საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიო დედაქალაქებშიც აღინიშნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ საათს 17:10 წუთს, ეროვნული ჰიმნის შესრულებით, თბილისის გარდა მსოფლიოს სხვადასხვაქვეყნების დედაქალაქებში აღნიშნავენ. ამერიკის, ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის  ქვეყნებში, მათ შორის: მალაიზიაში, უზბეკეთში, ესტონეთში, ესპანეთში, თურქეთში, ირლანდიაში, გერმანიაში, დანიაში, ბელგიაში, უნგრეთში, მოლდოვაში, ისრაელში, ბრაზილიაში, არგენტინაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, ლატვიაში, შვედეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, სლოვენიაში, საფრანგეთში, უკრაინაში, ლიეტუვაში,  საქართველოს დიპლომატიური მისიებისა  და ქართული დიასპორის წარმომადგენლები შეიკრიბებიან და ეროვნულ შეასრულებენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 26 მაისს,  საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები.  

კერძოდ თურქეთში, ანკარაში საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ანკარის ანძა, დაიწერება: „გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“,ირლანდიასა და სლოვენიაში  საქართველოს დროშის ფერები გამოისახება სხვადასხვა შენობებზე, ასევე, 26 მაისის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიეტუვაში  ვილნიუსის ხიდი, ხოლო - ესტონეთში საქართველოს საელჩოს შენობა. საქართველოს სახელმწიფოებრივიდამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს დროშა აღიმართება ოტავას მერიის შენობაზე. ასევე, უკვე ტრადიციულად, ქართული ჩოხით შეიმოსებაბელგიაში ბრიუსელის სიმბოლო Manneken-Pis.    

ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები მოეწყობა ესპანეთში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება „ბასიანის“ კონცერტი და ქართული ნაციონალური სამოსის გამოფენა, ასევე, შვეიცარიაში გაიმართება ქართველი პიანისტის თამარ ბერაიას კონცერტი, ირანში კი - ქართული ეროვნული სამოსის ჩვენება მოეწყობა. ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საფრანგეთში, ლევილში გაიმართება საზეიმო კონცერტი, პოლონეთში კი -ვარშავის ფილარმონიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტით. საქართველოს დამოუკიდებლობას აღნიშნავი ღონისძიებების ფარგლებში  იტალიაში ჩატარდება ქართული კინოს ფესტივალი.  დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ასევე დაგეგმილია  ბერლინის მერიის ისტორიულ შენობაში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება გერმანიაში მოღვაწე ქართული ეთნო/ჯაზ ბენდის „გეოთრეინის“ კონცერტი.

დიდ ბრიტანეთში კი  ეროვნული დღესასწაული ქართული დიასპორის ჩართულობით სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება, რაც შეეხება უნგრეთს,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღების ფარგლებში უნგრელი მომღერლები (მათ შორისაა თბილისის კონსერვატორიის კურსდამთავრებული შ. ბოლიკი) შეასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერებს. საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავენ აშშ-შიც, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების ფარგლებში ანსამბლ "სულიკო"-ს კონცერტი გაიმართება. ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად არგენტინაში ქ. ბუენოს-აირესში გაიმართება თბილისის სახელობის მოდენის - „თბილისი - პლაზას“ ინაუგურაცია, მოეწყობა ფოტო-გამოფენა და საქართველოს ჰიმნი შესრულდება არგენტინის ფედერალური პოლიციის სიმფონიური ორკესტრის მიერ.

სლოვენიაში, 26 მაისთან დაკავშირებით ნაჩვენები იქნება „Georgia Made By Characters“,  „Discover Georgia“ და გაიმართება გამოფენა თემაზე: „საქართველოს 30-წლიანი გზა დამოუკიდებლობისა და ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ“.

დამოუკიდებლობის დღე  საზეიმო ღონისძიებებით ასევე აღინიშნება აზერბაიჯანში,  ქ. ფრანკფურტში, ჩეხეთში, პორტუგალიაში, ბელარუსში, პანამაში, რუმინეთში ეგვიპტეში, კვიპროსში,  ნიდერლანდებში, ქ. ჟენევაში, სლოვენიაში, ნორვეგიაში, ფინეთში, შვედეთში, ოდესაში, ლატვიაში, სომხეთსა და საბერძნეთში.  ჩინეთში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ისტორიის და კულტურის პოპულარიზაციისმიზნით, ასევე გაიმართება ფოტო-გამოფენა და ფილმის ჩვენება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ავსტრალიაში გაიმართება ავსტრალიური გუნდის „Wordly Goods” კონცერტი, რომელიც ქართულ სიმღერებს შეასრულებს.

სლოვაკეთში ასევე გაიმართება 26 მაისისადმი მიძღვნილი კონცერტი , რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სოპრანო იანო ალიბეგაშვილი.

ასევე, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება  ავსტრიაში, ისრაელში, ბრაზილიაში, მექსიკაში, ინდოეთში, ინდონეზიაში, ირლანდიაში, იორდანიასა და უზბეკეთში,  რომელთაც ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, ანალიტიკური წრეების და დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებები  უკვე გაიმართა ქ. ნიუ-იორკში, დანიაში, კატარში, სამხრეთ აფრიკაში,  ოდესაში, სალონიკში,  თურქმენეთსა და ბულგარეთში.


მამუკა ბახტაძე: ბათუმში ხვალიდან ელექტრომობილების გაზიარების სერვისი დაინერგება

"სასიხარულოა, რომ თბილისის შემდეგ ხვალიდან  ბათუმში დაინერგება ელექტრომობილების გაზიარების სერვისი, ეს არის სერვისი, რომელიც მსოფლიოს ყველა წამყვან ქალაქში სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით".

პრემიერი: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გვქონდეს მედიათავისუფლება, რაც არის და იქნება უზრუნველყოფილი

„ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,  საქართველოში გვქონდეს ძალიან მაღალი დონის მედიაპლურალიზმი, მედიათავისუფლება, რაც არის და მომავალშიც აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი“.

ავარია თბილისში - ტრაილერს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

დავით ქაშიაშვილი: პაატა სალიას არ სურდა, წამოვსულიყავით

ტელეკომპანია „რუსთავი2“ ჟურნალისტების უმრავლესობამ დატოვა. როგორც დავით ქაშიაშვილმა განაცხადა, პაატა სალიამ მათ დარჩენა შესთავაზათ, თუმცა უარი განაცხადეს:

აკაკი ზოიძე: ძნელია კორექტული სიტყვებით შეაფასო ის უტიფრობა, რასაც ბატონი ბარამიძე იჩენს

უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ C ჰეპატიტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მამუკა ბახტაძე: ოკუპაცია არის  გამოწვევა, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს

"ჩვენთვის ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, ეს არის საკითხი, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს უნდა გვაერთიანებდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს ჩვენ".

საბა კიკნაძე: Ryanair-ის ჩვენს ავიაბაზარზე შემოსვლა მეტ ევროპელ ტურისტს მოიზიდავს და შესაძლოა, ე.წ. weekend ტურების განვითარებაც მოხდეს

„კავკასუს თრეველის“ დამფუძნებლის თქმით, Ryanair-ის შემოსვლით საქართველო ევროპისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

"რუსთავი2" -ს კურიერის ჟურნალისტები ტოვებენ

ტელეკომპანია "რუსთავი2" კურიერის ჟურნალისტების უმრავლესობამ  დატოვა.

ლაურა ღაჭავა: პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

ხვალ,  22 აგვისტოს ჯივიპი ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.

უზბეკეთის ელჩი: საქართველო, მსოფლიო ბაზრებზე წვდომის გაფართოებისათვის მნიშვნელოვანი პარტნიორია

საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის ელჩი შერზოდ ფაიზიევი საქართველო უზბეკეთის დიპლომატიური ურთიერთობები 25 წელს "პირველთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აფასებს.

 

 

"რაინეარის" კომერციული დირექტორი - "ეს მხოლოდ დასაწყისია"  

ავიაკომპანია "რაინეარის" კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო’ბრაინმა ქართულ მხარესთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა, რომ წლების განმავლობაში საქართველომ ტურისტულად მიმზიდველ ქვეყნად ჩამოყალიბებისთვის დიდი საქმე გააკეთა.

ყაზბეგის N28-ში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ყაზბეგის N28-ში წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

"არ მიმიღია გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ში დაბრუნების თაობაზე"

ჟურნალისტ ნინო შუბლაძის განცხადებით, მას ჰქონდა "რუსთავი 2"-ში დაბრუნების თაობაზე შემოთავაზება თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღია.

ტიმოთესუბნის ძეგლზე უნებართვოდ მოწყობილ კარადას დაშლიან

ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში, თანამედროვე სამშენებლო მასალით, საყოფაცხოვრებო დანიშნულების სათავსო უნებართვოდ მოაწყვეს.

მარიამ ქვრივიშვილი „Ryanair”-ის შემოსვლაზე : ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია გერმანია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ავიაკომპანია „Ryanair”-ის შემოსვლას ეხმიანება.

სურსათის უვნებლობის კუთხით საქართველო გერმანიასთან თანამშრომლობას აღრმავებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გერმანიის რისკის შეფასების ფედერალურ ინსტიტუტთან (BfR) თანამშრომლობას აღრმავებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი: „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს ყოფილი ხელმძღვანელი აშანტაჟებს

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები ბულინგის მსხვერპლი არიან, ყოფილი ხელმძღვანელი მათ ძალიან უხეშად აბულინგებს,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა „რუსთავი 2“-დან ჟურნალისტების წასვლაზე საუბრისას.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბს ესროლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ მგუძირხვაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ე.წ. პრეზიდენტობის ერთ - ერთი კანდიდატის ოლეგ არშბას საარჩევნო შტაბს ესროლეს, წერს "აბხაზია ინფორმი".

საქართველოსა და აზერბაიჯანის საექსპერტო ჯგუფებმა საზღვრის მიდმებარე ტერიტორიები დაათვალიერეს

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სამთავრობო კომისიების საექსპერტო ჯგუფები სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთბზე ერთობლივ სამუშაოებს განაგრძობენ.

ლარი 0.79 თეთრით გაუფასურდა

21 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9354 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9275 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.79 თეთრი შეადგინა.