აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-ი განაგრძობს საქართველოში დემოკრატიული ღირებულების განვითარების მხარდაჭერას.

„აშშ-ი მხარს უჭერს საქართველოში თავისუფალ და სამართლიანი არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და ანტიკორუფციული ძალისხმევის მხარდაჭერას“, – ნათქვამია რეზოლუციაში, წერს 1 tv.ge.


ამავე დროს დოკუმენტში ხაზგასმულია აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.


საქართველოს მხარდამჭერ აქტში დაფიქსირებულია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაც.


„ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას, თავისუფლად განსაზღვროს საკუთარი მომავალი და გააკეთოს დამოუკიდებელი და სუვერენული არჩევანი საგარეო და უსაფრთხების პოლიტიკაზე, მათ შორის განსაზღვრონ მათი ქვეყნის ურთიერთობა სხვა ერებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ისე, რომ ამ პროცესში სხვა ქვეყნების მხრიდან ყოველგვარი ჩარევისა და დაშინების გარეშე. აშშ-ი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის კურსს“, – წერია დოკუმენტში.


დოკუმენტის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ აშშ არ აღიარებს ძალით განხორციელებულ ტერიტორიულ ცვლილებებს, მათ შორის საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და ცხინვალში შეჭრასა და მათ ოკუპაციას რუსეთის ფედერაციის მიერ.


„აშშ-ი გმობს მიმდინარე დაკავებებს, გატაცებებსა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, რომლებიც ძალისმიერადაა ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის ბოლო დროს მომხდარ მკვლელობებს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.


დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას და რუსეთს მოუწოდებენ, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.


დოკუმენტში ყურადღება ეთმობა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. აქტის პროექტში ნათქვამია, რომ აშშ-მა 2018 წელს საქართველოს 2,2 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის მხარდაჭერა აღმოუჩინა. დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის მხრიდან საქართველოს ფინანსური დახმარება უნდა გაიზარდოს.


კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ საქართველომ შეიტანა წვლილი ევროატლანტიკურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში ავღანეთში ნატო-ს მისიებში მონაწილეობით და ის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრიბუტორს ავღანეთში განთავსებული სამხედროების რაოდენობის გათვალისწინებით.


საქართველოს მხარდამჭერი აქტის საბოლოო დამტკიცებიდან 180 დღის შემდეგ, სახელმწიფო მდივანმა შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან კონსულტაციების საფუძველზე წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უნდა წარუდგინოს ანგარიში, სადაც მიმოხილული იქნება უსაფრთხოების სფეროში საქართველოსადმი აშშ-ის დახმარება.


დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა დააწესოს სანქციები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებულ და პასუხისმგებელ პირებს.


ამას გარდა, კონგრესმენები საჭიროდ მიიჩნევენ, აშშ დაეხმაროს საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში. დოკუმენტში საუბარია ასევე რუსული დეზინფორმაციისთვის წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობაზე.


„საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული ინსტიტუტების შელახვისკენ მიმართული რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება და პრესის თავისუფლების მხარდაჭერა უნდა იყოს აშშ-ის პოლიტიკა“, – აღნიშნულია აქტში.


დოკუმენტის ავტორები ასევე საჭიროდ მიიჩნევენ, რომ აშშ-ისა და საქართველოს შორის ორმხრივ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნას მიღწეული.


აქტი ინიცირებულია საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეების, ჯერი კონოლისა და ადამ კინზინგერის მიერ.


სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის შექმნა მნიშვნელოვანი ისტორიული ნაბიჯია

საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი გაიხსნება, რომელიც ჯო ენის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება.

გენერალური პროკურორი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.

ძლიერმა წვიმამ და ქარმა კახეთის სოფლები დააზარალა

ძლიერმა წვიმამ და ქარმა გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებს ზარალი მიაყენა.

მიხეილ ბატიაშვილმა ტრიუმფატორ ძიუდოისტებს უმასპინძლა

მიხეილ ბატიაშვილმა ევროპის ძიუდოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ტრიუმფატორებს უმასპინძლა.

სარა თომასი პირველი ქალია, ვინც ლა-მანშის სრუტე შეუსვენებლად ოთხჯერ გადაცურა

ამერიკელი ქალი სარა თომასი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ლა მანშის სრუტე ოთხჯერ შესვენების გარეშე გადაცურა.

ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, მოადგილესთან, ლია გიგაურთან ერთად, აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც მოსწავლეებს შეხვდა და მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

მასწავლებელი, რომელმაც ბავშვებს წითელი ყელსახვევი გაუკეთა, სამსახურიდან გაათავისუფლეს

ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლის პირველი გ კლასის მასწავლებელს, ქეთევან ვეკუას, სკოლის დისციპლინურმა საბჭომ სასტიკი საყვედური გამოუცხადა. სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით, ვეკუა კლასის დამრიგებლობიდანაც გაათავისუფლეს.

თბილისში კლიმატის მწვანე ფონდის ფორუმი გაიმართება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მაღალი დონის წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმს გახსნის.

ვახტანგ გომელაური ევროკავშირის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ევროკავშირის ელჩს შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს - კარლ ჰარცელს შეხვდა.

"ქართულმა ოცნებამ" ადიგენში შუალედურ არჩევნებზე კანდიდატად ჭიდაობის მწვრთნელი დაასახელა

27 ოქტომბრის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატები დაასახელა. მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად ადიგენის სოფელ არალში, მმართველი პარტიის სახელით, ზურაბ ფეიქრიშვილი იბრძოლებს.

სავალუტო ფონდის ყოფილი შეფი ევროკავშირის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად აირჩიეს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფლი ხელმძღვანელი კრისტინ ლეგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის პოსტს კვლავ დაიკავებს. მის კანდიდატურას სტრასბურგში ჩატარებულ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დაუჭირეს მხარი.

კონტეინერების კონტროლის პროგრამის დეტალები ცნობილია

გაეროსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის საშუალებით, მოხერხდა ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან მებრძოლი სამართალდამცავი უწყებების ძალისხმევისა და რესურსების გაერთიანება 

ლარი კვლავ გაუფასურდა

17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9626 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9608 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.18 თეთრი შეადგინა.
 
 

გოგა ხაინდრავა ოთარ კახიძეს ვინ ეკითხება და ვინ უსმენს? საერთაშორისო თანამეგობრობა აკეთებს იმას, რასაც საჭიროდ თვლის

„ოთარ კახიძეს ვინ ეკითხება და ვინ უსმენს? საერთაშორისო თანამეგობრობა აკეთებს იმას, რასაც საჭიროდ თვლის“, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ-საქართველოს“ გამარჯვებული პროექტის „DR.GOODS“-ის პრეზენტაცია გამართა

„საპარტნიორო ფონდის“პრეზენტაციას ესწრებოდა აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ფონდის წარმომადგენლები, სამედიცინო სექტორი და გამარჯვებული პროექტის ავტორები.

ლაფანყურის მოსახლეობასა და "ლოპოტა-ჰესის" ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა შედგა

დღეს ლაფანყირში ადგილობრივები შესაბამისი უწყებების, არასამთავრობო სექტორის, ხელისუფლებისა და კომპანიის წარმომადგენლებს თელავის საკრებულოში შეხვდნენ.

18 სექტემბერს თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტემბერს თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონში, ვარდისუბნის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, სადაც 113 ოჯახი ცხოვრობს, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, საყრდენი კედელი, ბორდიური და 2 300 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

 
ილია მეორემ ეკატერინე ტიკარაძეს უმასპინძლა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს უმასპინძლა.

ირაკლი ლექვინაძე: "მხარს ვუჭერთ ნავთობიმპორტიორების მოთხოვნას"

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, 2020 წლიდან 1 იანვრიდან დიზელის საწვავზე ახალი ხარისხობრივი ნორმებს განიხილავენ.

 

სურსათის ეროვნული სააგენტო კვების ობიექტების შემოწმებას განაგრძობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში განახლებულ აღმაშენებელსა და ბელიაშვილის ქუჩაზე არსებული საზოგადოებრივი კვების 57 ობიექტი შეამოწმეს.