თბილისის მერი საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, ჩრდილოეთ საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის (პარიზის რეგიონის) ვიცე-პრეზიდენტს, ჟერომ შარტიეს შეხვდა.

თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საქალაქო ტრანსპორტისა და ნარჩენების მართვის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე.

თბილისის მერმა ვიცე-პრეზიდენტს ამ მიმართულებით თბილისში არსებული გამოწვევები, ასევე,
განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის პოლიტიკის მნიშვნელოვან პრიორიტეტებად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზაცია, მეტროსადგურების სრული რეაბილიტაცია და ნარჩენების მართვა
დაასახელა.

დედაქალაქის მერმა ფრანგულ მხარესთან წარმატებული თანამშრომლობის მაგალითად ფრანგული კომპანია „სისტრა“ დაასახელა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი, კვლევებზე დაყრდნობით, სწორედ
ფრანგულმა კომპანია „სისტრამ“ მოამზადა.

თავის მხრივ, ვიცე-პრეზიდენტმა ილ-დე-ფრანსის რეგიონში ტრანსპორტისა და ნარჩენების ეფექტური მართვის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. ჟერომ შარტიემ ქართული
მხარისთვის ფრანგული გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა და წარმატებული პროექტების ადგილზე გასაცნობად თბილისის მერი პარიზის რეგიონში მიიწვია.

„დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ჩემი შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ჩვენ, ძირითადად, ვისაუბრეთ ორ საკითხზე - ტრანსპორტის მოდერნიზაციასა და ნარჩენების მართვაზე.
მე თბილისის მერს ამ სფეროებში პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით რეკომენდაციებსა და აქტიურ თანამშრომლობას დავპირდი, რაც დარწმუნებული ვარ, შედეგიანი იქნება“, - განაცხადა
ვიცე-პრეზიდენტმა.

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული გეგმები დაისახა.

„საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რეგიონის ვიცე-პრეზიდენტთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. დაისახა კონკრეტული გეგმები ტრანსპორტისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. იმედი გვაქვს, რომ ეს მჭიდრო თანამშრომლობა გამოიხატება იმ დახმარებაში, რომელსაც ფრანგული მხარე დაგვპირდა. ვფიქრობ, ფრანგული გამოცდილების გაზიარება ამ
ორ სფეროში ეფექტიანი იქნება და ფრანგულ მხარესთან ჩვენს თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

შეხვედრას საფრანგეთის ელჩი საქართველოში, პასკალ მენიე და ილ-დე-ფრანსის რეგიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ქუთაისში ელექტრომობილების წარმოება იწყება

ინდუსტრიულმა ჰოლდინგმა Aigroup -მა ცენტრალურ მოედანზე ოფიციალური პრეზენტაცია გამართა, რომლის ფარგლებში ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტი წარადგინა. 

სამი მოთხოვნიდან ორი შესრულებულია - პროტესტის მეშვიდე დღე თბილისში

თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია. შვიდდღიანი პროტესტის შემდეგ სამიდან ორი მოთხოვნა შესრულდა.

მირიან წიკლაურის განცხადებით, მან მონაწილეობა მიიღო კენჭისყრის პროცედურაში

საქართველოს პარლამენტის წევრის, მირიან წიკლაურის განცხადებით, მან მონაწილეობა მიიღო კენჭისყრის პროცედურაში.

ლომჯარია: მელიას დაპატიმრება არ უნდა მოხდეს, ამას პოლიტიკური სტაბილურობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს  გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

აშშ-ს საელჩო საქართველოს მთავრობას მიმართავს

საქართველოში აშშ-ის საელჩო თბილისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. 

სოფიო ქაცარავა: თბილისში სესიაზე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მივცემდი ხმას მელიასთვის მანდატის დროებით შეჩერებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფიო ქაცარავა ნიკა მელიაასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

აკაკი ზოიძე ნიკა მელიას: ნუ გვაცოდებ თავს, თქვენ დაგვიჭერდით, დაგვხვრეტდით, გვაწამებდით

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს.

ვენაში საცხოვრებელ სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა

ვენაში საცხოვრებელ 5-სართულიან სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა.

ბექა ოდიშარია განმარტავს, რატომ ვერ მიიღო ნიკა მელიასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, მან მონაწილეობა მიიღო კენჭისყრის პროცედურაში.

"წითელი ბარათი" მინისტრს - ქუთაისში გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილლებმა წითელი ბარათი უჩვენეს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას.

ანრი ოხანაშვილი ნიკა მელიაზე: კანონის წინაშე ყველა თანასწორია, არავის აქვს უფლება განახორციელოს კანონდარღვევა

,,ქართული ოცნების" ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე, ნიკა მელიასათვის მანდატის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით, იურიდიული კომიტეტის დასკვნა წარმოადგინა.

„მიშამ ფონდიდან 200 000 რომ მოგცა, ის ფილმი გადაიღე?“ - ზაზა კევლიშვილი მიშა მშვილდაძეს მიმართავს

მუსიკოსი ზაზა კევლიშვილი მიშა მშვილდაძეს 2013 წელს, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 200 000 ლარის მითვისებაში ადანაშაულებს და ირწმუბნება, რომ ამ საქმეზე პროკურატურაში გამოძიებაც იყო დაწყებული.

გია ვოლსკი: პოლიტიკურ რეპრესიებს მაშინ მოველოდი, თუ რეალურად განხორციელდებოდა ის პროექტი, რაც ჩვენს ოპონენტებს ჰქონდათ ჩაფიქრებული

პარლამენტის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

დიმიტრი ხუნდაძე: პრაქტიკულად, ჩვენ დავდექით სახელმწიფოს და საზოგადოების უსაფრთხოების ზღვარზე

სამართლიანი და გულწრფელი აქცია ვერ დასრულდა მომიტინგეთა , ჟურნალისტთა და სამართალდამცავთა ზიანის გარეშე,- განაცხადა უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებისას.

მელია: დიდ ნაწილს არ ჰქონდა სურვილი ჩემს საწინააღმდეგოდ მიეცა ხმა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობის დიდ ნაწილს არ ჰქონდა სურვილი მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნისთვის მიეცა ხმა.

აკაკი ზოიძე ნიკა მელიაზე: ძალიან კარგად იცოდა მისი განათლების მქონე ადამიანმა, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს

პრივილეგია არ უნდა ჰქონდეს პარლამენტს, თუ პარლამენტის წევრს, რომ დაარღვიოს კანონი,-განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ  ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაზე. 

თამუნა ქობალია: გია თურქეთში, ქალაქ სტამბოლში წაიყვანეს, რათა მხედველობა შეუნარჩუნდეს

რუსთაველზე აქციის დროს დაშავებული პოლიციელის, გია ჯალაღონიას მეუღლე თამუნა ქობალია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

გიორგი კახიანმა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის დადგენილების პროექტი წარადგინა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის დადგენილების პროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა.

ნათია თურნავა: კომერციულ ბანკებთან ერთად ვმსჯელობთ, დახმარების რა კონკრეტული გეგმა შევთავაზოთ ტურიზმის ინდუსტრიას

ნათია თურნავამ საბანკო სექტორთან ერთად იმსჯელა იმ გეგმის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ტურისტულ სექტორში მოქმედ ბიზნესს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო სეგმენტს, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ნეგატიურ ზეგავლენებს შეუმსუბუქებს.

ეკა ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატი ეკა ბესელია სტრასბურგში იმყოფება, სადაც 26-27 ივნისს, ევროსაბჭოს იურიდიულ და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს.

ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა

91 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - პარლამენტში კენჭისყრის შედეგად, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერდა. გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს, სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს.