როგორც ცესკო-ში განაცხადეს, რეგისტრირებული 43 909 ამომრჩევლიდან ამ დროისთვის არჩევანი 11 539-მა დააფიქსირა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ყველა უბანზე კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: N13 შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ და N41 ვლადიმერ კახაძე – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.