პროექტის მართვის ინსტიტუტმა (PMI) საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობა გახსნა

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფესიული ასოციაციის, პროექტის მართვის ინსტიტუტის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა.

გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას ადგილობრივი და საერთაშორისო, კერძო და საჯარო სექტორის ტოპ მენეჯერები, PMI საქართველოს წარმომადგენლობის დამფუძნებლები და წევრები, ასევე პროექტის მართვის სფეროში მომუშავე პროფესიონალები დაესწრნენ. 

პროექტის მართვის ინსტიტუტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი მიზანი პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაში ხელშეწყობაა. PMI-ს საქართველოს წარმომადგენლობის დამფუძნებელი და კომუნიკაციების დირექტორი თამარ მაჭავარიანი აცხადებს, რომ პროექტის მართვის სფერო საქართველოში არც ისე კარგადაა განვითარებული, ამიტომ საქართველოს წარმომადგენლობა აქტიურად იმუშავებს ამ პროფესიაზე ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიონალების ხელშეწყობაზე.

„პროექტის მართვის ინსტიტუტთან ერთად ამ წარმომადგენლობის გახსნაზე დაახლოებით 4 წლის განმავლობაში ვმუშაობდით. ეს იყო აქტიური, ნაყოფიერი და დატვირთული პერიოდი. ვფიქრობ, ამ წარმომადგენლობის არსებობას საქართველოში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან პროექტების მართვა საქართველოში არ არის საუკეთესოდ განვითარებული. ამიტომ, ჩვენი წარმომადგენლობის მიზანია, ამ პროფესიის შესახებ ავამაღლოთ ცნობიერება, ხელი შევუწყოთ საქართველოში რაც შეიძლება მეტი სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერის არსებობას, რაც, თავის მხრივ, დრამატულად გააუმჯობესებს სახელმწიფო და კერძო სექტორში მიმდინარე პროექტებს. შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე“, - აცხადებს თამარ მაჭავარიანი.

პროექტის მართვის ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობა 2018 წელს დაფუძნდა და 92 მოქმედ წევრს აერთიანებს. მათ შორის, პროექტის მართვის პროფესიონალის სერტიფიკატის (PMP) მფლობელებსაც, რომლებიც  მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო წამყვან ორგანიზაციებში. ასევე, წარმომადგენლობა აქტიურად თანამშრომლობს  პროექტის მართვის ინსტიტუტის სხვა ქვეყნების წარმომადგენლობებთან.

PMI-ს პრეზიდენტი და დამფუძნებელი ლელა მაჩაიძე ამბობს, რომ ორგანიზაცია მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პროექტის მართვის სტანდარტების და მეთოდოლოგიის გავრცელებას საქართველოში.

„ეს იქნება ადგილი, სადაც შეგვეძლება, გავაზიაროთ ცოდნა, გამოცდილება. გვქონდეს ურთიერთობა სხვადასხვა დარგის, სექტორის, პროექტის მენეჯერებთან. ვისაუბრებთ, რა გამოწვევები და საჭიროებებია პროექტის მართვის მიმართულებებით და სად არის ის ხარვეზები, რომლის გამოსწორებაზეც შეგვიძლია ვიფიქროთ ერთად“, - აცხადებს ლელა მაჩაიძე.

პროექტის მართვის ინსტიტუტი 1969 წელს დაფუძნდა და დღემდე ყველაზე დიდი, არამომგებიანი, წევრობაზე დაფუძნებული პროფესიული ასოციაციაა. ინსტიტუტი მსოფლიოს მასშტაბით 700,000-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს და ქმნის ღირებულებას ადვოკატირების, თანამშრომლობის, განათლებისა და კვლევის მეშვეობით 2.9 მილიონი ადამიანისთვის, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან.  პროექტის მართვის ინსტიტუტი ხელს უწყობს პროფესიონალებს კარიერულ ზრდაში, ხოლო ორგანიზაციებს  წარმატების მიღწევაში. ინსტიტუტი აძლიერებს პროექტის მართვის პროფესიას საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტების, სერტიფიცირების, რესურსებისა და ინსტრუმენტების შექმნით, აკადემიური კვლევების, პუბლიკაციების, პროფესიული განვითარების კურსების და პროფესიონალების ერთმანეთთან დაკავშირების გზით.


ქუთაისში ელექტრომობილების წარმოება იწყება

ინდუსტრიულმა ჰოლდინგმა Aigroup -მა ცენტრალურ მოედანზე ოფიციალური პრეზენტაცია გამართა, რომლის ფარგლებში ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტი წარადგინა. 

სამი მოთხოვნიდან ორი შესრულებულია - პროტესტის მეშვიდე დღე თბილისში

თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია. შვიდდღიანი პროტესტის შემდეგ სამიდან ორი მოთხოვნა შესრულდა.

მირიან წიკლაურის განცხადებით, მან მონაწილეობა მიიღო კენჭისყრის პროცედურაში

საქართველოს პარლამენტის წევრის, მირიან წიკლაურის განცხადებით, მან მონაწილეობა მიიღო კენჭისყრის პროცედურაში.

ლომჯარია: მელიას დაპატიმრება არ უნდა მოხდეს, ამას პოლიტიკური სტაბილურობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს  გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

აშშ-ს საელჩო საქართველოს მთავრობას მიმართავს

საქართველოში აშშ-ის საელჩო თბილისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. 

სოფიო ქაცარავა: თბილისში სესიაზე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მივცემდი ხმას მელიასთვის მანდატის დროებით შეჩერებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფიო ქაცარავა ნიკა მელიაასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

აკაკი ზოიძე ნიკა მელიას: ნუ გვაცოდებ თავს, თქვენ დაგვიჭერდით, დაგვხვრეტდით, გვაწამებდით

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს.

ვენაში საცხოვრებელ სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა

ვენაში საცხოვრებელ 5-სართულიან სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა.

ბექა ოდიშარია განმარტავს, რატომ ვერ მიიღო ნიკა მელიასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, მან მონაწილეობა მიიღო კენჭისყრის პროცედურაში.

"წითელი ბარათი" მინისტრს - ქუთაისში გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილლებმა წითელი ბარათი უჩვენეს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას.

ანრი ოხანაშვილი ნიკა მელიაზე: კანონის წინაშე ყველა თანასწორია, არავის აქვს უფლება განახორციელოს კანონდარღვევა

,,ქართული ოცნების" ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე, ნიკა მელიასათვის მანდატის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით, იურიდიული კომიტეტის დასკვნა წარმოადგინა.

„მიშამ ფონდიდან 200 000 რომ მოგცა, ის ფილმი გადაიღე?“ - ზაზა კევლიშვილი მიშა მშვილდაძეს მიმართავს

მუსიკოსი ზაზა კევლიშვილი მიშა მშვილდაძეს 2013 წელს, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 200 000 ლარის მითვისებაში ადანაშაულებს და ირწმუბნება, რომ ამ საქმეზე პროკურატურაში გამოძიებაც იყო დაწყებული.

გია ვოლსკი: პოლიტიკურ რეპრესიებს მაშინ მოველოდი, თუ რეალურად განხორციელდებოდა ის პროექტი, რაც ჩვენს ოპონენტებს ჰქონდათ ჩაფიქრებული

პარლამენტის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

დიმიტრი ხუნდაძე: პრაქტიკულად, ჩვენ დავდექით სახელმწიფოს და საზოგადოების უსაფრთხოების ზღვარზე

სამართლიანი და გულწრფელი აქცია ვერ დასრულდა მომიტინგეთა , ჟურნალისტთა და სამართალდამცავთა ზიანის გარეშე,- განაცხადა უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებისას.

მელია: დიდ ნაწილს არ ჰქონდა სურვილი ჩემს საწინააღმდეგოდ მიეცა ხმა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობის დიდ ნაწილს არ ჰქონდა სურვილი მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნისთვის მიეცა ხმა.

აკაკი ზოიძე ნიკა მელიაზე: ძალიან კარგად იცოდა მისი განათლების მქონე ადამიანმა, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს

პრივილეგია არ უნდა ჰქონდეს პარლამენტს, თუ პარლამენტის წევრს, რომ დაარღვიოს კანონი,-განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ  ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაზე. 

თამუნა ქობალია: გია თურქეთში, ქალაქ სტამბოლში წაიყვანეს, რათა მხედველობა შეუნარჩუნდეს

რუსთაველზე აქციის დროს დაშავებული პოლიციელის, გია ჯალაღონიას მეუღლე თამუნა ქობალია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

გიორგი კახიანმა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის დადგენილების პროექტი წარადგინა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის დადგენილების პროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა.

ნათია თურნავა: კომერციულ ბანკებთან ერთად ვმსჯელობთ, დახმარების რა კონკრეტული გეგმა შევთავაზოთ ტურიზმის ინდუსტრიას

ნათია თურნავამ საბანკო სექტორთან ერთად იმსჯელა იმ გეგმის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ტურისტულ სექტორში მოქმედ ბიზნესს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო სეგმენტს, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ნეგატიურ ზეგავლენებს შეუმსუბუქებს.

ეკა ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატი ეკა ბესელია სტრასბურგში იმყოფება, სადაც 26-27 ივნისს, ევროსაბჭოს იურიდიულ და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს.

ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა

91 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - პარლამენტში კენჭისყრის შედეგად, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერდა. გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს, სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს.