დეპუტატებისათვის საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამის განხორციელება დაიწყო

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ინიციატივითა და ორგანიზებით, პარლამენტში დეპუტატებისათვის პირველად ხორციელდება სასწავლო პროგრამა.

პროგრამა  „კომპანიების პერსპექტივიდან“, რომელიც საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამა საჯარო-კერძო დიალოგის ბრიტანულ მოდელს ეფუძნება, მოიცავს დეპუტატთა ვიზიტების სერიას კერძო კომპანიებში, კანონმდებლებსა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შორის ინფორმაციის, ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებისათვის, რამაც საბოლოო ჯამში ბიზნესის მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესებას უნდა შეუწყოს ხელი.
მათივე ინფორმაციით, პროგრამის პირველი აქტივობა, საქართველოს ტყის კოდექსთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავას ინიციატივით, მიეძღვნა თემას - „ტყის რესურსების მართვა და მწვანე დაფინანსება“, პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების - „მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარება“ - ფარგლებში.
კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, კომიტეტის წევრების პირველი ვიზიტი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალში“ შედგა, სადაც დეპუტატები, ასევე შეხვდნენ ბრიკეტის მწარმოებელი კომპანია „კერას“ წარმომადგენლებს და დარგის ექსპერტებს.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, BEC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კაციაშვილმა.
„მსგავსი ფორმატები საინტერესო და მნიშვნელოვანია საპარლამენტო საქმიანობის უკეთესად დაგეგმვისათვის. თავის მხრივ მნიშვნელოვანი და სენსიტიურია ის საკითხიც, რომელზეც შევიკრიბეთ. უკვე ორშაბათს ვგეგმავთ ტყის კოდექსის პროექტზე პირველ მოსმენას, პრინციპების დონეზე. შედეგი საბოლოოდ ახალი ტყის კოდექსის მიღებაა, რომელიც მდგრადი მართვის თანამედროვე პრინციპებს დანერგავს. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში მივალთ იმ შედეგამდე, რომელიც მეტნაკლებად მისაღები იქნება ყველასათვის. იმედია ისეთ ფუნდამენტს ჩავყრით, რომელიც შეუქცევადი იქნება შემდგომი ცვლილებებისთვის“, - განაცხადა კახა კუჭავამ და მწვანე ეკონომიკის, მათ შორის, მწვანე დაფინანსების მნიშვნელობაზე და ამ სექტორის საკანონმდებლო უზრუნველყოფის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, კომიტეტი თავის მხრივ მზადაა ხელი შეუწყოს ყველა იმ იდეის განხორციელებას, რომელიც მწვანე ეკონომიკას უკავშირდება.
ნათია კაციაშვილმა თავის მხრივ, პარლამენტსა და კერძო სექტორს შორის დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს კანონმდებლებს, გაიაზრონ კერძო სექტორის საჭიროებები და ეკონომიკური კანონმდებლობის განხილვის პროცესში მაქსიმალურად მოახდინონ კერძო სექტორის მოსაზრებების გათვალისწინება, ამავე დროს, ეკონომიკური კანონმდებლობის შემუშავებაზე უზრუნველყოფილი იყოს ინტერესთა ჯგუფების ინკლუზიური ჩართულობა.
შეხვედრაზე მოისმინეს ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძის და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელის მანუჩარ ჩიტაიშვილის მოსაზრებები საქართველოში მწვანე დაფინანსების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, ასევე მწვანე დაფინანსების საუკეთესო პრაქტიკებისა და საერთაშორისო გამოცდილების შესახებ.
დეპუტატები შეხვდნენ ასევე ალტერნატიული, ბიოსაწვავის - ბრიკეტის მწარმოებელი კომპანია „კერას“ ხელმძღვანელს ირაკლი შანიძეს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) საზოგადოების პროგრამის დირექტორს ჰანს-იოაკიმ ლიპს, ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტს რამაზ გერლიანს.
კანონმდებლებმა კერძო სექტორისა და სფეროს ექსპერტების მონაწილეობით, იმსჯელეს: საქართველოში ტყის რესურსებისა და ხე-ტყის ნარჩენების მართვის პოლიტიკასა და პრაქტიკაზე; მდგრადი წარმოებისა და მოხმარების ხელშეწყობისათვის, მწვანე პროდუქტებისა და ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებზე. მოისმინეს უცხოელი ექსპერტის მოსაზრებები და რეკომენდაციები საქართველოს ტყის რესურსების მდგრადი მართვის თაობაზე.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან თანამშრომლობით, „მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარების“ ფარგლებში, დაგეგმილია პროგრამის შემდეგი აქტივობა თემაზე - „წყლის რესურსების მდგრადი მართვა“, შესაბამისად, გაგრძელდება კომიტეტის წევრების სტუმრობა შესაბამისი პროფილის კერძო კომპანიებში.
პროგრამა ხორციელდება ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ხელშეწყობით და ამ პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა „მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარება“.


გურამ თუშიშვილი ევროპული თამაშების ჩემპიონია

საქართველოს დელეგაციისთვის ევროპული თამაშების მე-4 დღეც წარმატებული გამოდგა. ჩვენმა ოლიმპიურმა გუნდმა 3 მედალი მოიპოვა.

სააპელაციო სასამართლომ აქციაზე დაკავებული 41 პირი გაათავისუფლა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პარლამენტის შენობასთან აქციაზე დაკავებული 41 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, ორი მათგანი კი უდანაშაულოდ ცნო.

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სატელეფონო საუბარი ანდჟეი დუდას ინიციატივით გაიმართა. ამის შესახებ "პირველს" პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს. 

აქციის მონაწილეებმა პარლამენტს წრე შემოარტყეს - პროტესტის მეხუთე დღე დასრულდა

მათი სამი მოთხოვნიდან ერთი შესრულებულია, დარჩენილი ორისთვის კი ისინი  რუსთაველის გამზირზე აქციებს კვლავ განაახლებენ. 

წარმატებული კომპანიების ბიზნესმოდელები

ინოვაციურ ბიზნესმოდელირებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ნაყოფიერი მსჯელობის ათვლის წერტილი საერთო წარმოდგენის ჩამოყალიბებაა ბიზნესმოდელის არსის შესახებ.

რიყეზე დაშავებული ტურისტი გარდაიცვალა

რიყეზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ტურისტი გარდაიცვალა. 

ძიძიგური: ვფიქრობ, რომ გიორგი გახარიას ქმედებები იყო სრულიად ლეგიტიმური, იძულებული გახდა პოლიცია, რომ ძალა გამოეყენებინა"

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა სატელევიზიო ეთერში 20-21 ივნისს, თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

ბახტაძე: გამოძიებული იქნება თითოეული დეტალი, რომელიც ეხება გულწრფელი ემოციით გამოწვეული პროტესტით პროვოცირებას და გარკვეულ შემთხვევებში ძალის შესაძლო გადამეტებას

"გამოძიებული იქნება თითოეული დეტალი, რომელიც ეხება გულწრფელი ემოციით გამოწვეული პროტესტით პროვოცირებას და მეორეს მხრივ იმას, ხომ არ მოხდა გარკვეულ შემთხვევაში ძალის გადამეტება". ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. 

კახა კალაძე შს მინისტრის გადაწყვეტილებას, პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლის შესახებ, ღირსეულს უწოდებს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადაწყვეტილება ღირსეულ ნაბიჯად შეაფასა.

ნათია თურნავა: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტურისტული ბაზარი არის უსაფრთხო

ეკონომიკის  მინისტრის განცხადებით, ტურიზმის სექტორთან აქტიური შეხვედრები გაგრძელდება, მათ შორის აჭარაში, სადაც სეზონი უკვე დაწყებულია და ადგილობრივ ტურისტულ ბიზნესს განსაკუთრებული თანადგომა ესაჭიროება.

"ბიზნესის დიდი ნაწილის თხოვნაა, სხვა ტურისტულ ბაზრებთან ერთად, შევეცადოთ და შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი"

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, არსებული გამოწვევების ფონზე გასაგებია ბიზნესსექტორის წუხილი. 

მამუკა ბახტაძე: ვინც მიდის კონსტიტუციის დარღვევის გზით, მისი ადგილი პოლიტიკური დიალოგის მაგიდასთან არ არის

"უპასუხისმგებლო და მოძალადე ჯგუფისთვის არანაირი ალტერნატივა არ არსებობს, მათთვის მიუღებელია არჩევნები, დემოკრატიული პროცესები",-ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ 20 ივნისის მოვლენების შეფასებისას "იმედს" განუცხადა. 

ბახტაძე: ვწუხვარ იმის გამო, რომ ჟურნალისტები დაზარალდნენ და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ განსაკუთრებულ პატივისცემას ქართული მედიის მიმართ

20 ივნისის ღამეს დაშავებულთათვის ნებისმიერი სახის დახმარება, იქნება ეს საზღვარგარეთ საუკეთესო კლინიკებში მკურნალობა თუ საქართველოში საუკეთესო ექიმების და სპეციალისტების ჩამოყვანა, იქნება გარანტირებული ჩვენი მხრიდან.

მამუკა ბახტაძე: პროპორციულ სისტემაზე გადასვლისას იმის ალბათობასაც არ გამოვრიცხავთ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს საჭირო

" პროპორციულ სისტემაზე გადასვლისას იმის ალბათობასაც არ გამოვრიცხავთ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს საჭირო. - ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მაკა ჩიჩუა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას შეუერთდა

ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეურთდა. 

ზუგდიდის მერია სტიქიით დაზარალებულებს შესაბამის დახმარებას გაუწევს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას გაუწევს.

არჩილ თალაკვაძე: არავის არ მივცემთ შესაძლებლობას სხვა არაკონსტიტუციური გზებით რაიმე ცვლილებას მიაღწიოს ამ ქვეყანაში

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა. 

ბათუმის მერიის ტურისტული სერვისების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ცივი იარაღით დაჭრეს

ბათუმის მერიის ტურისტული სერვისების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე ცივი იარაღით დაჭრეს.

ზუგდიდში გიორგი გახარიას გადადგომისა და სხვა მოთხოვნებით მესამე აქცია გაიმართა

ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოქალაქეები 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.

“ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებული მაღაროელები განცხადებას ავრცელებენ

შპს “ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებული მაღაროელების განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მაღაროელები გაფიცვის განახლებას გეგმავენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

თბილისში მიმდინარე აქციებს თელაველი ახალგაზრდები უერთდებიან

მათ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მსვლელობა მოაწყეს, რის შემდეგაც პროტესტი უკვე თელავის თეატრთან გაგრძელდა.