ირაკლი კობახიძე - ეს არის ის არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არ ჰქონდა

„მინდა მივულოცო ლადო კახაძეს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება. საბოლოოდ შეიძლება უკვე ითქვას, რომ შედეგი, რომელიც ლადო კახაძემ მიიღო, 62%-ს არ ჩამოცდება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, სხვაობა არის ძალიან დიდი და ეს არის ის არჩევანი, რომელსაც  ალტერნატივა არ ჰქონდა, რადგან მთაწმინდის ოლქის ამომრჩეველმა ყველაფერი კარგად დაინახა და გაანალიზა.


„ამის შედეგია ის ციფრები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მადლობა ყველა იმ ამომრჩეველს, რომელმაც ბატონ ლადო კახაძეს დაუჭირა მხარი. ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე წინასწარ პროგნოზს, საჯაროდაც არაერთხელ გვითქვამს  ამის თაობაზე და ამ შემთხვევაში, ჩვენს წინასწარ პროგნოზს პრაქტიკულად დაემთხვა შედეგი, რომელიც მივიღეთ. შეიძლება იყო მცირე ხარვეზები, თუმცა ეს ხარვეზები ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენდა არჩევნების შედეგზე. რეალურად დაიდო ის შედეგი, რომელიც აჩვენა მთაწმინდის ოლქის ამომრჩეველმა ანუ ამომრჩეველმა გამოხატა საკუთარი ნება და ამას ასახავს ის ციფრები. თუ სადმე არის რაიმე კონკრეტული გადაცდომა, კანონდარღვევა ან სხვა, ამ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები ჩაერთვებიან და ისინი გასცემენ ყველაფერს პასუხს“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 რაც შეეხება ამომრჩევლის მობილიზებას, ირაკლი კობახიძის თქმით,  ეს ხდება კანონის ჩარჩოებში და მნიშვნელოვანია იმისთვის,  რომ არჩევნებს ჰქონდეს მაქსიმალური ლეგიტიმაცია.


 „ჩვენ ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად და უზრუნველვყოფთ ამომრჩევლის მისვლას საარჩევნო უბნებზე. უბანზე ყველას აქვს საკუთარი ნების თავისუფლად გამოვლენის საშუალება და ეს არის მთავარი. მთავარია ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში გაააკეთოს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  


საქართველოსა და აშშ-ს საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს

პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების თაობაზე აშშ-ში გამართული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს და საქართველოს საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

ზუგდიდში მობილური კინოთეატრი მოეწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში, სკეიტ პარკში, ღია ცის ქვეშ ქართული მხატვრული ფილმის „გაღმა ნაპირი“-ს ჩვენება გამართა.

ჭავჭავაძის გამზირზე, კეკელიძის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთზე მოძრაობა დღეიდან აღდგება

ჭავჭავაძის გამზირზე, კეკელიძის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე, დღეიდან მოძრაობა აღდგება

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

დღეს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყო.

დაცული ტერიტორიების სააგენტო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფორუმში მონაწილეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე თეთრიწყაროში გამართულ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფორუმზე იმყოფებოდა.

 

 

 
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს.

მეორე ოქროს მედალი - ლაშა გობაძეც მსოფლიოს ჩემპიონია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მეორე ოქროს მედალი ლაშა გობაძემ მოუპოვა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვს სძლია.

ლიანდაგებში ჩავარდნილი მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

მეტროსადგურ "სამგორში" ლიანდაგებში ჩავარდნილი მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის მკურნალობას ინგოროყვას სახელობის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ საზოგადოებას, ქვეყანას და ოპოზიციურ სპექტრს სთავაზობს მშვიდ, საქმიან პოლიტიკას

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების მორიგ საყოველთაო-სახალხო განხილვას დღეს  ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

მეტროსადგურ "სამგორში" მგზავრი მატარებლის რელსებში ჩავარდა

მეტროსადგურ "სამგორში" მგზავრი მატარებლის რელსებში  ჩავარდა.

 

 
ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონია (ფოტოები)

მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

სალომე ზურაბიშვილი: კულტურული მემკვიდრეობის დაცვა სახელმწიფოსთან ერთად საზოგადოების პასუხისმგებლობაცაა

პრეზიდენტმა თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გახსნა და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ცაიშის სასათბურე მეურნეობაში 150 ადგილობრივია დასაქმებული

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ და მერის მოადგილემ, კონსტანტინე კაკავამ ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს.

ზაზა გაბუნია: პროპორციული სისტემა არის ახალი სუნთქვა ქართული დემოკრატიისთვის

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მიიღო მონაწილეობა და ადგილობრივებს მიმართა.

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები: ე.წ. სასაზღვრო პუნქტების დახურვა ვითარების ესკალაციას იწვევს

„სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადამსვლელი პუნქტების დახურვა, დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივებს და კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას".

მაშველებმა მიწის მასიდან გარდაცვლილი მუშა ამოიყვანეს

ჭავჭავაძის 32 ნომერში იწის ქვეშ მოყოლილი მუშის ამოყვანის სამაშველო ოპერაცია დასრულდა. მაშველებმა გარდაცვლილი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.

NDI მედიას საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარუდგენს

17 სექტემბერს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ.

პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ექსპერტ მეგი ნიკოლსონს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დამოუკიდებელ საერთაშორისო ექსპერტს, მეგი ნიკოლსონს შეხვდა.

 

პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც მოქალაქეების მობილურ ტელეფონებს თაღლითურად დაეუფლა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ფ.ს. თბილისში დააკავეს.

 

 
თბილისში 34 წლის კაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა

თბილისში 34 წლის კაცი ცემით მოკლეს. შემთხვევა დღეს, ქართული კინოს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

 
ჭავჭავაძის გამზირზე მუშა მიწის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა

ჭავჭავაძის 32 ნომერში, მიწისქვეშა სამუშაოების შესრულების დროს, მუშა მიწის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა.