ფინანსთა მინისტრმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე ჩრდილოეთის კარიბჭიდან მიულოცა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სსაქართელოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის აღდგენის 101 წლის თავი ლარს საბაჟო პუნქტიდან მიულოცა.

მინისტრმა, დღევანდელი დღის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და განსაკუთრებული მადლობა უწყების იმ თანამშრომლებს გადაუხადა, რომლებიც ყაზბეგში საბაჟო პუნქტზე მუშაობენ.


"ახსნა არ სჭირდება იმას თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს დღევანდელ დღესასწაულს. მინდა ყველას მივულოცო ეს დღე. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 101 წელს ერთდროულად საქართველოს 15 ქალაქში აღნიშნავენ თუმცა ყველაზე ლამაზ ადგილას ფინანსთა სამინისტრო ზეიმობს. ამ კონკრეტულ ადგილს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩრდილოეთის კარიბჭე და თუ არა აქ მაშინ სად უნდა იზეიმო ეს დღე. მინდა მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს აქ შეკრებილ საზოგადოებასა და ჩვენი უწყების უკებლივ ყველა თანამშრომელს",- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.


საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიება
საბაჟო გამშვებპუნქტ უნქტზე “ყაზბეგი”, 13:00 საათიდან გამართა
მოწვეულ სტუმრებს, ტურისტებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს, საინტერესო საგამოფენო სივრცეების დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ.
საგამოფენო სივრცეებში წარმოდგენილი იყო უნიკალური ისტორიული და საარქივო ფოტო მასალა. საინფორმაციო სტენდების საშუალებით გაიზიარონ ცოდნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განთავსებულ ხუროთმოძღვრების ძეგლების, გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების, სხვადასხვა საინტერესო ფაქტისა და მოვლენის შესახებ. 


ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა უწყების რამდენიმე თანამშრომელი სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა. 
წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა. ასევე, „გააზიარე ცოდნა“, კამპანიის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნებიან ქართველი მეწარმეები.
ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა სამსახურის საზეიმო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულმა ანსამბლებმა: „შავნაბადა“ და „ერისიონი“. ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მთის შვილები“, ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „დიდებაი“ და ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „ერობა“


მამუკა ბახტაძე: ბათუმში ხვალიდან ელექტრომობილების გაზიარების სერვისი დაინერგება

"სასიხარულოა, რომ თბილისის შემდეგ ხვალიდან  ბათუმში დაინერგება ელექტრომობილების გაზიარების სერვისი, ეს არის სერვისი, რომელიც მსოფლიოს ყველა წამყვან ქალაქში სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით".

პრემიერი: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გვქონდეს მედიათავისუფლება, რაც არის და იქნება უზრუნველყოფილი

„ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,  საქართველოში გვქონდეს ძალიან მაღალი დონის მედიაპლურალიზმი, მედიათავისუფლება, რაც არის და მომავალშიც აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი“.

ავარია თბილისში - ტრაილერს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

დავით ქაშიაშვილი: პაატა სალიას არ სურდა, წამოვსულიყავით

ტელეკომპანია „რუსთავი2“ ჟურნალისტების უმრავლესობამ დატოვა. როგორც დავით ქაშიაშვილმა განაცხადა, პაატა სალიამ მათ დარჩენა შესთავაზათ, თუმცა უარი განაცხადეს:

აკაკი ზოიძე: ძნელია კორექტული სიტყვებით შეაფასო ის უტიფრობა, რასაც ბატონი ბარამიძე იჩენს

უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ C ჰეპატიტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მამუკა ბახტაძე: ოკუპაცია არის  გამოწვევა, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს

"ჩვენთვის ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, ეს არის საკითხი, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს უნდა გვაერთიანებდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს ჩვენ".

საბა კიკნაძე: Ryanair-ის ჩვენს ავიაბაზარზე შემოსვლა მეტ ევროპელ ტურისტს მოიზიდავს და შესაძლოა, ე.წ. weekend ტურების განვითარებაც მოხდეს

„კავკასუს თრეველის“ დამფუძნებლის თქმით, Ryanair-ის შემოსვლით საქართველო ევროპისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

"რუსთავი2" -ს კურიერის ჟურნალისტები ტოვებენ

ტელეკომპანია "რუსთავი2" კურიერის ჟურნალისტების უმრავლესობამ  დატოვა.

ლაურა ღაჭავა: პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

ხვალ,  22 აგვისტოს ჯივიპი ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.

უზბეკეთის ელჩი: საქართველო, მსოფლიო ბაზრებზე წვდომის გაფართოებისათვის მნიშვნელოვანი პარტნიორია

საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის ელჩი შერზოდ ფაიზიევი საქართველო უზბეკეთის დიპლომატიური ურთიერთობები 25 წელს "პირველთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აფასებს.

 

 

"რაინეარის" კომერციული დირექტორი - "ეს მხოლოდ დასაწყისია"  

ავიაკომპანია "რაინეარის" კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო’ბრაინმა ქართულ მხარესთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა, რომ წლების განმავლობაში საქართველომ ტურისტულად მიმზიდველ ქვეყნად ჩამოყალიბებისთვის დიდი საქმე გააკეთა.

ყაზბეგის N28-ში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ყაზბეგის N28-ში წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

"არ მიმიღია გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ში დაბრუნების თაობაზე"

ჟურნალისტ ნინო შუბლაძის განცხადებით, მას ჰქონდა "რუსთავი 2"-ში დაბრუნების თაობაზე შემოთავაზება თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღია.

ტიმოთესუბნის ძეგლზე უნებართვოდ მოწყობილ კარადას დაშლიან

ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში, თანამედროვე სამშენებლო მასალით, საყოფაცხოვრებო დანიშნულების სათავსო უნებართვოდ მოაწყვეს.

მარიამ ქვრივიშვილი „Ryanair”-ის შემოსვლაზე : ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია გერმანია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ავიაკომპანია „Ryanair”-ის შემოსვლას ეხმიანება.

სურსათის უვნებლობის კუთხით საქართველო გერმანიასთან თანამშრომლობას აღრმავებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გერმანიის რისკის შეფასების ფედერალურ ინსტიტუტთან (BfR) თანამშრომლობას აღრმავებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი: „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს ყოფილი ხელმძღვანელი აშანტაჟებს

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები ბულინგის მსხვერპლი არიან, ყოფილი ხელმძღვანელი მათ ძალიან უხეშად აბულინგებს,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა „რუსთავი 2“-დან ჟურნალისტების წასვლაზე საუბრისას.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბს ესროლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ მგუძირხვაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ე.წ. პრეზიდენტობის ერთ - ერთი კანდიდატის ოლეგ არშბას საარჩევნო შტაბს ესროლეს, წერს "აბხაზია ინფორმი".

საქართველოსა და აზერბაიჯანის საექსპერტო ჯგუფებმა საზღვრის მიდმებარე ტერიტორიები დაათვალიერეს

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სამთავრობო კომისიების საექსპერტო ჯგუფები სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთბზე ერთობლივ სამუშაოებს განაგრძობენ.

ლარი 0.79 თეთრით გაუფასურდა

21 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9354 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9275 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.79 თეთრი შეადგინა.