ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში,  იქნება ამ პროგრესის ავანგარდში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.  


ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინიატრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოში AMEE-ის  საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ძირითადი მიზანი იქნება სამედიცინო განათლების თანამედროვე მეთოდოლოგიების  გაზიარება, თემატური ტრენინგების ჩატარება რეგიონის უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალის, სამედიცინო განათლების ექსპერტების და სხვა დაინტერესებული სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის.


ეკატერინე მიქაბაძე: მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ბალანსი ბიზნესსა და დასაქმებულების უფლებებს შორის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კომენტარი გააკეთეს შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტის შესახებ და განხილვის პროცესში ბიზნესთან წინასწარი კომუნიკაციის ნაკლებობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი და გამსაღებელი დაჯგუფების წინააღმდეგ ოპერაციას უცხოური მედია ეხმაურება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგისთვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავებას საერთაშორისო მედია ეხმაურება.

 
გიორგი ვოლსკი: კიდევ არსებობს ნაპერწკალი, რომლისგანაც შეიძლება გაღვივდეს ის სიყვარული, რაც  ერთმანეთთან გვახასიათებდა

„კიდევ არსებობს ნაპერწკალი, რომლისგანაც შეიძლება გაღვივდეს ის სიყვარული, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან გვახასიათებდა“.

საპატრიარქო: რუსეთის პატრიარქ კირილეს ქმედება ჩვენთვის გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად

საქართველოს საპატრიარქოს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური რუსეთის პატრიარქის კირილის მიერ, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბასადმი მილოცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მისი ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორის, Meridian Capital Limited-ის შესახებ მედიაში გავრცელებულ  ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

სოფო კილაძე:  ბევრი რამ კეთდება, რათა ოკუპირებულ ტეროტორიებზე მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა გავაუმჯობესოთ

„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და მთლიანად ხელისუფლება  ბევრს აკეთებს, რათა გავაუმჯობესოთ საქართველოს ოკუპირებულ ტეროტორიებზე მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა".

 
სავალ მირზოევი: მჯერა, ქართველებთან ერთად არაქართველი მოსახლეობა მიიღებს აქტიურ მონაწილეობას ისეთი ქვეყნის მშენებლობაში, როგორზეც ყველა ვოცნებობთ

პარლამენტის წევრმა, სავალ მირზოევმა პლენარულ სხდომაზე, განცხადება გააკეთა და ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სიმონ ნოზაძე ოპოზიციას: თქვენმა პოლიტიკამ კრახი განიცადა, თქვენ ტერიტორიების 22 პროცენტი დაკარგეთ

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარემ სიმონ ნოზაძემ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის მოხსენება შეაფასა.

რა წერია შრომის კოდექსის პროექტში - მამუკა მდინარაძის განმარტება

„ძალიან სამწუხაროა, რომ ინტერპრეტაციები, სპეკულაციები და აქედან გამომდინარე ვნებათაღელვა მოჰყვა კანონპროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტში დაინიცერებული არ არის".

პარლამენტთან აქცია „სირცხვილია“ მიმდინარეობს (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პარლამენტთან აქცია „სირცხვილია“ მიმდინარეობს.

ანრი ოხანაშვილი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებული პროცესი პარლამენტში გამჭვირვალედ წარიმართება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების პარლამენტის მიერ არჩევის პროცესთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.

ევროპოლი არასრულწლოვნების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე ინფორმაციას აქვეყნებს

ევროპოლი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრის დაკავებაზე ვებ-გვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს.

ციხელაშვილი: ჩვენი პოლიტიკა ადამიანზეა ფოკუსირებული და გათვლილი იმაზე, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის ნიადაგი მოამზადოს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს პარლამენტში მოხსენებით წარსდგა.

მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დეტალური განმარტებები უნდა გააკეთოს შეწყალებასთან დაკავშირებით

"პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დეტალური განმარტებები უნდა გააკეთოს ამ შეწყალებასთან დაკავშირებით. მათ შორის, იმ ადამიანებმა, ვინც საბუთები მოამზადა, ამ სიაზე იმუშავა, შესაბამისი დოკუმენტები მიიღო, გაეცნო და გადასცა პრეზიდენტს".

სამუდამო პატიმრობა მისჯილმა პარლამენტს საკონსტიტუციო დავა მოუგო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სამუდამო  პატიმრობაში მყოფი ბადრი ბეჟანიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

 
ირაკლი სესიაშვილი: პროტესტი მიუღებელია მათგან, ვინც თავად აწამებდა ათასობით ადამიანს

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გადაწყვეტილება არანაირ ეჭვს და კითხვებს არ ბადებს.

ოთარ დანელია  გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს, ლუიზა ვინტონს შეხვდა.

პარლამენტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო

საქართველოს პარლამენტმა, 85 ხმით, მესამე მოსმენით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო.

„ჯორჯიან მანგანეზის” ხელშეწყობით, ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსებაში მონაწილეობა მიიღო.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

ტექნიკური სამუშაოების გამო, 21 სექტემბრის 21:00 საათიდან 22 სექტემბრის 09:00 საათამდე სრულად გაითიშება მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, ვერ იმუშავებს მუნიციპალური ცხელი ხაზი.

ლევან ნიკოლეიშვილი: მამუკა ხაზარაძეს, უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტში, რუსეთში მოქმედი ყაზახი ბიზნესმენების ჩართვა სურს, ღალატი და მავნებლობაა

„მამუკა ხაზარაძეს, უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტში, რუსეთში მოქმედი ყაზახი ბიზნესმენების ჩართვა სურს, ღალატი და მავნებლობაა“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.