"ანაკლიის პორტი როგორც პროექტი არის ამ ქვეყნის უსაფრთხოების განზომილების მნშვნელოვანი კომპონენტი"

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ანაკლიის პროექტის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა პირდაპირ ეთერში.

ჟურნალისტის კითხვა ეხებოდა, ფოთის პორტისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემას და
ანაკლიის პორტის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.


„არავის არავისთვის სამშენებლო ნებართვა არ გაუცია. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ მიწათსარგებლობის პირობები, თუმცა ისიც უმოკლეს ვადაში იყო  შეჩერებული და გაუქმებული ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, რითაც სახელმწიფომ და მთავრობამ მისი პოზიცია კონკრეტულ პროექტთან მიმართებაში გამოხატა. ჩვენ, ზოგ შემთხვევაში, შეცდომის აღიარებას სისუსტედ ვთვლით, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ეს სწორი შეფასება არ არის. სახელმწიფომ იმ გადადგმული ნაბიჯებით და იმ შეჩერებული ბრძანებით, გამოხატა და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია და თქვა, რომ პროცედურულად იყო გარკვეული შეცდომა დაშვებული. თუმცა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ამ პროცედურული შეცდომის მიღმა გარკვეული სხვა სუბიექტური მოტივებიც შეიძლება  ყოფილიყო, თუმცა ეს უნდა იყოს მოკვლევის საგანი - ჯერ უწყებრივი, რომელიც მე როგორც ვიცი, ეკონომიკის სამინისტროში დაწყებულია და ვნახოთ რას გამოავლენს ეს.


რაც შეეხება ანაკლიას. ანაკლიასთან მიმართებაში სახელმწიფომ არაერთხელ დააფიქსირა თავისი მკაფიო პოზიცია და მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რომ ყველა მხარემ თავისი ვალდებულება უნდა შეასრულოს. ამ რაღაც ემოციური ნაბიჯების თუ შეფასებების მაგივრად, ჯობია, რომ ყველა დაჯდეს და თავის საქმეს მიხედოს. ეს არის ის, რაც ქვეყანას სჭირდება. მე რამდენჯერმე ვთქვი და დღეს უკვე უსაფრთხოების საბჭოს მდივნის სტატუსით შემიძლია ერთი რამ გითხრათ: თქვენ იცით, რომ ეს პროექტი ფაქტობრივად დაიწყო მაშინ, როდესაც მე ეკონომიკის მინისტრი ვიყავი, ძალიან კარგად ვიცი დეტალურად სახელმწიფომ რამდენი
შეღავათი და ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ პროექტს დახმარებოდა. რას აკეთებს დღეს სახელმწიფო და როგორ აგრძელებს პროექტის დახმარებას. მკაფიოდ შემიძლია გითხრათ, რომ ანაკლიის პორტი, როგორც პროექტი არის ამ ქვეყნის უსაფრთხოების განზომილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ანაკლიის პორტი არის ქვეყნის მომავლის პროექტი. ეს არის პროექტი, რომელიც უსაფრთხოების განზომილებაში ჩვენ გვჭირდება და ეს არის პროექტი, რომელიც ეკონომიკურად შეიძლება იყოს უფრო მოგვიანებით მოთხოვნადი პროექტი. ეს არის პოზიცია, რომელსაც ჩვენ თანმიმდევრულად ვიცავთ. თუნდაც, ჩვენ რომ შევხედოთ მაგალითად, რამდენჯერ იყო პორტის ძირითადი საინვესტიციო
ხელშეკრულების უმნიშვნელოვანესი მუხლები გადავადებული, ან შეცვლილი. ეს ხომ მთავრობის ნების პირდაპირი გამოხატულებაა.


დღეს, მთავრობა აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად აფიქსირებს პოზიციას, მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან შესულია მოლაპარაკებებში, ახლა ელოდება უკვე წინადადებებს მათი მხრიდან და ფაქტობრივად იმ ძირითადი მოთხოვნებიდან უმრავლესობა დაკმაყოფილებულია. მხოლოდ და მხოლოდ მთავრობა ამბობს, რომ კომერციული რისკების დაზღვევის კომპონენტში, ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვის
ნიშნები, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ ერთმნიშვნელოვნად ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, როგორც პროექტს აქვს სრული მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. არის გარკვეული პრობლემები, სირთულეები, რომლებსაც როგორც ჩანს კერძო ინვესტორები აწყდებიან. მათ ამ სირთულეების გადალახვაშიც სახელმწიფო ყველანაირად ეხმარება. ეს ბოლო შემთხვევაც, არცთუ ისე მარტივი გადადგმული ნაბიჯი - ეკონომიკის მინისტრის მიერ გაუქმებული მისი საქვეუწყებო დაწესებულების მიერ გამოცემული ბრძანება. ეს კიდევ ერთი დასტურია რა დონის მხარდაჭერა აქვს ანაკლიის პროექტს.


სხვათა შორის ანაკლიის პორტის მესვეურებმა, იმის მაგივრად, რომ ემოციური რაღაც ბრალდებები წაუყენოს სახელმწიფოს, ბევრ რაღაცას ყურადღება უნდა მიაქციონ და სწორი შეფასება უნდა გაუკეთონ იმ ნაბიჯებს, რომელსაც დგამს სახელმწიფო და მთავრობა. ფოთის პორტი მსგავს ნებართვას უკვე წლებია ითხოვს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ გაცემულა არანაირი ნებართვა. როდესაც გამოდიხარ და ამბობ, რომ ფოთის პორტს მისცეს მშენებლობის ნებართვა, ეს სიმართლე არ არის. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ მიწათსარგებლობის პირობები. პორტის მშენებლობის ნებართვას შემდგომ იმდენი პროცესები სჭირდება, ამას შეიძლება დასჭირდეს წლები. ეს პირველი ეტაპიც არ არის.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.


ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭათ

ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა ბორჯომი და ბაკურიანი ოფიციალურად დაარეგისტრირა როგორც 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქები.

ზუგდიდში გზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, ბათუმის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

კობახიძე უზენაესის ახლადარჩეულ მოსამართლეებზე: მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება მივიღეთ

"მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება მივიღეთ", - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტში გამართული კენჭისყრის შედეგებს, სადაც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 14 კანდიდატი დაამტკიცეს.

ლარი 2.35 თეთრით გამყარდა

12 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8661 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც  დღეს მოქმედებდა, 2.8896 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.35 თეთრი შეადგინა.
 

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 19-კაციანი სიიდან 14-ს დაუჭირა მხარი

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 19-კაციანი სიიდან 14-ს დაუჭირა მხარი და უვადო მოსამართლედ გაამწესა.

პარლამენტმა შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია

89 მომხრე, 1 წინააღმდეგი - პარლამენტმა გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.

გიორგი მიქაუტაძე პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია

85 მომხრე 1 წინააღმდეგი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.

ნიკა მელია დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე: მოულოდნელი არ ყოფილა

"არაფერი მოულოდნელი ამაში არ ყოფილა",- ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია მის მიმართ დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს.

„კავკასუს ონლაინს“ შესაძლოა, ავტორიზაცია შეუჩერდეს

კომუნიკაციების კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინი“ და შპს „რკინიგზის ტელეკომი“ წილების კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისების გამო, 30-30 ათასი ლარით დააჯარიმა. 

ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

88 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.

აკაკი ზოიძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

85 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - აკაკი ზოიძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.

თელავში 13 დეკემბერს დასაქმების ფორუმი გაიმართება

თელავში 13 დეკემბერს სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართება.

პარლამენტში პლენარული სხდომა განახლდა

სხდომათა დარბაზი რამდენიმე საათის განმავლობაში დაკეტილი იყო, სადაც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

მიხეილ ჩხენკელმა საერთაშორისო ორგანიზაცია „მშვიდობა და სპორტის“ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ოფიციალური ვიზიტით მონაკოში იმყოფება.

გიორგი გახარია, სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად, ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გაერთიანებული სამეფოს სეზონის (UK Season) პროგრამის ფარგლებში, ინგლისურ ენაზე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა. პროექტის ავტორი გამომცემლობა „რუსთაველი 850“-ია.  

ირმა ნადირაშვილი: დროა, ბაშარ-ალ ნადირაშვილად გადავიკეთო სახელი

"ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა.

პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, სხდომის მიმდინარეობის დროს გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

 

არჩილ თალაკვაძე: სავარაუდოდ, ეს არის ქიმიური შეტევა პარლამენტის წევრებზე

"სავარაუდოდ ეს არის ქიმიური შეტევა პარლამენტის წევრებზე“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"სირცხვილიას" აქტივისტის თქმით, პარლამენტის დარბაზში დასხმული ნივთიერება უსაფრთხოა

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" წევრის ნოდარ რუხაძის განცხადებით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის ორგანიზატორი მოძრაობა "სირცხვილიაა".

პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პარლამენტში, პლენარულ სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.