აკაკი საღირაშვილი მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კიტაკ ლიმს შეხვდა

ლაიფციგში მიმდინარე საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის სამიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კიტაკ ლიმს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა  საქართველოსა და IMO-ს თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში; ქვეყნის პრიორიტეტები და თანამშრომლობის პოტენციური სფეროები IMO-ს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე; ასევე მიმდინარე და ახლო მომავალში დაგეგმილი IMO-ს ინსტრუმენტების იმპლემენტაციის საკითხები და საზღვაო ორგანიზაციის პროექტებში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (GIMF) ჩართვა.

აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად დგამს ნაბიჯებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესასრულებლად საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ძირითადი სამართლებრივი ინსტრუმენტების რატიფიკაციისა და იმპლემენტაციის კუთხით.

მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნის საზღვაო სექტორის რეფორმირების შესახებ. მისი თქმით, საქართველოს ზუსტად აქვს წარმოდგენილი ის სამიზნე მაჩვენებლები და გამოწვევები, რომლებიც არსებობს ქვეყნის საზღვაო დარგში და თანამიმდევრულად ახორციელებს მიზნობრივ და ძალიან ეფექტურ რეფორმებს. აღინიშნა ისიც, რომ საქართველო გამორჩეული მარეგულირებელი ბაზა აქვს რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის, რაც კიდევ ერთი ხელისშემწყობი ფაქტორია საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებისა და დარგში ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. საუბარი შეეხო ასევე საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და განახლებას.

კიტაკ ლიმის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ განაგრძოს მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის კონვენციების დანერგვა, რაშიც აღნიშნული ორგანიზაცია მზად არის საქართველოს დახმარება ყველა მიმართულებით აღმოუჩინოს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს  2002 წლის ათენის კონვენციის დეპონირების სიგელი გადასცა. აღინიშნა, რომ კონვეციის 2002 წლის რედაქცია უფრო ეფექტურად იცავს მგზავრთა უფლებებს და შემოაქვს მნიშვნელოვანი ასპექტი საზღვაო გადამყვანის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის თაობაზე.

„ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს საზღვაო კანონმდებლობის გაუმჯობესებას და საქართველოს მისცემს საშუალებას უზრუნველყოს უსაფრთხო და მგზავრებზე ორიენტირებულ გარემო თავის საზღვაო სივრცეებში და საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე“ - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.

საქართველო წარმოადგენდა ათენის კონვენციის 1974 და 1976 წლების რედაქციის წევრ სახელმწიფოს, რომელიც საზღვაო გადაყვანისას მგზავრთა უფლებების დაცვის მოძველებულ სამართლებრივ რეჟიმებს ითვალისწინებდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი 21-23 მაისს საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის სამიტის - Leipzig Summit: Transport Connectivity for Regional Integration მუშაობაში მონაწილეობს.

 


უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

19 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.7871 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.7664 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -2.07 თეთრი შეადგინა.
 
 

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ავიაპარკს უახლოეს მომავალში Boeing 737-800 შეემატება

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ავიაპარკს უახლოეს მომავალში Boeing 737-800 შეემატება, რომლითაც თბილისიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისები შესრულდება.

მეუფე კალისტრატეს გარდაცვალებაზე ინფორმაცია მცდარია

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. 

ფოცხოში მოსწავლეების მიერ გამოგონილი მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყო დაამონტაჟეს

სენაკის ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყო ფოცხოს თემში, ოთხ ლოკაციაზე დაამონტაჟეს.  

ვასაძე პოლიციელებს მიმართავს

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით ვერის პარკში მორიგი განცხადება გააკეთა.

ვახტანგ ჭარაია: საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი ბოლო 15 წლის ისტორიულ მინიმუმზეა

„საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი 2005 წლის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ყოველთვიურ ჭრილში 2019 წლის მაისში მან 38.4% შეადგინა“, - განაცხადა ორგანიზაცია „სექტორი 3“-ის ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ.

ექსპერტი: სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი ბოლო 15 წლის მინიმუმზეა

ეკომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას აფასებს და ექსპორტის ზრდასთან ერთად უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირებას უსვამს ხაზს.

კაიროში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

კაიროში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

"მამაოსგან კურთხევა არ მაქვს, ინტერვიუ მოგცეთ" - დაპირისპირება ვერის ბაღში (ვიდეო)

ლევან ვასაძის თანამოაზრე გურამ ფალავანდიშვილმა "რუსთავი2-"ის ჟურნალისტს ინტერვიუ არ მისცა. მისივე თქმით, "რუსთავი2-თან" კომუნიკაციაზე მამაოსგან კურთხევა არ ჰქონდა.

გურამ ფალავანდიშვილი : ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე პრაიდს არ ჩავატარებინებთ (ვიდეო)

ვერის ბაღში სახალხო ერთობის წევრმა გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გამოსვლის უფლებას არ მისცემენ.

საპატრიარქო: ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისგან, ისე მრევლისაგან

ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

სააპელაციო სასამართლომ იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ იულია სუსლიაკის ადვოკატის სარჩელი არ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

ვასაძე კავკასიელ ხალხებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე კავკასიელ ხალხებს ლგბტ თემთან ბრძოლაში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 

ნინო ბოლქვაძე: „ღირსების მარში“ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში არ გაიმართება

„თბილისი პრაიდი“ ორგანიზატორი ნინო ბოლქვაძე აცხადებს, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარების ადგილი ჯერ გასაიდუმლოებულია, თუმცა მარში თბილისის ცენტრალურ ქუჩებში არ გაიმართება.

მამუკა მდინარაძე: სამშენებლო წესების დარღვევისთვის ნებისმიერი ადამიანი მკაცრად უნდა დაისაჯოს, რადგან ქალაქში ქაოსური განაშენიანება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პირს სამშენებლო ნორმების არსებითად დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

მდინარაძე: ჩხუბსა და ორომტრიალში შესვლა არეულობას იწვევს და არასწორი საქციელია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნებისმიერი სახის ძალადობა დაუშვებელია და სახელმწიფოს მხრიდან ძალადობა არათუ დაგმობილი, არამედ აღკვეთილი იქნება.

საქართველოს ბანკი ტაქსებში ახალ, ინოვაციურ საგადამხდელო სისტემას QR-გადახდებს ნერგავს

საქართველოს ბანკი  მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისისა თუ პროდუქტის შეთავაზებას აგრძელებს.

ეკონომიკის ექსპერტები ექსპორტის ზრდას პოზიტიურად აფასებენ

ეკონომიკის ექსპერტის იოსებ არჩვაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი საშუალებას იძლევა ექსპორტის დაჩქარებული განვითარებისთვის.

კაპადოკიაში ქართული კულტურის დღეები ჩატარდა

 კაპადოკიაში ქართული კულტურის დღეები ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა ახალგაზრდამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

იოსებ არჩვაძე: საქართველოს ექსპორტმა 2019 წლის მაისში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

ეკონომიკის ექსპერტის იოსებ არჩვაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი საშუალებას იძლევა ექსპორტის დაჩქარებული განვითარებისთვის.

ქართული ღვინის კომპანია ევროკავშირის ჯილდოს მფლობელი გახდა

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის ჯილდოს მფლობელი ქართული ღვინის კომპანია „შილდა“ გახდა.