მამუკა მდინარაძე: ექვსი წელია აჯანჯღარებენ ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს, ვერაფერი მოუხერხეს და ახლა ყალბი და ილუზიური კვლევებით აპირებენ ამის გაკეთებას

„ბიძინა ივანიშვილი იმის გარანტიაა, რომ ამ ქვეყანაში ვერავინ ვეღარასდროს მოახერხებს, დემოკრატიულ პრინციპებს უღალატოს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, როდესაც ხუთი და შვიდი პროცენტით ცდება კვლევა რეალობას, იქ პრობლემაა, მაგრამ რამდენიმე ათეული პროცენტით რომ ცდება, უკვე ეს არასერიოზულია:


„ჩვენ ვნახეთ არჩევნებამდე 2 დღის წინ ჩატარებული ვითომ „იპსოს“ საფრანგეთის მიერ ჩატარებული კვლევა და შემდეგ აღმოჩნდა რომ ეს იყო ტყუილი, „იპსოს“ საფრანგეთს ასეთი კვლევა არ ჩაუტარებია. შემდეგ არჩევნებიდან მეორე დღეს იმისათვის, რომ ეს საარჩევნო შედეგები ამერიკული, ევროპული, ქართული საზოგადობის მიერ, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია აღიარება პროგრესის და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა გადაფარულიყო, ვნახეთ „CRRC”-ის მიერ ჩატარებული, რეალობას რამდენიმე ათეული პროცენტით აცდენილი კვლევები, გუშინ კი ვინმე გერასიმოვას რაღაც საკურსო ნაშრომი ვნახეთ, რომელიც ეკა გიგაურის კრიტიკაზე იყო დაფუძნებული. რა არის ამ ყველაფრის მიზანი?


ერთ მხარეს არის წარმატებები, ფაქტები და მეორე მხარეს რაღაც კვლევები, რომელიც აცდენილია ყოველგვარ რეალობას, აცდენილია რამდენიმე ათეული პროცენტით. ხუთი და შვიდი პროცენტით რომ ცდება კვლევა რეალობას, იქ პრობლემაა, მაგრამ რამდენიმე ათეული პროცენტით რომ ცდება, უკვე ეს არასერიოზულია“, - განაცხადა მდინარაძემ.


მისივე თქმით, „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილზე ხდება ისტერიული პიარ შტურმი:


„ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზანი, ვხედავთ ვინ არის ძირითადი დარტყმის ობიექტი. ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ეს არის „ქართული ოცნება“. ბიძინა ივანიშვილზე ხდება ისტერიული პიარ შტურმი, ისტერიული პიარ შტურმი ქვია ამას, რასაც ახორციელებდნენ ამ დღეების განმავლობაში ჩვენი ოპონენტები თავის მედია საშუალებების მეშვეობით. იმიტომ, რომ ქველმოქმედებაზეც კი, რომლის შესახებ ყველამ იცის და ამაზე არავინ დავობს, რაღაც საოცრებებს ლაპარაკობდნენ, რამდენი იშოვაო სამაგიეროდ და ამაზე ადამიანი სერიოზულად რომ დაიწყებს საუბარს, ეს უკვე ძალიან მძიმე დიაგნოზია.


კაცმა ისტორია შეცვალა პოზიტიური მიმართულებით და 2012 წელს რას გადავრჩით მთელი ქვეყანა, ესეც ვფიქრობ არ არის საკამათო. ამის შემდეგ ინსტიტუციურ რეფორმები, დემოკრატიის გარანტია, ფაქტობრივად, არის ბიძინა ივანიშვილი, პროგრესის გარანტიაა, დემოკრატიის გარანტია და იმის გარანტიაა, რომ ვერავინ ამ ქვეყანაში ვეღარასდროს მოახერხებს, რომ დემოკრატიულ პრინციპებს უღალატოს“, - ამბობს მამუკა მდინარაძე.


მდინარაძე, ასევე, დემოკრატიული საწყისებისა და ინსტიტუტების გამყარებაზე საუბრობს:


„შეიძლება დიდი სურვილი ქონდეს მომავალში რომელიღაც პოლიტიკურ ძალას თუ პოლიტიკოსს, მაგრამ ამას ვეღარ მოახერხებენ იმდენად მყარდება ბოლო შვიდი წლის განმავლობაში დემოკრატიული საწყისები და დემოკრატიული ინსტიტუტები.


სწორედ აქ აყენებენ დარტყმას, რომ რამენაირად ქართულ მოსახლეობას მიაწოდონ სულელური მცდარი ინფორმაცია, თითქოს ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი კატასტროფულად ეცემა და ამ დროს ვისი რეიტინგი იზრდება? თურმე მიხეილ სააკაშვილის.


ამაზე სერიოზულად ლაპარაკი არის შეუძლებელი, იმიტომ, რომ ეს არის ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ გამოგონილი პიარ-ამბავი, რომელსაც ცდილობენ საზოგადოებას თავს მოახვიონ.


სხვადასხვა პიარ- კამპანიები ვნახეთ სხვადასხვა პერიოდში 2012 წლიდან მოყოლებული. მოკლედ, საერთო ჯამში რეზიუმე რა შეიძლება გავაკეთოთ არის ის, რომ ექვსი წელია მთელი მათი მანქანა, ძალადობრივი მანქანა, თავის დროზე ისინი ფიზიკურ ძალადობდნენ, ახლა ეს აღარ შეუძლიათ საბედნიეროდ და ფსიქოლოგიურ და ინფორმაციულ ძალადობაზე არიან გადასულნი.


ექვსი წელია აჯანჯღარებენ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილის რეიტინგს, ბუნებრივია, მე შორს ვარ იმ ილუზიისგან, რომ რეიტინგი იგივეა, რაც 2012 წელს იყო. ეს შეუძლებელი ამბავია და არ ხდება, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს და ეხლა ყალბი და ილუზიური კვლევებით აპირებენ ამის გაკეთებას, რაც გამორიცხულია.


ქართული საზოგადოება კარგად იგებს ყველაფერს და თავის სახელს არქმევს ყველაფერს. არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ და ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილმა, ის არის მთავარი ადამიანი,  მიიღო სამოც პროცენტიანი მხარდაჭერა ქართველი ხალხის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


ეკატერინე მიქაბაძე: მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ბალანსი ბიზნესსა და დასაქმებულების უფლებებს შორის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კომენტარი გააკეთეს შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტის შესახებ და განხილვის პროცესში ბიზნესთან წინასწარი კომუნიკაციის ნაკლებობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი და გამსაღებელი დაჯგუფების წინააღმდეგ ოპერაციას უცხოური მედია ეხმაურება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგისთვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავებას საერთაშორისო მედია ეხმაურება.

 
გიორგი ვოლსკი: კიდევ არსებობს ნაპერწკალი, რომლისგანაც შეიძლება გაღვივდეს ის სიყვარული, რაც  ერთმანეთთან გვახასიათებდა

„კიდევ არსებობს ნაპერწკალი, რომლისგანაც შეიძლება გაღვივდეს ის სიყვარული, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან გვახასიათებდა“.

საპატრიარქო: რუსეთის პატრიარქ კირილეს ქმედება ჩვენთვის გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად

საქართველოს საპატრიარქოს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური რუსეთის პატრიარქის კირილის მიერ, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბასადმი მილოცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მისი ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორის, Meridian Capital Limited-ის შესახებ მედიაში გავრცელებულ  ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

სოფო კილაძე:  ბევრი რამ კეთდება, რათა ოკუპირებულ ტეროტორიებზე მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა გავაუმჯობესოთ

„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და მთლიანად ხელისუფლება  ბევრს აკეთებს, რათა გავაუმჯობესოთ საქართველოს ოკუპირებულ ტეროტორიებზე მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა".

 
სავალ მირზოევი: მჯერა, ქართველებთან ერთად არაქართველი მოსახლეობა მიიღებს აქტიურ მონაწილეობას ისეთი ქვეყნის მშენებლობაში, როგორზეც ყველა ვოცნებობთ

პარლამენტის წევრმა, სავალ მირზოევმა პლენარულ სხდომაზე, განცხადება გააკეთა და ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სიმონ ნოზაძე ოპოზიციას: თქვენმა პოლიტიკამ კრახი განიცადა, თქვენ ტერიტორიების 22 პროცენტი დაკარგეთ

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარემ სიმონ ნოზაძემ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის მოხსენება შეაფასა.

რა წერია შრომის კოდექსის პროექტში - მამუკა მდინარაძის განმარტება

„ძალიან სამწუხაროა, რომ ინტერპრეტაციები, სპეკულაციები და აქედან გამომდინარე ვნებათაღელვა მოჰყვა კანონპროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტში დაინიცერებული არ არის".

პარლამენტთან აქცია „სირცხვილია“ მიმდინარეობს (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პარლამენტთან აქცია „სირცხვილია“ მიმდინარეობს.

ანრი ოხანაშვილი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებული პროცესი პარლამენტში გამჭვირვალედ წარიმართება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების პარლამენტის მიერ არჩევის პროცესთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.

ევროპოლი არასრულწლოვნების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე ინფორმაციას აქვეყნებს

ევროპოლი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრის დაკავებაზე ვებ-გვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს.

ციხელაშვილი: ჩვენი პოლიტიკა ადამიანზეა ფოკუსირებული და გათვლილი იმაზე, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის ნიადაგი მოამზადოს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს პარლამენტში მოხსენებით წარსდგა.

მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დეტალური განმარტებები უნდა გააკეთოს შეწყალებასთან დაკავშირებით

"პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დეტალური განმარტებები უნდა გააკეთოს ამ შეწყალებასთან დაკავშირებით. მათ შორის, იმ ადამიანებმა, ვინც საბუთები მოამზადა, ამ სიაზე იმუშავა, შესაბამისი დოკუმენტები მიიღო, გაეცნო და გადასცა პრეზიდენტს".

სამუდამო პატიმრობა მისჯილმა პარლამენტს საკონსტიტუციო დავა მოუგო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სამუდამო  პატიმრობაში მყოფი ბადრი ბეჟანიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

 
ირაკლი სესიაშვილი: პროტესტი მიუღებელია მათგან, ვინც თავად აწამებდა ათასობით ადამიანს

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გადაწყვეტილება არანაირ ეჭვს და კითხვებს არ ბადებს.

ოთარ დანელია  გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს, ლუიზა ვინტონს შეხვდა.

პარლამენტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო

საქართველოს პარლამენტმა, 85 ხმით, მესამე მოსმენით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო.

„ჯორჯიან მანგანეზის” ხელშეწყობით, ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსებაში მონაწილეობა მიიღო.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

ტექნიკური სამუშაოების გამო, 21 სექტემბრის 21:00 საათიდან 22 სექტემბრის 09:00 საათამდე სრულად გაითიშება მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, ვერ იმუშავებს მუნიციპალური ცხელი ხაზი.

ლევან ნიკოლეიშვილი: მამუკა ხაზარაძეს, უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტში, რუსეთში მოქმედი ყაზახი ბიზნესმენების ჩართვა სურს, ღალატი და მავნებლობაა

„მამუკა ხაზარაძეს, უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტში, რუსეთში მოქმედი ყაზახი ბიზნესმენების ჩართვა სურს, ღალატი და მავნებლობაა“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.