თათია მოლაშვილი: ვაცხადებ, სულხანი სიკვდილამდე სააკაშვილმა, ადეიშვილმა და ბოკერიამ მიიყვანა!

სულხან მოლაშვილის მეუღლე თათია მოლაშვილი იმ დღეს იხსენებს, როცა პირველად ნახა ნაწამები მეუღლის ფოტოები.

თათია, როგორც ვიცი, თქვენ პირველად სწორედ მაია ნიკოლეიშვილმა გადმოგცათ სულხანის წამების ამსახველი ფოტოები… 

თათია მოლაშვილი: დიახ, მაიამ ჩაატარა ექსპერტიზა… მაიას რიყესთან შევხვდი, მე მაშინ არც ვიცოდი მაია ვინ იყო. დამირეკა, თქვენთან საქმე მაქვს და ისეთ ადგილას შემხვდი, რომ არავინ დაგვინახოსო. შევხვდით, სულხანი ამ დროს უკვე მეშვიდეში საპყრობილეში იყო, იმ პირობებში, რაც წამების ტოლფასი კი არა, წამებაზე უარესი იყო. მაიამ მითხრა, სულხანმა გადმოგცა, კარგად ვარ, არ ინერვიულოსო და უცებ მაძლევს იმ საშინელ ფოტოებს. მე ვუთხარი, ქალბატონო მაია ამას ჰქვია კარგად ყოფნათქო?! ვნახე უკვე, რა დღეშიც იყო სულხანი. მაიას გადაღებული ფოტოები გავრცელდა შემდეგ…

ჩვენ არ გვქონდა სულხანთან შესვლის უფლება თითქმის 2 წელი, სულხანი ეხვეწებოდა, ბავშვები მაჩვენეთ ვაკოცებ ერთხელო… ელენე 1 წლის და 8 თვის იყო, ეხვეწებოდათ, რომ ელენე ეჩვენებინათ, ელენე არ შეიძლება, რადგან ინფორმაციას გაიტანსო…ელენეს ლაპარაკიც კი არ შეეძლო… ეგენი ადამიანები არ იყვნენ…

თათია მოლაშვილი: ფაქტი სახეზეა, ვინც დანმაშავეა სულხანის წამებაში და მის ასეთ გაუბედურებაში, ყველა დაუსჯელია დღეს. ისიც კი აწუხებდათ, რომ სულხანი ცოცხალი გადარჩა და სუნთქავდა. სულხანის ლიკვიდაცია ციხეშიც უნდოდათ, უბრალოდ, ვერ მოასწრეს, არ ელოდებოდნენ ასე თუ გახმაურდებოდა სულხანის წამების ფაქტი და მთელი მსოფლიო გაიგებდა.

რატომ ჰქონდათ სულხანის მიმართ ასეთი დამოკიდებულება, რა იყო ამის რეალური მიზეზი?

მიზეზი ის იყო, რომ სულხანს ჰქონდა ის ღირებულებები, რაც მათ არ გააჩნდათ. ვერ იტანდნენ ეგენი კაცებს, ქართველებს, მართლმადიდებლებს, ოჯახის მოყვარულ ადამიანებს. თვითონ შვილებს გადაიფარებენ, საკუთარი ტყავის გადასარჩენად. 

სულხანს ჰქონდა შეთავაზება გამოდი და თქვი, შევარდნაძე ვაკუუმშია, სრულ ინფორმაციას ვერ ფლობს, ქვეყანაში რა ხდებაო. რევოლუციამდე ურეკავდნენ, მომავალი მაღალჩინოსნები და ეუბნებოდნენ, გადმოდი ჩვენთან, დაადე ხელი შევარდნაძეს, და ყველაფერი კარგად იქნებაო. თანამდებობასაც შეინარჩუნებ და ხელშეუხებელიც იქნებიო, მაგრამ სულხანმა ეს არ გააკეთა. თავის ღირსებას, კაცობას ვერ უღალატა. ქვეყანას ვერ უღალატა. 

თავი არ დაუხარა არავის და უკან არ დაიხია, გამოაქვეყნა და საჯარო გახადა ის მასალები, რაც სააკაშვილის კორუფციულ გარიგებებზე ჰქონდა, როცა ეს უკანასკნელი იუსტიციის მინისტრი იყო. 

ესენი: სააკაშვილი, ბოკერია, ადეიშვილი და მერაბიშვილი არაკაცების ხროვაა. მე გთხოვთ, რომ ზუსტად ისე დაწეროთ, როგორც ვამბობ. ეს ჩემი უფლებაა და მე მაქვს ამის უფლება. 

თქვენ თქვით, რომ სულხანს ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის კორუფციაში მამხილებელი მასალები. ხომ არ იცით, სად არის ეს მასალები?

ყველაფერი წაიღეს. ვალერი გრიგალაშვიილი ერთ ღამეს შეიჭრა კონტროლის პალატის არქივში და და გაზიდეს. 2 თუ 3 მანქანა გაიტანეს, ყველაფერი რაც ეხებოდა სააკაშვილს. ყველაფერი გაანადგურეს. 

კადრებია ტელევიზიებიდან გადადგურებული. ღამის სამ საათზე რომ ჩაუტარეს სულხანს სასამართლო, ამის კადრები აღარ არსებობს ფიზიკურად არც „იმედში“ და არც „რუსთავი 2“-ში. ყველა გვეუბნება არ გვაქვსო. 

ქალაქის მაშინიდელმა პროკურორმა, ვალერი გრიგალაშვილმა არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ გამოძიება კანონის სრული დაცვით ჩატარდა. თქვენ რა კონტრარგუმენტები გაქვთ მისი ამ განცხადების წინააღმდეგ?

ვალერი გრიგალაშვილი იმასაც ამბობს, ციხეში სულხან მოლაშვილს აპარტამენტები და ევრორემონტი ჰქონდაო. 

სულხანს საათის ქონის უფლებაც კი არ ჰქონდა, არც კალენდრის, არც სინათლის, დღეს ინტერნეტიდან დაწყებული, ტელევიზორით დამთავრებული ყველაფერი აქვთ და ისე აგზავნიან და ავრცელებენ იმ თავიანთ მდგომარეობას.

სარდაფში, სადაც სულხანი იჯდა, არ იყო ელექტროგაყვანილობა… სრულიად სიბნელეში იყო, მათიას იორში რომ შევიდა პირველად და კარები გაუღია, შუქი რომ მოხვდა სულხანს, დაცემულა.

მათიას იორშთან ერთად კიდევ მეორე წარმომადგენელი იყო ევროკავშირიდან, ცუდად გახდა ის კაცი და გაიყვანეს საკნიდან. მათიას იორშს ინტერვიუ რომ ჩამოართვეს ჟურნალისტებმა, თქვა, ასეთ პირობებში ჩვენთან ცხოველებს არ ამყოფებენო.

კიდევ ერთ ამბავს მოგიყვებით… ციხეში, სადაც სულხანი იჯდა, ერთ-ერთ დაკავებულ თანამდებობის პირთან შეაგზვნეს ცხელ-ცხელი ხაჭაპურები, ბადრაგი არ იდგა იმ დროს გასული იყო. სულხანს ცხელი ხაჭაპურები მიაწოდა ამ ადამიანმა და სულხანს იმდენად შიოდა, მთლიანად დაუკეცია და მთლიანად ჩაუდია პირში, მაგრამ ბადრაგს მიუსწრია და გადმოაყრევინეს პირიდან. ჩვენ არაფერს გვაგზავნინებდნენ, არაფერს არ იღებდნენ, რადგან არაფრის შეტანა არ შეიძლებოდა.

თქვენ განაცხადეთ, რომ სახლის გადაფორმების თემას პირადად ვალერი გრიგალაშვილი ხელმძღვანელობდა. სახლის გადაფორმებას სულხანის ციხიდან გამოსვლის სანაცვლოდ გთავაზობდნენ?

გრიგალაშვილი და კახა კობერიძე თვითონ იყვნენ მე-7 საპყრობილეში მისულები სახლის თემაზე. სულხანმა უთხრა, თათიას დაურეკეთ, მე როგორ გავაკეთებ აქედან, ჩემი ცოლი რასაც ეტყვით, იმას გააკეთებსო. 

ამის შემდეგ, მე მელაპარაკნენ, და გრიგალაშვილმა ჩემთან დედა დაიგინა, ნახავთ თუ არ გამოვა მეორე დღესვეო, სასამართლო იყო უკვე ჩანიშნული. 

სულხანს ეგონა, რომ მე უარს ვიტყოდი ამაზე და ამიტომ დამალაპარაკა გრიგალაშვილს, მაგრამ მე სულხანის გამო ყველაფერს გავაკეთებდი. თანაც, ეს სახლი ჩვენი საკუთრება კი არ იყო. ჯერ ვიყიდეთ და მერე გადავუფორმეთ. ნახევარ საათში მოხდა ეს ყველაფერი. ყველაფერი თვითონ მოაგვარეს უცებ, ნოტარიუსთან, საღამოს, როგორც ჩვეოდათ. 

სამჯერ ჩამიყვანეს მარნეულში, მარნეულს ეკუთვნოდა მაშინ წავკისი, გარდაბანში ჩამიყვანეს, და 7-ის ნახევრამდე მელოდებოდა ნოტარიუსი, შუაღამეს იქ დამხვდა შალიკიანის ცოლი ატირებული, და ასე უფორმებდა იმ ნოტარიუსში თავის ქონებას ამ ნაძირლებს. 

ამ ყველაფერს აგვარებდა ვალერი გრიგალაშვილი. მე უკვე ბავშვები მომზადებული მყავდა, ველოდებოდით, რომ სულხანს გამოუშვებდნენ სასამართლოდან. ტელევიზორს ვუყურებდი და გავიგე, რომ სულხანი საერთოდ არ მიიყვანეს სასამართლოში, გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. გავვარდი იმ წუთას ციხეში და დავინახე, რომ ზუსტად ამ დროს სასწრაფოთი გამოჰყავთ სულხანი. 

აი ეს იყო ჩემი გადაფორმებული წავკისის სახლი. გადამაფორმებინეს იმიტომ, რომ მომაკვდავი სულხანი საავადმყოფოში გადაეყვანათ. 

გრიგალაშვილს რა ნამუსით აქვს ხმა ამოსაღები? გრიგალაშვილი მე რომ დამინახავს სასაფლაოზე, არ მოვიდეს , თორემ არ ვიცი იქ რა მოხდება. არაკაცი, მის ოჯახს გონია, რომ კაცი ჰყავთ? ეგ არის არაკაცი! პათოლოგი არაკაცი და გამცეს ახლა პასუხი!

გარდა იმ წამებისა, რაც სტრასბურგის სასამართლომ დადასტურებულად ცნო, ამბობენ, რომ ციხეში სულხანს არასწორად მკურნალობდნენ, რამაც კიდევ მეტად შეარყია მისი ჯანმრთელობა. თქვენ თუ იცით რაიმე ამის შესახებ?

თვითონ არ ამბობდნენ, რასაც უკეთებდნენ სულხანს? სააკაშვილი და ადეიშვილი? სასწრაფოსაც კი არ მიგვაკარეს, ასე მივსდევდით და ვეხვეწებოდით… 

პირველად მაშინ დავინახე სულხანი ახლოდან, ჩავხედე სასწრაფოს მანქანაში და სულ სხვა ადამიანი იწვა – წვერებით, გამხდარი, სანთელივით კაცი. რას უკეთებდნენ, თვითონ უფრო არ იციან, რასაც უკეთებდნენ? მთელი სახელმწიფო ებრძოდა თურმე ერთ სულხან მოლაშვილს, მაგრამ როგორ ყვარებია ხალხს, ამითაც გამსკდარი იქნება გულზე სააკაშვილი. სააკაშვილის დასაფლავებაზე ორი კაცი დადგება მარტო, ცოლ-შვილიც კი არ დაუჯდება იქ. 

დიახ, ვაცხადებ ხმამაღლა და საჯაროდ! ვაცხადებ, სულხანი სიკვდილამდე სააკაშვილმა, ადეიშვილმა და ბოკერიამ მიიყვანა!
სააკაშვილი, რომელიც პრეზიდენტი კი არა კაცმაცუნა იყო, გაცოფებული იყო სულხანზე, ვერაფერი მოუხერხა, ვერ გატეხა! ჯერ იყო და 14 წლის შვილი მიცემეს, რომ სარჩელი გამოეტანა სულხანს სასამართლოდან, მერე იყო და ძმა, თორნიკე დაიჭირეს, მაგრამ მაინც ვერაფერს გახდნენ, იმიტომ რომ სულხანი იყო კაცი და არა მათი მსგავსი ლაჩარი!

ბედნიერი ვარ, რომ მე ოჯახი სულხანთან ერთად შევქმენი. ხომ ასე მალე წავიდა ამ ქვეყნიდან და ახალგაზრდა, 46 წლის, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ იმ მოკლე პერიოდითაც, რაც სულხანის გვერდით გავატარე.

ლევან რამიშვილმა თქვა, ჩემი ნება, რომ იყოს რუსთაველის ხეებზე სახრჩობელაზე ჩამოვკიდებდი სულხან მოლაშვილსო. 

თავიდან მიშას პიარი რომ უნდოდა, მოკრიფეს უსახლკაროები და წაიყვანეს. ამ ხალხს რომ გაუგია, რომ სულხანის სახლი იყო, ყველამ დატოვა ის სახლი, იმ უსახლკაროებმა ინამუსეს, არ გაჩერდნე, ამ სახლში ჩვენ არ გავჩერდებითო.

გრიგალაშვილი გამოდის და ამბობს ხალხში, რომ ნახევარმილიონიანი ბუხარიაო.. ჭაჭის ქვით ნახევარმილიონიანი ბუხარი ვუს აქვს და ტყვიაგაუმტარი ფანჯრები. 

როგორ მოხდა სულხანის გათავისუფლება? ჩაერია თუ არა ამ საქმეში პატრიარქი?

პატრიარქს ძალიან უყვარდა სულხანი. ნინო ბურჯანაძის 40 დღიანი პრეზიდენტობა იყო და იმ დროს ნინო მივიდა პატრიარქთან. მაშინ უთხრა უწმინდესმა, შენ გაქვს ახლა ეს შანსი და გამოიყენე, გამოუშვი სულხან მოლაშვილი და დავით მირცხულავაო. 

ნინო ბურჯანაძემ იმ წუთას ხელი მოაწერა შეწყალებას და გამოუშვა. მაგრამ ამით არ დამთავრებულა ეს ამბავი. იმდენად გარეწრები იყვნენ, ბაჩო ახალაია შევიდა სულხანთან საკანში და უთხრა, გინდა თუ არა უნდა დაწერო, გთხოვთ მაპატიოთო, შეწყალება თუ გინდაო. ნაძირლები! შეწყალებული იყო სულხანი და ატყუებდნენ, არ ხარ შეწყალებული და ეს უნდა დაწეროო. იცით რა ტექსტი დაუდეს? იცით რა უნდა დაეწერა?! მთელი ცხოვრება მადლიერი ვარ სააკაშვილის და მასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვსო.

სულხანმა ეს არ ქნა, დავრჩები აქო. სულხანმა კაცურად გაიარა თავისი ცხოვრება, ყველას შეშურდება და ახლა მკვდარი სულხანისიც კი შურს, იმ კაცმაცუნას. 

წყარო: ipress.ge

გურამ თუშიშვილი ევროპული თამაშების ჩემპიონია

საქართველოს დელეგაციისთვის ევროპული თამაშების მე-4 დღეც წარმატებული გამოდგა. ჩვენმა ოლიმპიურმა გუნდმა 3 მედალი მოიპოვა.

სააპელაციო სასამართლომ აქციაზე დაკავებული 41 პირი გაათავისუფლა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პარლამენტის შენობასთან აქციაზე დაკავებული 41 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, ორი მათგანი კი უდანაშაულოდ ცნო.

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სატელეფონო საუბარი ანდჟეი დუდას ინიციატივით გაიმართა. ამის შესახებ "პირველს" პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს. 

აქციის მონაწილეებმა პარლამენტს წრე შემოარტყეს - პროტესტის მეხუთე დღე დასრულდა

მათი სამი მოთხოვნიდან ერთი შესრულებულია, დარჩენილი ორისთვის კი ისინი  რუსთაველის გამზირზე აქციებს კვლავ განაახლებენ. 

წარმატებული კომპანიების ბიზნესმოდელები

ინოვაციურ ბიზნესმოდელირებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ნაყოფიერი მსჯელობის ათვლის წერტილი საერთო წარმოდგენის ჩამოყალიბებაა ბიზნესმოდელის არსის შესახებ.

რიყეზე დაშავებული ტურისტი გარდაიცვალა

რიყეზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ტურისტი გარდაიცვალა. 

ძიძიგური: ვფიქრობ, რომ გიორგი გახარიას ქმედებები იყო სრულიად ლეგიტიმური, იძულებული გახდა პოლიცია, რომ ძალა გამოეყენებინა"

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა სატელევიზიო ეთერში 20-21 ივნისს, თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

ბახტაძე: გამოძიებული იქნება თითოეული დეტალი, რომელიც ეხება გულწრფელი ემოციით გამოწვეული პროტესტით პროვოცირებას და გარკვეულ შემთხვევებში ძალის შესაძლო გადამეტებას

"გამოძიებული იქნება თითოეული დეტალი, რომელიც ეხება გულწრფელი ემოციით გამოწვეული პროტესტით პროვოცირებას და მეორეს მხრივ იმას, ხომ არ მოხდა გარკვეულ შემთხვევაში ძალის გადამეტება". ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. 

კახა კალაძე შს მინისტრის გადაწყვეტილებას, პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლის შესახებ, ღირსეულს უწოდებს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადაწყვეტილება ღირსეულ ნაბიჯად შეაფასა.

ნათია თურნავა: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტურისტული ბაზარი არის უსაფრთხო

ეკონომიკის  მინისტრის განცხადებით, ტურიზმის სექტორთან აქტიური შეხვედრები გაგრძელდება, მათ შორის აჭარაში, სადაც სეზონი უკვე დაწყებულია და ადგილობრივ ტურისტულ ბიზნესს განსაკუთრებული თანადგომა ესაჭიროება.

"ბიზნესის დიდი ნაწილის თხოვნაა, სხვა ტურისტულ ბაზრებთან ერთად, შევეცადოთ და შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი"

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, არსებული გამოწვევების ფონზე გასაგებია ბიზნესსექტორის წუხილი. 

მამუკა ბახტაძე: ვინც მიდის კონსტიტუციის დარღვევის გზით, მისი ადგილი პოლიტიკური დიალოგის მაგიდასთან არ არის

"უპასუხისმგებლო და მოძალადე ჯგუფისთვის არანაირი ალტერნატივა არ არსებობს, მათთვის მიუღებელია არჩევნები, დემოკრატიული პროცესები",-ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ 20 ივნისის მოვლენების შეფასებისას "იმედს" განუცხადა. 

ბახტაძე: ვწუხვარ იმის გამო, რომ ჟურნალისტები დაზარალდნენ და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ განსაკუთრებულ პატივისცემას ქართული მედიის მიმართ

20 ივნისის ღამეს დაშავებულთათვის ნებისმიერი სახის დახმარება, იქნება ეს საზღვარგარეთ საუკეთესო კლინიკებში მკურნალობა თუ საქართველოში საუკეთესო ექიმების და სპეციალისტების ჩამოყვანა, იქნება გარანტირებული ჩვენი მხრიდან.

მამუკა ბახტაძე: პროპორციულ სისტემაზე გადასვლისას იმის ალბათობასაც არ გამოვრიცხავთ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს საჭირო

" პროპორციულ სისტემაზე გადასვლისას იმის ალბათობასაც არ გამოვრიცხავთ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს საჭირო. - ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მაკა ჩიჩუა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას შეუერთდა

ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეურთდა. 

ზუგდიდის მერია სტიქიით დაზარალებულებს შესაბამის დახმარებას გაუწევს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას გაუწევს.

არჩილ თალაკვაძე: არავის არ მივცემთ შესაძლებლობას სხვა არაკონსტიტუციური გზებით რაიმე ცვლილებას მიაღწიოს ამ ქვეყანაში

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა. 

ბათუმის მერიის ტურისტული სერვისების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ცივი იარაღით დაჭრეს

ბათუმის მერიის ტურისტული სერვისების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე ცივი იარაღით დაჭრეს.

ზუგდიდში გიორგი გახარიას გადადგომისა და სხვა მოთხოვნებით მესამე აქცია გაიმართა

ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოქალაქეები 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.

“ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებული მაღაროელები განცხადებას ავრცელებენ

შპს “ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებული მაღაროელების განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მაღაროელები გაფიცვის განახლებას გეგმავენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

თბილისში მიმდინარე აქციებს თელაველი ახალგაზრდები უერთდებიან

მათ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მსვლელობა მოაწყეს, რის შემდეგაც პროტესტი უკვე თელავის თეატრთან გაგრძელდა.