ნათია თურნავა: „საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კიდევ ერთხელ, მარნეულიდან ვულოცავ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა - ნათია თურნავამ მარნეულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო.

„ვულოცავ კიდევ ერთხელ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აქედან, მარნეულიდან - ეს არის ქვემო ქართლის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქი, სადაც ძალიან მშრომელი, ძალიან პატრიოტი ადამიანები ცხოვრობენ“.

როგორც მან აღნიშნა, 26 მაისი ის დღეა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს აერთიანებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაათვალიერა მარნეულში მოწყობილი პავილიონები, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული და საგანმანათლებლო ექსპონატები - 26 მაისის ღონისძიებებში ყველა სახელმწიფო სტრუქტურის ჩართულობით მომზადდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის დამოუკიდებლობის დღე ცოდნის გაზიარებას და მის მნიშვნელობას მიეძღვნა, მარნეულში ჩატარებული ღონისძიებების მთავარიდევიზიც ასეთი იყო - „გააზიარე ცოდნა“.

ნათია თურნავა ასევე ესტუმრა ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას. როგორც მანაღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი სახელმწიფო პროგრამების, მათ შორის „აწარმოესაქართველოში“ დახმარებითაა წარმოებული. მინისტრი ასევე დაესწრო ტურნირს ქართულ ჭიდაობაში და გამარჯვებულ ფალავანს ბაჩა პაპუნაშვილს თასი გადასცა.

„მნიშვნელოვანია, რომ აქ ჩვენ კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებთან ერთად მოწყობილი გვაქვს ადგილობრივინაწარმის საინტერესო, მრავალფეროვანი გამოფენა. ეს არის ადგილობრივი მცირე და მიკრო მეწარმეების ნაწარმი და აქგამოყენებულია საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ფინასური დახმარების, ფინანსური პროგრამების, რაც იმას ნიშნავს, რომაქაური ადამიანები ძალიან მშრომელები, ძალიან ინიციატივიანები არიან, მოგვმართავენ ჩვენ, „აწარმოე საქართველოში“გრანტებისთვის, სხვა სახის ფინანსური დახმარებებისთვის და ავითარებენ საკუთარ ბიზნესს“, - განაცხადა ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების მინისტრმა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, რეგიონებში ბიზნესის, მათ შორის მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ის მზადაა, კიდევ უფრო გააძლიეროს ეს მხარდაჭერა.

მარნეულში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 17:10 სთ-ზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დასრულდა.

26 მაისის ღონისძიებებში ჩართული იყო ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, რომელთა მუშაობასაც კოორდინაციას უწვევდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.


პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ნმოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ.ტ. თბილისში დააკავეს.

ერთი დღე მანქანის გარეშე - მსოფლიო სოციალურ აქციას საქართველოც უერთდება

ერთი დღე მანქანის გარეშე - მსოფლიო სოციალურ აქციას საქართველოც უერთდება. ორგანიზტორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დღეს ავტომობილების გარეშე გამოვიდნენ ქალქში. 

კახეთში საშემოდგომო ხვნის სამუშაოები მიმდინარეობს

თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების დასრულების შემდეგ, კახეთის რეგიონში, შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის" ტექნიკა საშემოდგომო ხვნის სამუშაოებში ჩაერთო.

დოლიძის ქუჩაზე ხის დაცემის შედეგად დაშავებული კაცი რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება

თბილისში დოლიძის ქუჩაზე ხის დაცემის შედეგად დაშავებული ერთი პირის  მდგომარეობა მძიმეა. მას რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"თუ ვერ ვცვლით ხეილუფლებას მაშინ ის უნდა დავაბათ" - პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ორბელიანების სასახლესთან მისულმა ახალგაზრდებმა აქცია-პერფორმანსის სახით ჭიშკარზე ბოქლომები დაამაგრეს. შეკრებილები თვლიან, რომ პრეზიდენტი დასაბმელია.

რომან გოცირიძე: მსგავსი წარმომავლობის კომპანიის მონაწილეობა ანაკლის კონსორციუმში არის სერიოზული რისკების შემცველი

„მსგავსი წარმომავლობის კომპანიის მონაწილეობა ანაკლის კონსორციუმში არის სერიოზული რისკების შემცველი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ფეისბუკ გვერდზე წერს.

"არის წინაპირობები, რომ შეთანხმების გზით შევცვალოთ საარჩევნო კანონმდებლობა"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ "იმედის" პირდაპირ ეთერში საკონსტიტუციო  და საარჩევნო რეფორმების შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა იმ ძირითადი ცვლილებების არსი, რაც საარჩევნო კანონმდებლობაში შედის.

შსს: კაცმა ხულოში 78 აგარაკი გაქურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ე.ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში ღამის განმავლობაში თბილისში ქარის გამო 30 შეტყობინება შევიდა

თბილისში ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მთელი ღამის განმავლობაში 30 შეტყობინება შევიდა.

"დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო"

საქართველო დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას – "დავასუფთაოთ მსოფლიო" ურთდება. კამპანიის პარალელურად, საქართველოში პროექტი - "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ხორციელდება.

საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის კამერუნის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) თანამშრომლებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, კამერუნის რესპუბლიკის 2 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელს, ლევან მეხუზლას შეხვდა და რთველის მიმდინარეობისა და ყურძნის გადამუშავების შესახებ ინფორმაციას გაეცნო.

ციხელაშვილი: ცხინვალი სრულ იზოლაციაშია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ცხინვალის რეგიონი ფაქტობრივად სრულ იზოლაციაშია. 

ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით შსს-ში 270 შეტყობინება შევიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უამინდობით გამოწვეული პრობლემების დახმარების მიზნით შესულ განცხადებებზე განცხადებას ავრცელებს.

"ნაცები" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სპორტს იყენებდნენ მხოლოდ როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს"

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ყოფილი უფროსი ეკა კვიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ქართული სპორტი უზარმაზარი წარმატების გზას ადგას"

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გენო პეტრიაშვილს გამარჯვება მიულოცა და ქართველი სპორტსმენების ბოლო პერიოდის უნიკალურ მოღწევებზე ისაუბრა.

გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

ყაზახეთში მიმდინარე 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში ქართველი ფალავანი გენო პეტრიაშვილი ჩემპიონი გახდა.

მთავარი საკითხები, რომლებზეც პარლამენტი 2019 წლის საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს

არჩილ თალაკვაძემ საშემოდგომო სესიის ათი მთავარი გამოწვევა წარმოადგინა.

თსუ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშზე განმარტებებს ავრცელებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე განმარტებას ავრცელებს.

ფორსაჟის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები გადაიდო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო.

Adjarabet.com-ის უნიკალური აქცია რაგბის გულშემატკივრებს

Adjarabet.com ახალ აქციას სთავაზობს რაგბის გულშემატკივრებს, რომლებიც
დადებენ ფსონს მსოფლიო თასის ფარგლებში საქართველოს ნაკრების თამაშზე.