არჩილ თალაკვაძე: „ეს არ არის „ჩეთემ ჰაუზის“ ოფიციალური პოზიცია და არც მათი ანგარიში არ არის

„ეს არის ერთი კონკრეტული მკვლევარის და მათ წრეებთან დაახლოებული ექსპერტის მიერ მომზადებული კვლევა, რომელიც ერთი ადამიანის კვლევა უფროა“, - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთი დღეც ვერ მოიცადა, როგორც ეს ღირსეულ პოლიტიკურ ძალას შეეფერება, და ისიც ვერ შეძლო, თავიანთი მხარდამჭერებისთვის დამარცხებაზე განმარტებები გაეკეთებინა. მეორე დღესვე რაღაც კვლევები გამოიტანა. მისივე თქმით, პირველი იყო „იპსოსის“ კვლევა, რომელზეც საფრანგეთის ოფისმა განმარტა, რომ მას არ ჩაუტარებია.


„პირველი კვლევა იყო, რუსულ-უკრაინული „იპსოსის“. ამაზე განმარტება თავად გააკეთა ამ ოფისმა. ფაქტია, რომ რუსეთში ოპერირებს ასევე ოფისი. მათ არ თქვეს მონაცემები „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებთან დაკავშირებით. არ თქვეს იმიტომ, რომ ჩვენ ვიცოდით, მათ წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ჩვენ ვიმარჯვებდით და ზუსტად ეს იყო მიზეზი, რატომაც დამალეს.
ზუსტად ერთ დღეში ზუგდიდის საზოგადოებამ აჩვენა, რამდენად შეესაბამებოდა რეალობას ეს კვლევა. მერე წამოვიდა ვითომ „ჩეთემ ჰაუზის“ ოფიციალური შეფასებები“. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არ არის „ჩეთემ ჰაუზის“ ოფიციალური პოზიცია და არც მათი ანგარიში არ არის. ეს არის ერთი კონკრეტული მკვლევარისა და მათ წრეებთან დაახლოებული ექსპერტის მიერ მომზადებული კვლევა, რომელიც ერთი ადამიანის კვლევა უფროა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძე.


მისი თქმით, რაც ხდება, ეს არის მორიგი უსუსური შეტევა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.


„ეს მხოლოდ იმიტომ კი არ ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილი საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, 3 მილიარდი აქვს დახარჯული და საზოგადოებისთვის საჭირო პროექტებს აფინანსებს, სინამდვილეში ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ გაისტუმრა პოლიტიკიდან მშვიდობიანად, დემოკრატიული არჩევნების გზით ისე, რომ დღემდე ვერ ახერხებენ დაბრუნებას. მთავარი ბარიერი დღეს, რატომაც ეს დესტრუქციული ძალა ვერ ბრუნდება ხელისუფლებაში, არის ბიძინა ივანიშვილი და ზუსტად ამიტომ, მათი მთელი ტაქტიკა არის აწყობილი იმაზე, რომ ისაუბრონ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილზე. მათ არ შეუძლიათ პოლიტიკურ დიალოგში შემოსვლა. პარლამენტში პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ დებატს აგებენ, ამიტომ ერთადერთი მესიჯი, რაც დაზეპირებული აქვთ, არის ის, რომ ყველაფერი უნდა დააბრალონ ბიძინა ივანიშვილს. შექმნეს ერთგვარი ბიძინა ივანიშვილის პრეზუმფცია, სადაც, თუ რამე კარგი ხდება ქვეყანაში კარგია, მაგრამ თუ რამე კარგი ხდება, რომელიც შეიძლება ბიძინა ივანიშვილს უკავშირდებოდეს, ის არ არის კარგი. მათი ერთადერთი სურვილია, შური იძიონ, მათ არც საქართველოს, არც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და არანაირი ინტერესები არ აქვთ რეალურად. ეს არის პოლიტიკური შურისძიების სურვილი, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოარჩევს სხვა პოლიტიკური პარტიებისგან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


ამინდის პროგნოზი

15 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

„ფოტოგრაფიის ღამე“ თბილისში მეათედ გაიმართა  

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, „თბილისის ფოტო ფესტივალი“ მიმდინარეობს, რომლის ცენტრალური ღონისძიება „ფოტოგრაფიის ღამე“ უკვე მეათედ გაიმართა.

მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა      

გლდანის რაიონში, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში N32 ა და N35 ა კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

 

აჭარის რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს ციტრუსის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა გააცნეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს საშუალებას აძლევს, ციტრუსი საშემოდგომო ყინვის რისკისგანაც დააზღვიონ.

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის გორში 1 პირი დააკავა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული ზ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. 

 
ბათუმის "დინამომ" თბილისის "ლოკომოტივი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა

ზედიზედ ხუთი გამარჯვება ეროვნულ ლიგაში. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში ბათუმის ,,დინამომ’’ თბილისის ,,ლოკომოტივი’’ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

პრეზიდენტი თიანეთში დოჭურიშვილების დამბალხაჭოს ოჯახურ საწარმოს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თიანეთში, დოჭურიშვილების  ოჯახურ საწარმოს ,,მართა ბებოს დამბალხაჭო"  ეწვია და დამბალხაჭოს მომზადების პროცესს გაეცნო.
 

ბათუმში დააკავეს პირი, რომელმაც 10-მდე ადამიანის სახელით ონლაინ-სესხები აიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.

არჩილ თალაკვაძე: მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი ქალია

"ქართული ოცნება” პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობას და თანაბარ შესაძლებლობებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს - მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი არის ქალი".

ზუგდიდის მერია: შაბათი ინტელექტუალური თამაშების დღედ გამოცხადდა და არა ინტელექტუალების

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ შაბათის ინტელექტის დღედ გამოცხადების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაციითა გავრცელებული.

არასამთავრობო სექტორის, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და დეპუტატები შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.

ფერეიდნელ ქართველებს, რომლებიც ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ, თელავის ისტორიულ მუზეუმში უმასპინძლეს

სამ ფერეიდნელ ქართველს, რომელიც ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდა, დღეს  თელავის ისტორიულ მუზეუმში უმასპინძლეს.

სალომე ზურაბიშვილი: ჯიღაურას სამეცნიერო ცენტრში მოვიყვან ყველა უცხოელ სტუმარს, რათა ნახონ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

ავტობანზე 20 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული

ავტობანზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

ცენტრალური ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მსუბუქი მანქანა დაიწვა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.

 
„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები, ე.წ. „შაბათობები“ გრძელდება.

ბაჩო ოდიშარია - POSTV - ქართული საზოგადოება შემოდგომის სეზონის მთავარ პოლოლიტიკურ კურიოზს შეესწრო, ასპარეზზე გამოჩნდა ახალი მოძრაობა, სახელწოდებით ,,ლელო“ გამოჩნდა

ინტერნეტტელევიზია POSTV-ს ანალიტიკოსი, ბაჩო ოდიშარია საავტორო ვიდეობლოგში, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო"-ს წარდგენაზე საუბრობს.

 

გიორგი გახარია: ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები

ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.

“მაკკეინის ინსტიტუტი და ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამერიკაში მაკკეინის სახელთან ასოცირდებიან, დღემდე განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან „ნაციონალური მოძრაობისადმი“

ინტერნეტტელევიზია POSTV-ის პერსონალური ბლოგი თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციის შესახებ მოგვითხრობს, სადაც ირმა ინაშვილსა და დევიდ კრამერს შორის დაპირისპირება მოხდა.

იერუსალიმში საქართველოს ისტორიულ კვალს ქართველი, პოლონელი და ებრაელი მეცნიერები შეისწავლიან

იერუსალიმში საქართველოს ისტორიულ კვალს ქართველი, პოლონელი და ებრაელი მეცნიერები შეისწავლიან. გეგუთის სასახლის არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე, დღეს მხარეებს შორის  თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შსს: თბილისში, მოქალაქემ საკუთარი მანქანა სადაზღვეო კომპანიისგან თანხის მიღების მიზნით გადამალა და თქვა, რომ მოპარეს

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მანქანის ქურდობის ფაქტი არ დადასტურდა.