სალომე ზურაბიშვილი - დიასპორა საქართველოს ძალა და მნიშვნელოვანი კაპიტალია

საქართველოს პრეზიდენტმა ქართული დიასპორას დიასპორის ყოველწლიურ ფორუმზე მიმართა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იმართება.

  საქართველოს პრეზიდენტი დიასპორის ფორუმზე ინიციატივით გამოვიდა, რომ მომავალ წელს დიასპორის ფორუმი საქართველოს რომელიმე რეგიონში გაიმართოს, რათა დიასპორის წარმომადგენლები ახლოს გაიცნონ რეგიონების პოტენციალს და დაეხმარონ განვითარებაში ინვესტიციებითა თუ სხვა საშუალებით. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში საზღვარგარეთ მცხოვრები დიასპორის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამშობლოსთან მათი კავშირების შენარჩუნება სახელმწიფოს უფრო გააძლიერებს და განავითარებს.

  პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიოში გაშლილი ქართული დიასპორა სახელმწიფოს ძალაა, საქართველოს სწორედ დიასპორის წარმომადგენლების საქმიანობით იცნობენ, კულტურის, სპორტის, ეკონომიკის მიმართულებით. დღეს უკვე სახელმწიფო და დიასპორა ერთიანია, ჩვენი მომავალი ერთია! გეოგრაფიულ მანძილსა და დაშორებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს 21-ე საუკუნის მსოფლიოში, რადგან არსებობს უამრავი ტექნიკური საშუალება შესაბამისი საქმიანობის დისტანციურად განხორციელების, კავშირების შენარჩუნებისა და გაძლიერებისათვის. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მთავარია, რომ ემიგრაცია და დიასპორა მთლიანად იყოს ჩართული ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არ გრძნობდეს თავს გარიყულად ამისათვის სახელმწიფომ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს. საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი სტუდენტების შესახებაც ისაუბრა, რომელებიც საზღვარგარეთ განათლებას ეუფლებიან და აღნიშნა, რომ ისინი საქართველოს ძალიან დიდ კაპიტალსა და ადამიანურ რესურსს წარმოადგენენ. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სტუდენტებს უნდა მივცეთ ყველა საშუალება, რომ დაბრუნდნენ სამშობლოში და ჩაერთონ სახელმწიფოს სამსახურში.       ,,ალბათ, მომავალ თაობას პრიორიტეტებს არ ვუსახავთ, რომ იცოდნენ - რა მიმართულებით, სად და როგორ ისწავლონ. ქვეყნის მოთხოვნები მიწოდების ბაზართან უნდა იყოს შეთანხმებული იმისათვის, რომ მზად იყოს საქართველო იმ ახალგაზრდების მისაღებად და დასახვედრად, როცა დაასრულებენ სწავლას“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

  სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის წინაშე გამოსვლისას რამდენიმე ის მიმართულება დაასახელა, სადაც დიასპორის წარმომადგენლებთან ერთობლივი მუშაობით შესაძლებელია ქვეყნის განვითარებაში ჩართვა. პრეზიდენტის თქმით, ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად ვემსახუროთ ქართულ კულტურას. ფრანკფურტის წიგნის ფესტივალში და სხვა მსგავს კულტურულ ღონისძიებებსა და ფორუმებში მონაწილეობით.

  საზღვარგარეთ მცხოვრები შემოქმედი ადამიანები ჩართულნი უნდა იყვნენ შესაბამისი მიმართულებებით ამ ერთობლივ საქმიანობაში. საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა ქართული დიასპორულორგანიზაციებს, რომ რაც შეიძლება აქტიურად გაავრცელონ ინფორმაცია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ადამიანები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იყენებენ ვიზალიბერალიზაციას, ხელს უშლიან ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ გაეცნონ ევროპა და მოინახულონ მისი კულტურული ღირსშესანიშნაობები, საფრთხეს უქმნიან საქართველოს იმიჯს, იმას, რასაც ჩვენი საზოგადოება ყოველდღიურად აშენებს.


უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

19 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.7871 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.7664 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -2.07 თეთრი შეადგინა.
 
 

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ავიაპარკს უახლოეს მომავალში Boeing 737-800 შეემატება

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ავიაპარკს უახლოეს მომავალში Boeing 737-800 შეემატება, რომლითაც თბილისიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისები შესრულდება.

მეუფე კალისტრატეს გარდაცვალებაზე ინფორმაცია მცდარია

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. 

ფოცხოში მოსწავლეების მიერ გამოგონილი მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყო დაამონტაჟეს

სენაკის ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყო ფოცხოს თემში, ოთხ ლოკაციაზე დაამონტაჟეს.  

ვასაძე პოლიციელებს მიმართავს

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით ვერის პარკში მორიგი განცხადება გააკეთა.

ვახტანგ ჭარაია: საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი ბოლო 15 წლის ისტორიულ მინიმუმზეა

„საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი 2005 წლის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ყოველთვიურ ჭრილში 2019 წლის მაისში მან 38.4% შეადგინა“, - განაცხადა ორგანიზაცია „სექტორი 3“-ის ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ.

ექსპერტი: სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი ბოლო 15 წლის მინიმუმზეა

ეკომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას აფასებს და ექსპორტის ზრდასთან ერთად უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირებას უსვამს ხაზს.

კაიროში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

კაიროში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

"მამაოსგან კურთხევა არ მაქვს, ინტერვიუ მოგცეთ" - დაპირისპირება ვერის ბაღში (ვიდეო)

ლევან ვასაძის თანამოაზრე გურამ ფალავანდიშვილმა "რუსთავი2-"ის ჟურნალისტს ინტერვიუ არ მისცა. მისივე თქმით, "რუსთავი2-თან" კომუნიკაციაზე მამაოსგან კურთხევა არ ჰქონდა.

გურამ ფალავანდიშვილი : ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე პრაიდს არ ჩავატარებინებთ (ვიდეო)

ვერის ბაღში სახალხო ერთობის წევრმა გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გამოსვლის უფლებას არ მისცემენ.

საპატრიარქო: ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისგან, ისე მრევლისაგან

ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

სააპელაციო სასამართლომ იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ იულია სუსლიაკის ადვოკატის სარჩელი არ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

ვასაძე კავკასიელ ხალხებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე კავკასიელ ხალხებს ლგბტ თემთან ბრძოლაში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 

ნინო ბოლქვაძე: „ღირსების მარში“ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში არ გაიმართება

„თბილისი პრაიდი“ ორგანიზატორი ნინო ბოლქვაძე აცხადებს, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარების ადგილი ჯერ გასაიდუმლოებულია, თუმცა მარში თბილისის ცენტრალურ ქუჩებში არ გაიმართება.

მამუკა მდინარაძე: სამშენებლო წესების დარღვევისთვის ნებისმიერი ადამიანი მკაცრად უნდა დაისაჯოს, რადგან ქალაქში ქაოსური განაშენიანება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პირს სამშენებლო ნორმების არსებითად დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

მდინარაძე: ჩხუბსა და ორომტრიალში შესვლა არეულობას იწვევს და არასწორი საქციელია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნებისმიერი სახის ძალადობა დაუშვებელია და სახელმწიფოს მხრიდან ძალადობა არათუ დაგმობილი, არამედ აღკვეთილი იქნება.

საქართველოს ბანკი ტაქსებში ახალ, ინოვაციურ საგადამხდელო სისტემას QR-გადახდებს ნერგავს

საქართველოს ბანკი  მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისისა თუ პროდუქტის შეთავაზებას აგრძელებს.

ეკონომიკის ექსპერტები ექსპორტის ზრდას პოზიტიურად აფასებენ

ეკონომიკის ექსპერტის იოსებ არჩვაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი საშუალებას იძლევა ექსპორტის დაჩქარებული განვითარებისთვის.

კაპადოკიაში ქართული კულტურის დღეები ჩატარდა

 კაპადოკიაში ქართული კულტურის დღეები ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა ახალგაზრდამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

იოსებ არჩვაძე: საქართველოს ექსპორტმა 2019 წლის მაისში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

ეკონომიკის ექსპერტის იოსებ არჩვაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი საშუალებას იძლევა ექსპორტის დაჩქარებული განვითარებისთვის.

ქართული ღვინის კომპანია ევროკავშირის ჯილდოს მფლობელი გახდა

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის ჯილდოს მფლობელი ქართული ღვინის კომპანია „შილდა“ გახდა.