ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, დღეს, ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“.

ორდღიანი კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ, როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერები, უნგრეთის, თურქეთის, იტალიის, ავსტრიისა და გერმანიისუნივერსიტეტებიდან, რომლებიც კონფერენცია რომლებიც ორი დღის განმავლობაში გაეცნობიან100-ზე მეტ ნაშრომსა და სამეცნიერო სტატიას.

 

საერთაშორისო კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი და საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.

 

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ქუთათელაძემ გახსნა. მისი თქმით, საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის ჩატარებაც უკვე ტრადიციად იქცა, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და დოქტორანტები შეეხებიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობი ღონისძიებები, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ანალიზი კორუფციის აღქმის ინდექსის გამოყენებით, კლასტერის ფორმირება რეგიონის სოფლის მეურნეობაში, უცხოური ინვესტიციების როლი და მნიშვნელობა თანამედროვე ეტაპზე და სხვ.

 

„კონფერნციის ფარგლებში ასევე დაგეგმილია რამდენიმე აქტუალური თემის განხილვაც. მათ შორის: მენეჯმენტისა და მარკეტინგის განვითარების თანამედროვე ტენდენციები,საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის აქტუალური პრობლემები, გამოწვევები საჯარო და ელექტრონული მმართველობაში, აგრობიზნესის და სტატისტიკის განვითარების ახალიმიდგომები. ცალკე პანელი დაეთმობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას - ტურიზმს. თემატიკიდან გამომდინარე, დისკუსია გაიმართება ECOMODE-ის, ანუ ეკოინოვაციური ბიზნესმოდელის შესახებაც“, - აღნიშნა რუსუდან ქუთათელაძემ.

 

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა განაცხადა, აღნიშნული კონფერენცია გამოირჩევა სტუმრებისა და თემების სიუხვით. რექტორმა ყურადღება გაამახვილა პროექტზე „ECOMODE“, რომელსაც იტალიის ეროვნული სააგენტო ERASMUS+ და INAP-ი აფინანსებს. მისი თქმით, ECOMODE-ის მიზანია ინოვაციისადა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ასევე, სტრატეგიული პარტნიორობა პროფესიული განათლების ასამაღლებლად.

 

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პარტნიორ ქვეყნებში სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის მცირე და საშუალო საწარმოებისათვის ეკოინოვაციური ბიზნეს მოდელების შექმნა დაარსებული საუკეთესო პრაქტიკის შეგროვება, რათა შემუშავდეს სასწავლო მეთოდოლოგია და სერტიფიცირების სტანდარტული ფორმა. ECOMODE-ის პროექტის ძირითადი სამიზნეაუდიტორია პროფესიული ორგანიზაციებია, რომლებიც სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ეკოინოვაციური ბიზნესმოდელის ფარგლებში მენეჯერებს მოამზადებენ“, - განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.

 

კონფერენციის ფარგლებში, სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა ზაარლანდის (გერმანია) ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერს, განსაკუთრებული ღვაწლისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი გადასცა. კონფერენციის გახსნითი ნაწილის დასრულების შემდეგ კი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბიზნესომბუდსმენის აპარატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

 


ამინდის პროგნოზი

15 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

„ფოტოგრაფიის ღამე“ თბილისში მეათედ გაიმართა  

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, „თბილისის ფოტო ფესტივალი“ მიმდინარეობს, რომლის ცენტრალური ღონისძიება „ფოტოგრაფიის ღამე“ უკვე მეათედ გაიმართა.

მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა      

გლდანის რაიონში, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში N32 ა და N35 ა კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

 

აჭარის რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს ციტრუსის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა გააცნეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს საშუალებას აძლევს, ციტრუსი საშემოდგომო ყინვის რისკისგანაც დააზღვიონ.

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის გორში 1 პირი დააკავა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული ზ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. 

 
ბათუმის "დინამომ" თბილისის "ლოკომოტივი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა

ზედიზედ ხუთი გამარჯვება ეროვნულ ლიგაში. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში ბათუმის ,,დინამომ’’ თბილისის ,,ლოკომოტივი’’ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

პრეზიდენტი თიანეთში დოჭურიშვილების დამბალხაჭოს ოჯახურ საწარმოს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თიანეთში, დოჭურიშვილების  ოჯახურ საწარმოს ,,მართა ბებოს დამბალხაჭო"  ეწვია და დამბალხაჭოს მომზადების პროცესს გაეცნო.
 

ბათუმში დააკავეს პირი, რომელმაც 10-მდე ადამიანის სახელით ონლაინ-სესხები აიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.

არჩილ თალაკვაძე: მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი ქალია

"ქართული ოცნება” პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობას და თანაბარ შესაძლებლობებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს - მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი არის ქალი".

ზუგდიდის მერია: შაბათი ინტელექტუალური თამაშების დღედ გამოცხადდა და არა ინტელექტუალების

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ შაბათის ინტელექტის დღედ გამოცხადების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაციითა გავრცელებული.

არასამთავრობო სექტორის, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და დეპუტატები შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.

ფერეიდნელ ქართველებს, რომლებიც ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ, თელავის ისტორიულ მუზეუმში უმასპინძლეს

სამ ფერეიდნელ ქართველს, რომელიც ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდა, დღეს  თელავის ისტორიულ მუზეუმში უმასპინძლეს.

სალომე ზურაბიშვილი: ჯიღაურას სამეცნიერო ცენტრში მოვიყვან ყველა უცხოელ სტუმარს, რათა ნახონ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

ავტობანზე 20 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული

ავტობანზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

ცენტრალური ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მსუბუქი მანქანა დაიწვა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.

 
„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები, ე.წ. „შაბათობები“ გრძელდება.

ბაჩო ოდიშარია - POSTV - ქართული საზოგადოება შემოდგომის სეზონის მთავარ პოლოლიტიკურ კურიოზს შეესწრო, ასპარეზზე გამოჩნდა ახალი მოძრაობა, სახელწოდებით ,,ლელო“ გამოჩნდა

ინტერნეტტელევიზია POSTV-ს ანალიტიკოსი, ბაჩო ოდიშარია საავტორო ვიდეობლოგში, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო"-ს წარდგენაზე საუბრობს.

 

გიორგი გახარია: ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები

ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.

“მაკკეინის ინსტიტუტი და ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამერიკაში მაკკეინის სახელთან ასოცირდებიან, დღემდე განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან „ნაციონალური მოძრაობისადმი“

ინტერნეტტელევიზია POSTV-ის პერსონალური ბლოგი თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციის შესახებ მოგვითხრობს, სადაც ირმა ინაშვილსა და დევიდ კრამერს შორის დაპირისპირება მოხდა.

იერუსალიმში საქართველოს ისტორიულ კვალს ქართველი, პოლონელი და ებრაელი მეცნიერები შეისწავლიან

იერუსალიმში საქართველოს ისტორიულ კვალს ქართველი, პოლონელი და ებრაელი მეცნიერები შეისწავლიან. გეგუთის სასახლის არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე, დღეს მხარეებს შორის  თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შსს: თბილისში, მოქალაქემ საკუთარი მანქანა სადაზღვეო კომპანიისგან თანხის მიღების მიზნით გადამალა და თქვა, რომ მოპარეს

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მანქანის ქურდობის ფაქტი არ დადასტურდა.