სვანეთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ორდღიანი ფესტივალი იმართება

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წელს  პირველად მთაში, კერძოდ მესტიაში ორდღიანი ფესტივალით დაიწყო.

 მესტიაში, თეთნულდსა და ჰეშკილში დაგეგმილი ღონისძიებების სლოგანია „იგრძენი თავისუფლების ძალა მთაში“.

ორი დღის, 25-26 მაისის განმავლობაში მესტიის მცხოვრებლებსა და სტუმრებს შეეძლებათ სამ სხვადასხვა გარემოში სხვადსხვა სეზონში მოხვდნენ: სათხილამურო სპორტის მოყვარულებს კურორტი თეთნულდი უმასპინძლებს, ჰეშკილის ულამაზეს გარემოში კი მთის სტუმრებს  დახვდებათ კემპინგი და ფერადი კარვები, მოსასვენებელი სივრცე, გასართობი აქტივობები ბავშვებისა და მოზარდებისთვის, სხვადასხვა სახის შეჯიბრი, თამაშები და კარაოკე. ჰეშკილის ცის საქანელა კი განსაკუთრებულ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეუქმნის იქ ჩასულ სტუმრებს.

 ასევე ორი დღის განმავლობაში მესტიის ცენტრში, სეტის მოედანზე   იგეგმება შემეცნებით-გასართობი აქტივობები, განთავსდება საბავშვო სივრცეები, სტუმრებს გაართობენ ილუზიონისტები და აკრობატები, გაიმართება შეჯიბრი მკლავჭიდში, ჭადრაკში, ნარდსა და კლდეზე ცოცვაში, თეატრალიზებული საბავშვო წარმოდგენა, ფოლკლორული კონცერტი, იმღერებენ  მო წვეუ ლ  ი ჯ გუ ფ ებიც.

სვანეთის მოსახლეობისთვის და მთის სტუმრებისთვის გაიმართება: უშბისა და თეთნულდის გმირების ფოტოგამოფენა, ფესტივალის ფარგლებში სპეციალურად  შექმნილ არტ-სივრცეში  კი შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან, ისტორიული და ახალი ფილმების ჩვენება სვანეთზე, შემეცნებით-გასართობი აქტივობები ბავშვებისა და დიდებისთვის.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ყველაზე ადრე სწორედ  სვანეთში დაიწყება და 25 მაისს ღამის 12 საათზე სეტის მოედანზე ჰიმნის შესრულების შემდეგ  დამსწრე საზოგადოება  26 მაისს   ფოიერვერკით შეხვდება.

 ფესტივალის მხარდამჭერები მესტიის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად არიან  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მთის კურორტების განვითარების კომპანია.

ორდღიანი ფესტივალის დაწყებამდე რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სოციალური კამპანია წარმართა,  რომლის ფარგლებშიც დამზადდა პორტრეტები სვანეთის მცხოვრებლებზე, სხვადასხვა პროფესიის საინტერესო ადამიანებზე, რომელთა შესახებაც  ბევრმა ადამიანმა შეიტყო. სოციალურ ქსელში ასევე, ტრიალებდა საუკუნის წინანდელი უნიკალური ძველი კადრები სვანეთის ცხოვრებიდან, რომლებიც ასახავდა უგზოობის დროს ადგილობრივების გადაადგილებას, გზის გაყვანას, რომელშიც ალპინისტებიც იყვნენ ჩართული, ყველაზე მაღალი სოფლის, უშგულის მოსახლეობის ერთად შეკრებას  პირველ ტელევიზორთან და სხვა მრავალ საინტერესო ფაქტს.

 

 

 

 

 

 


რიყეზე დაშავებული ტურისტი გარდაიცვალა

რიყეზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ტურისტი გარდაიცვალა. 

ძიძიგური: ვფიქრობ, რომ გიორგი გახარიას ქმედებები იყო სრულიად ლეგიტიმური, იძულებული გახდა პოლიცია, რომ ძალა გამოეყენებინა"

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა სატელევიზიო ეთერში 20-21 ივნისს, თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

ბახტაძე: გამოძიებული იქნება თითოეული დეტალი, რომელიც ეხება გულწრფელი ემოციით გამოწვეული პროტესტით პროვოცირებას და გარკვეულ შემთხვევებში ძალის შესაძლო გადამეტებას

"გამოძიებული იქნება თითოეული დეტალი, რომელიც ეხება გულწრფელი ემოციით გამოწვეული პროტესტით პროვოცირებას და მეორეს მხრივ იმას, ხომ არ მოხდა გარკვეულ შემთხვევაში ძალის გადამეტება". ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. 

კახა კალაძე შს მინისტრის გადაწყვეტილებას, პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლის შესახებ, ღირსეულს უწოდებს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადაწყვეტილება ღირსეულ ნაბიჯად შეაფასა.

ნათია თურნავა: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტურისტული ბაზარი არის უსაფრთხო

ეკონომიკის  მინისტრის განცხადებით, ტურიზმის სექტორთან აქტიური შეხვედრები გაგრძელდება, მათ შორის აჭარაში, სადაც სეზონი უკვე დაწყებულია და ადგილობრივ ტურისტულ ბიზნესს განსაკუთრებული თანადგომა ესაჭიროება.

"ბიზნესის დიდი ნაწილის თხოვნაა, სხვა ტურისტულ ბაზრებთან ერთად, შევეცადოთ და შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი"

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, არსებული გამოწვევების ფონზე გასაგებია ბიზნესსექტორის წუხილი. 

მამუკა ბახტაძე: ვინც მიდის კონსტიტუციის დარღვევის გზით, მისი ადგილი პოლიტიკური დიალოგის მაგიდასთან არ არის

"უპასუხისმგებლო და მოძალადე ჯგუფისთვის არანაირი ალტერნატივა არ არსებობს, მათთვის მიუღებელია არჩევნები, დემოკრატიული პროცესები",-ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ 20 ივნისის მოვლენების შეფასებისას "იმედს" განუცხადა. 

ბახტაძე: ვწუხვარ იმის გამო, რომ ჟურნალისტები დაზარალდნენ და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ განსაკუთრებულ პატივისცემას ქართული მედიის მიმართ

20 ივნისის ღამეს დაშავებულთათვის ნებისმიერი სახის დახმარება, იქნება ეს საზღვარგარეთ საუკეთესო კლინიკებში მკურნალობა თუ საქართველოში საუკეთესო ექიმების და სპეციალისტების ჩამოყვანა, იქნება გარანტირებული ჩვენი მხრიდან.

მამუკა ბახტაძე: პროპორციულ სისტემაზე გადასვლისას იმის ალბათობასაც არ გამოვრიცხავთ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს საჭირო

" პროპორციულ სისტემაზე გადასვლისას იმის ალბათობასაც არ გამოვრიცხავთ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს საჭირო. - ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მაკა ჩიჩუა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას შეუერთდა

ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეურთდა. 

ზუგდიდის მერია სტიქიით დაზარალებულებს შესაბამის დახმარებას გაუწევს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას გაუწევს.

არჩილ თალაკვაძე: არავის არ მივცემთ შესაძლებლობას სხვა არაკონსტიტუციური გზებით რაიმე ცვლილებას მიაღწიოს ამ ქვეყანაში

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა. 

ბათუმის მერიის ტურისტული სერვისების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ცივი იარაღით დაჭრეს

ბათუმის მერიის ტურისტული სერვისების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე ცივი იარაღით დაჭრეს.

ზუგდიდში გიორგი გახარიას გადადგომისა და სხვა მოთხოვნებით მესამე აქცია გაიმართა

ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოქალაქეები 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.

“ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებული მაღაროელები განცხადებას ავრცელებენ

შპს “ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებული მაღაროელების განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მაღაროელები გაფიცვის განახლებას გეგმავენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

თბილისში მიმდინარე აქციებს თელაველი ახალგაზრდები უერთდებიან

მათ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მსვლელობა მოაწყეს, რის შემდეგაც პროტესტი უკვე თელავის თეატრთან გაგრძელდა.

რომან გოცირიძისა და აკაკი ზოიძის დაპირისპირება: შენ აქ იჯექი და ელოდებოდი როგორ შემოვარდებოდნენ

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

მეხუთე დღეა რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი პროტესტი გრძელდება. 

ავლაბარში, ლომოურის ქუჩაზე დაზიანებულია სახლები და მანქანები (ფოტოები)

ავლაბარში, ლომოურის ქუჩაზე დაზიანებულია სახლები და მანქანები.

კარლ ჰარცელი: მივესალმებით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის განცხადებას, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს

კარლ ჰარცელის კომენტარი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.
 

ისანში კორპუსის მეშვიდე სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა

ისანში კორპუსის მეშვიდე სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა და დაიღუპა.