ოთარ დანელია რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს მიმართავს

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს მიმართავს.

მისი თქმით, კანონპროექტის სასესიო განხილვა მეორე მოსმენით, მიმდინარე კვირაში შედგება.


,,მინდა ყველას ვთხოვო მაქსიმალური მობილიზება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონის მხარდასაჭერად საჭიროა არანაკლებ 100 ხმისა და შესაბამისად, თითოეული ჩვენთაგანის მობილიზება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.


აქვე მინდა მივმართო სახელმწიფო რწმუნებულებს რეგიონებში და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. ძალიან ხშირად მომმართავენ ხოლმე ინვესტორების სხვადასხვა პრეტენზიით, მათ შორის, საკმაოდ გაიზარდა პრეტენზიები მიწის იჯარით აღებასთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობიდან უარის თქმასთან დაკავშირებით, რაც ხშირ შემთხვევაში არის საფუძველს მოკლებული, ამიტომ მე მინდა მივმართო ყველას, მაქსიმალურად შეუქმნან ხელსაყრელი პირობები თითოეულ ინვესტორს, რომელსაც განზრახული აქვს 125 აქვს სოფლის მეურნეობის განვითარებაში თავის წვლილის შეტანა და შესაბამისად მაქსიმალურად იზრუნონ თავიანთ მუნიციპალიტეტებზე. ჩვენ რა თქმა ვსწავლობთ ამ საკითხს და შესაბამისად გვექნება კიდევ უფრო მეტი სიღრმისეული დისკუსია მათ შორის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ამ თემებთან დაკავშირებით და თავისთავად ცხადია, არ გამოვრიცხავ დადგეს თითოეული იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი, სადაც შეიძლება არაობიექტურად და უსაფუძვლოდ იყოს აღნიშნული უარი პასუხად გაგზავნილი, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროში.


მინდა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შევეხო, რომელიც ეხება ექსპორტის მაჩვენებელებს. 2019 წლის მაჩვენებელი ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ექსპორტი გაიზარდა ისეთ სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორიც გახლავთ აშშ-ი. ეს გახლავთ 126% - იანი ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ მზარდი იყო ჩინეთის ტენდეცია, აქ ასევე არის დამატებით ზრდა 27%-ოდენობით. პოლონეთში გაზრდილია 18%-ით და საფრანგეთში გაზრდილია - 91%-ით. ეს ქვეყნები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დივერსიფიკაციის თვალსაზრისით, არამედ აღნიშნულ ქვეყნებს აქვთ საკმაოდ დიდი მეღვინეობის ტრადიციები და შესაბამისად, ქართული ღვინო პოულობს კონკურენტუნარიან პოზიციას აღნიშნულ ბაზარზე.


ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გახლავთ, რომ გაზრდილია ბრენდის ექსპორტი 60%-ით. ასეთი მაჩვენებლები ჩვენ არ გვქონდა და 61%-ით არის გაზრდილი ჭაჭის ექსპორტი. ესეც მოგეხსენებათ უცხო პროდუქტია ძალიან ბევრი ბაზრისთვის და შესაბამისად, აღნიშნული პროდუქციის ექსპორტი თავისთავად ცხადყოფს იმას, რომ დიდია დაინტერესება და მოთხოვნა.


მინდა გავაკეთო სტატისტიკური ინფორმაციის განახლება ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. 8 აპრილიდან დღემდე დაახლოებით დამონტაჟებულია 3061 ფერომონი და 40 ათასზე მეტი ხაფანგი. ცივი შესხურებით დამუშავებულია 8546 ჰექტარი, აქედან გურია გახლავთ 2057 ჰექტარი, სამეგრელო 4700 ჰა, იმერეთი 1717 ჰა. თერმული ნისლით დამუშავებულია 9300 ჰა - სამეგრელოში არის 5420 ჰა, იმერეთში 1900 ჰა, გურიის რეგიონში 1980 ჰა.


მე ასევე შეგახსენებთ, რომ განსხვავებით პირველი წლიდან, სადაც სულ იყო 14 ერთეული სპეციალიზირებული ტექნიკა მობილიზებული, ამ დროისთვის აღნიშნულ პროექტს ემსახურება 239 მეტი სპეციალიზირებული ტექნიკური საშუალება და შესაბამისად, შედეგიც სახეზეა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელი იქნება გარდამტეხი ფაროსანის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არ იქნება ბოლო წელი, თავისთავად ცხადია, მაგრამ ჩვენ ველოდებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული თხილის ექსპორტის მონაცემებს მიმდინარე წლის ბოლოსთვის", - განაცხადა ოთარ დანელიამ.


ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ავიაპარკს უახლოეს მომავალში Boeing 737-800 შეემატება

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ავიაპარკს უახლოეს მომავალში Boeing 737-800 შეემატება, რომლითაც თბილისიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისები შესრულდება.

მეუფე კალისტრატეს გარდაცვალებაზე ინფორმაცია მცდარია

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. 

ფოცხოში მოსწავლეების მიერ გამოგონილი მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყო დაამონტაჟეს

სენაკის ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყო ფოცხოს თემში, ოთხ ლოკაციაზე დაამონტაჟეს.  

ვასაძე პოლიციელებს მიმართავს

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით ვერის პარკში მორიგი განცხადება გააკეთა.

ვახტანგ ჭარაია: საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი ბოლო 15 წლის ისტორიულ მინიმუმზეა

„საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი 2005 წლის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ყოველთვიურ ჭრილში 2019 წლის მაისში მან 38.4% შეადგინა“, - განაცხადა ორგანიზაცია „სექტორი 3“-ის ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ.

ექსპერტი: სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი ბოლო 15 წლის მინიმუმზეა

ეკომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას აფასებს და ექსპორტის ზრდასთან ერთად უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირებას უსვამს ხაზს.

კაიროში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

კაიროში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

"მამაოსგან კურთხევა არ მაქვს, ინტერვიუ მოგცეთ" - დაპირისპირება ვერის ბაღში (ვიდეო)

ლევან ვასაძის თანამოაზრე გურამ ფალავანდიშვილმა "რუსთავი2-"ის ჟურნალისტს ინტერვიუ არ მისცა. მისივე თქმით, "რუსთავი2-თან" კომუნიკაციაზე მამაოსგან კურთხევა არ ჰქონდა.

გურამ ფალავანდიშვილი : ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე პრაიდს არ ჩავატარებინებთ (ვიდეო)

ვერის ბაღში სახალხო ერთობის წევრმა გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გამოსვლის უფლებას არ მისცემენ.

საპატრიარქო: ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისგან, ისე მრევლისაგან

ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

სააპელაციო სასამართლომ იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ იულია სუსლიაკის ადვოკატის სარჩელი არ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

ვასაძე კავკასიელ ხალხებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე კავკასიელ ხალხებს ლგბტ თემთან ბრძოლაში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 

ნინო ბოლქვაძე: „ღირსების მარში“ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში არ გაიმართება

„თბილისი პრაიდი“ ორგანიზატორი ნინო ბოლქვაძე აცხადებს, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარების ადგილი ჯერ გასაიდუმლოებულია, თუმცა მარში თბილისის ცენტრალურ ქუჩებში არ გაიმართება.

მამუკა მდინარაძე: სამშენებლო წესების დარღვევისთვის ნებისმიერი ადამიანი მკაცრად უნდა დაისაჯოს, რადგან ქალაქში ქაოსური განაშენიანება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პირს სამშენებლო ნორმების არსებითად დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

მდინარაძე: ჩხუბსა და ორომტრიალში შესვლა არეულობას იწვევს და არასწორი საქციელია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნებისმიერი სახის ძალადობა დაუშვებელია და სახელმწიფოს მხრიდან ძალადობა არათუ დაგმობილი, არამედ აღკვეთილი იქნება.

საქართველოს ბანკი ტაქსებში ახალ, ინოვაციურ საგადამხდელო სისტემას QR-გადახდებს ნერგავს

საქართველოს ბანკი  მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისისა თუ პროდუქტის შეთავაზებას აგრძელებს.

ეკონომიკის ექსპერტები ექსპორტის ზრდას პოზიტიურად აფასებენ

ეკონომიკის ექსპერტის იოსებ არჩვაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი საშუალებას იძლევა ექსპორტის დაჩქარებული განვითარებისთვის.

კაპადოკიაში ქართული კულტურის დღეები ჩატარდა

 კაპადოკიაში ქართული კულტურის დღეები ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა ახალგაზრდამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

იოსებ არჩვაძე: საქართველოს ექსპორტმა 2019 წლის მაისში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

ეკონომიკის ექსპერტის იოსებ არჩვაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი საშუალებას იძლევა ექსპორტის დაჩქარებული განვითარებისთვის.

ქართული ღვინის კომპანია ევროკავშირის ჯილდოს მფლობელი გახდა

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის ჯილდოს მფლობელი ქართული ღვინის კომპანია „შილდა“ გახდა.

ZEG - თბილისის ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალი იწყება

თბილისის მერიის და „თიბისი სტატუსის“ მხარდაჭერით, Impact Hub Tbilisi-ისა და Coda Story-ის ორგანიზებით, დედაქალაქი 2019 წლის 20-22 ივნისს, „ფაბრიკაში“ „სთორითელინგის“ - ამბის თხრობის პირველ საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.