არჩილ თალაკვაძე: არჩევნებში დამარცხებულმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" შედეგების აღიარების ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილზე მორიგი უსუსური შეტევა წამოიწყო

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებზე კომენტარი გააკეთა.

ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რჩება ერთადერთ ბარიერად, რომ ის დესტრუქციული ძალები, რომელთა მიზანიც არის არეულობის და დესტაბილიზაციის გზით, თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღწევა, არ დაბრუნდნენ კვლავ მმართველობაში და ამ არჩევნებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. შესაბამისად, ეს უსუსური შეტევა, რასაც ვხედავთ, კვლევები, რომელიც ერთიანი კამპანიის ნაწილია, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზანს,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს.
არჩილ თალაკვაძის შეფასებით, არჩევნებში დამარცხებულმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" შედეგების აღიარების ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილზე მორიგი უსუსური შეტევა წამოიწყო.
„გამოაქვეყნეს კვლევები, რომელთა ტესტიც მოხდა იმ დღესვე და რეალურად, იმ დღესვე გამოჩნდა, რომ ამ კვლევებში მოცემული შედეგები რეალობას ძალიან არის აცილებული. მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ, რომ კვლევაში მოცემული თითქოს 21%-იანი მხარდაჭერის ნაცვლად, "ქართულმა ოცნებამ“ მიიღო დაახლოებით 60%-იანი მხარდაჭერა შუალედურ არჩევნებში. არის კვლევა, სადაც ასევე არის დამახინჯებული ფაქტობრივი მონაცემები მოყვანილი. მაგალითად, საუბარია, თითქოს საქართველოში მედიასაშუალებებს ფლობენ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები, ამასაც აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს, სხვა კვლევაში ნახეთო, გააჟღერე სპეციალურ ბრიფინგებზე - ესეც არის სიცრუე. საქართველოს კანონმდებლობა მკაცრად განსაზღვრავს, რომ მედიასაშულების ფლობა შეუძლია მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს და კომპანიას“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ შეტევის მორიგი ტალღის რეალური მიზეზი არის ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შურისძიება სურს.
„ჩვენ გვესმის, რისთვის დასჭირდათ მათ ამ ყველაფრის წამოწყება, რისთვის დასჭირდათ მათ, რომ არჩევნების ჩატარების მეორე დღესვე, როდესაც მათ დამარცხება იწვნიეს, გადავიდნენ კვლავ შეტევის მორიგ ტალღაზე, ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მიმართ. ამის რეალური მიზეზი ის კი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას ახორციელებს და საზოგადოებისთვის საჭირო პროექტებს აფინანსებს, ამის რეალური მიზეზი არის ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ერთადერთი სურვილი, ერთადერთი მიზანი - ეს არის შურისძიება იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ჩამოაშორა. მათ სურთ, შური იძიონ ბიძინა ივანიშვილზე, რომელმაც ისინი ხელისუფლებას ჩამოაშორა მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნებით“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


საქართველოს პრეზიდენტსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზრბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა კახის რაიონში, სოფელ ალიბეგლოში ქართული სკოლის გახსნის გამო.
 

იოჰანეს ჰანი: "მადლობას ვუხდი განათლების მინისტრს ბრწყინვალე თანამშრომლობისთვის"

საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონში  განხორციელებული მიმდინარე კონტროლის შედეგად, 19,280 ღერი სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

 
ზესტაფონში დედა და ორი შვილი ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა

უბედური შენთხვევა მოხდა ზესტაფონში. ახალგაზრდა გოგონა ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად სავარაუდოდ ბუნებრივი აირით გარდაიცვალა.

"მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2019" გაიხსნა

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი განათლების რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გახსნა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: „ჩვენი მიზანია, ქვეყნის საერთო მოხმარებაში გაიზარდოს განახლებადი ენერგიის წილი“

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა რომ სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიზანია შექმნას განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები.

 
SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა

ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა.

თბილისში გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს შეხვედრა გაიმართება

თბილისი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის რეგიონულ შეხვედრას 2019 წლის 17 სექტემბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მასპინძლობს.

განათლების მინისტრი: „ევროპული ხარისხი განათლების სფეროში - ეს ჩვენი სტრატეგიაა“

განათლების რეფორმის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა და ახლო მომავალში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას მადლობა გადაუხადა

პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებაში ინვესტირებისთვის მადლობა გადაუხადა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან.

ასპინძაში ყირიმ კონგოს დიაგნოზით, ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ასპინძაში 30 წლის მამაკაცი ყირიმ კონგოს ჰეპორაგიული ცხელების დიაგნოზით გარდაიცვალა. გ.ნ-ს დაავადების გადამტანმა საქონლის ტკიპამ უკბინა.

Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტი ქართული ენისთვის გაიხსნა

დღეს,საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების კომპლექსური რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა, Microsoft-ის ხელოვნურ ინტელექტზე ქართული ენის შესახებ.

ფულადი გზავნილების მოცულობა ევროკავშირიდან 24.8%-ით გაიზარდა

ფულადი გზავნილების მოცულობა აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.8%-ით $146.4 მლნ-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ლარი მცირედით გაუფასურდა

16 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9608 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9607 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.01 თეთრი შეადგინა.
  

კახა კალაძე: "როგორც მოსახლეობას შევპირდით, ვარაზის ხევიდან „პიქსელის“ შენობამდე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა"

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა. ასფალტის საფარის დაგების შემდეგ, დღეს, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ტერიტორია დაასუფთავა და გზა მორეცხა. 

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

თსუ-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ერთად აღნიშნეს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე გაიმართება

17 სექტემბერს, 16:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის N9) აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე გაიმართება.

თბილისის მერმა ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიაში მონაწილება მიიღო

ლისის ტბის მიმდებარედ ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობა იწყება.

სოფიო ქაცარავა: „ჩვენი ამოცანაა, თქვენს დესტრუქციულ ძალას არ გადავაყოლოთ მთელი ქვეყანა“

„ჩვენი ამოცანაა, თქვენს დესტრუქციულ ძალას არ გადავაყოლოთ მთელი ქვეყანა“.