საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სტაჟიორობის კანდიდატებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის წარმატებულ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა.

სტაჟიორობის კანდიდატებს საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე და გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე შეხვდნენ.


სტაჟიორობის კანდიდატები დეტალურად გაეცნენ მათი მომზადებისა და განვითარების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს. ისინი პირველ ეტაპზე სპეციალურ სასწავლო მომზადებას გაივლიან. სწავლების ფარგლებში კანდიდატები მიიღებენ ცოდნას როგორც სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის პროცესის, პროფესიული ეთიკის, საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით, ისე სამართლებრივი წერის, კომუნიკაციის, სასამართლო უნარებისა და სხვა მნიშვნელოვანი პროფესიული თემების შესახებ. სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია მსმენელებისთვის იმ პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, რომლებიც მათ სამომავლოდ პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში დაეხმარებათ.


სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, წარმატებული მონაწილეები, საქართველოს პროკურატურის ტერიტორიულ ორგანოებში ერთწლიან ანაზღაურებად სტაჟირებაზე გადანაწილდებიან. აღნიშნული ეტაპიდან კი მათ განვითარებაში წინასწარ შერჩეული და მომზადებული მენტორები ჩაერთვებიან. პროექტის ფარგლებში, პროკურატურის სისტემის გამოცდილი თანამშრომლების მხარდაჭერით, სტაჟიორები შეძლებენ ორგანიზაციული კულტურის გაცნობას, პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი ცოდნის, უნარების განვითარებასა და პრაქტიკული გამოწვევების დაძლევას.


სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის მორიგ ეტაპზე, 2019 წლის თებერვალში საქართველოს პროკურატურაში 1214 მსურველის განაცხადი შემოვიდა. ოთხეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად 38 საუკეთესო კანდიდატი შეირჩა. ელექტრონული განაცხადების გადარჩევის შემდეგ, სტაჟიორებმა გაიარეს ტესტირებები სპეციალობასა და ზოგად უნარებში, ბოლო ეტაპი კი საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის კომისიასთან გასაუბრება იყო. კანდიდატები  მათი პროფესიული ცოდნისა და უნარების საფუძველზე შეირჩნენ.


 


 


გორის მუნიციპალიტეტში სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონია

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში  მსოფლიო ჩემპიონატზე, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ქართველმა ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედალი მოიპოვა.

უშგულელების პრობლემების მოსაგვარებლად საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით, უშგულელების პრობლემების მოსაგვარებლად საინიციატივო ჯგუფს შექმნიან.

ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლში ხანძარი ლოკალიზებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

მეუფე შიო: ილია მეორის მღვდელმთავრად კურთხევით საქართველოში დიდი აღორძინება დაიწყო

"ილია მეორის მღვდელმთავრად კურთხევით საქართველოში დიდი აღორძინება დაიწყო",-ამის შესახებ საკვირაო ქადაგებაზე კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ სამების ტაძარში განაცხადა. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი: ველოდებით ანგარიშს, თუ რატომ არ გაიხსნა სტამბოლში საარჩევნო უბანი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ამბობს, რომ უცნობია, რატომ არ გაიხსნა “საარჩევნო უბანი“ დღეს სტამბულში, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ყველაფერი მზად იყო.

ყვარლის მუციპალიტეტში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო

ყვარლის მუციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრესთან ხანძარი სრულად ლოკალიზებულია.

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროm  ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული პ.ა. დააკავა.

მულახის თემის მოსახლეობამ უშულისკენ მიმავალი გზა რამდენიმე საათით გადაკეტა

მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემის ყველა სოფლის მოსახლეობამ დილიდან უშგულისკენ მიმავალი გზა გადაკეტა.

ქუთაისში მე-13 საჯარო სკოლის წინ მრავალწლოვანი წიწვოვანი ხეები მოჭრეს

სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, კეთდება ახალი ღობე, რასაც  ხეები შეეწირა.

საგარეჯოში თაღლითობისთვის ნასამართლევი პირი იგივე დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული გ. ც. თაღლითობის ბრალდებით დააკავა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვდრებს განაგრძობს

ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

ტეხურაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

სენაკის მდინარე ტეხურაში 24  წლის კაცი დაიხრჩო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აბანოს მოედნიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრაობა ჩაიკეტა და გადაადგილება შესაძლებელია
მეტეხის ხიდის გავლით მარცხენა სანაპიროს მიმართულებით. აღნიშნულის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს. 

"პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებზე, მაგრამ არ უნდა რეაგირებდეს სხვის დაგეგმილ პროვოკაციებზე"

"ამ კონსტიტუციის საფუძველზე გვეძლევა საშუალება და პასუხისმგებლობა, რომ ავაშენოთ სახელმწიფო სადაც უფლება, თავისუფლება და პასუხისმგებლობა იქნება თანაბრად მნიშვნელოვანი", ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

"ჩვენი დიდი წინაპრების შვილებს გვაქვს განსაკუთრებული მისია, რომ დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია"

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. 

კახა კალაძემ მინსკელ კოლეგასთან ერთად, მინსკში ფესტივალი „თბილისობა 2019“ გახსნა

ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი სივაკთან ერთად, ფესტივალის „თბილისობა 2019“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო. 

25 აგვისტოს, ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება

25 აგვისტოს, ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება.