კანის კინოფესტივალზე შარშანდელი პრემიერის შემდეგ, "მზის გოგონების" ჩვენება თბილისში სპეციალური კომისიისთვის გაიმართება

24 მაისს, 12:00 საათზე, კინოს სახლის კინოდარბაზში (თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქუჩა #2) სპეციალური კომისიის წინაშე ევა ჰუსონის ფილმის "მზის გოგონები" ჩვენება გაიმართება.

კომისიის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში „მზის გოგონები“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში დამატებით ანაზღაურებას მიიღებს.


„მზის გოგონები“ საფრანგეთის, საქართველოს და ბელგიის კოპროდუქციაა, რომლის მსოფლიო პრემიერა 2018 წელს კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში შედგა. საქართველოს მხრიდან ფილმის პროდიუსერია ვლადიმერ კაჭარავა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში" კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტი 2016 წლიდან დაემატა, რაც
ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს გადაიღონ ფილმი და კვალიფიციური ხარჯის 20 % უკან დაიბრუნონ. დამატებით 2%-დან 5%-მდე ანაზღაურება კი პოპულარიზაციის კომპონენტში 5 პუნქტიანი კულტურული ტესტის საფუძველზეა შესაძლებელი.


1. ფილმი დასრულდა და პრემიერა შედგა;


2. საქართველოს მოქალაქე დასაქმდა მნიშვნელოვან პოზიციებზე
(მთავარი როლი, რეჟისორი, სცენარისტი, კომპოზიტორი და ა.შ.);


3. ფილმში დაფიქსირებულია ქართული ელემენტები;


4. პოსტ პროდუქციის განხორციელება საქართველოში;


5. დისტრიბუცია და ფესტივალები;


სწორედ ამ პუნქტების მიხედვით გადაწყდება მიიღებს თუ არა „მზის გოგონები“ დამატებით ანაზღაურებას.


სპეციალური კომისია, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, შემდეგი წევრებისგან
შედგება:


1. ნანა დოლიძე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი;


2. თათია ბიძინაშვილი - სსიპ „აწარმოე საქართველოში“, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელმძღვანელი;


3. დავით ვაშაძე - სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;


4. მარინა ბოჯგუა - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამმართველოს ხელმძღვანელი;


დღეისათვის, პროგრამის „გადაიღე საქართველოში” მიერ, მხარდაჭერილია 23 პროექტი, მათ შორის კოპროდუქციები საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ინდოეთთან, ბრიტანეთთან, ირლანდიასთან და ჩინეთთან. ამ ეტაპზე ჯამური ინვესტიციის ოდენობა შეადგენს 58,2 მილიონ ლარს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 7950-ს აღწევს.


პროგრამას “გადაიღე საქართველოში” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში”, ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს.


"საქართველოს რკინიგზა" განცხადებას ავრცელებს

სს "საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოების გამო,  17/09/2019-ში 01:00 საათიდან 17/09/2019 04:00 საათამდე  გაითიშება სს "საქართველოს რკინიგზის" კორპორატიული ქსელი. 

საქართველოს პრეზიდენტსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზრბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა კახის რაიონში, სოფელ ალიბეგლოში ქართული სკოლის გახსნის გამო.
 

იოჰანეს ჰანი: "მადლობას ვუხდი განათლების მინისტრს ბრწყინვალე თანამშრომლობისთვის"

საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონში  განხორციელებული მიმდინარე კონტროლის შედეგად, 19,280 ღერი სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

 
ზესტაფონში დედა და ორი შვილი ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა

უბედური შენთხვევა მოხდა ზესტაფონში. ახალგაზრდა გოგონა ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად სავარაუდოდ ბუნებრივი აირით გარდაიცვალა.

"მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2019" გაიხსნა

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი განათლების რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გახსნა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: „ჩვენი მიზანია, ქვეყნის საერთო მოხმარებაში გაიზარდოს განახლებადი ენერგიის წილი“

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა რომ სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიზანია შექმნას განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები.

 
SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა

ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა.

თბილისში გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს შეხვედრა გაიმართება

თბილისი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის რეგიონულ შეხვედრას 2019 წლის 17 სექტემბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მასპინძლობს.

განათლების მინისტრი: „ევროპული ხარისხი განათლების სფეროში - ეს ჩვენი სტრატეგიაა“

განათლების რეფორმის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა და ახლო მომავალში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას მადლობა გადაუხადა

პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებაში ინვესტირებისთვის მადლობა გადაუხადა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან.

ასპინძაში ყირიმ კონგოს დიაგნოზით, ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ასპინძაში 30 წლის მამაკაცი ყირიმ კონგოს ჰეპორაგიული ცხელების დიაგნოზით გარდაიცვალა. გ.ნ-ს დაავადების გადამტანმა საქონლის ტკიპამ უკბინა.

Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტი ქართული ენისთვის გაიხსნა

დღეს,საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების კომპლექსური რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა, Microsoft-ის ხელოვნურ ინტელექტზე ქართული ენის შესახებ.

ფულადი გზავნილების მოცულობა ევროკავშირიდან 24.8%-ით გაიზარდა

ფულადი გზავნილების მოცულობა აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.8%-ით $146.4 მლნ-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ლარი მცირედით გაუფასურდა

16 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9608 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9607 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.01 თეთრი შეადგინა.
  

კახა კალაძე: "როგორც მოსახლეობას შევპირდით, ვარაზის ხევიდან „პიქსელის“ შენობამდე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა"

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა. ასფალტის საფარის დაგების შემდეგ, დღეს, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ტერიტორია დაასუფთავა და გზა მორეცხა. 

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

თსუ-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ერთად აღნიშნეს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე გაიმართება

17 სექტემბერს, 16:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის N9) აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე გაიმართება.

თბილისის მერმა ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიაში მონაწილება მიიღო

ლისის ტბის მიმდებარედ ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობა იწყება.