ირლანდიაში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის ორგანიზებით, ირლანდიის პრემიერ-მინისტრის ოფისში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.

 საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეაჯამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წელი და ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ პერიოდში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე და ამ პროცესში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერაზე. აღინიშნა ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობა და ყურადღება გამახვილდა სავიზო ლიბერალიზაციასა და თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებზე. გიორგი ზურაბაშვილმა აღნიშნა ევროკავშირსა და ცალკეულ პარტნიორ ქვეყანას შორის დიფერენცირებული პარტნიორობის ეფექტურობა, რაც გამოხატავს პარტნიორთა განსხვავებულ სურვილს, უნარს და ინტერესებს არსებული თანამშრომლობის პროცესში.
გიორგი ზურაბაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე და რუსეთის მხრიდან განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებზე. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლს ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით.
გიორგი ზურაბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო ურთიერთობების შედეგად, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. მან ასევე, ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის ივლისში დაგეგმილ ბათუმის კონფერენციის მნიშვნელობაზე, რომელიც სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს ეხმიანება.

კონფერენციაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ ირლანდიის ევროკავშირის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ჰელენ მაქენთი, ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხების დირექტორატის ხელმძღვანელი ლოურენს მერედიტი, რუმინეთის ელჩი მანუელა ბრიზუ, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი, მეინუს უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის და ევრაზიული კვლევების ცენტრის დირექტორი ჯონ ობრენანი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ქვეყნების წარმომადგენლები.

გამომსვლელებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მიღწევებზე, წინსვლებზე და გამოწვევებზე. ხაზი გაესვა რუმინეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს შორის ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისადმი გამოკვეთილ ინტერესს.


სახელმწიფო მინისტრმა ჰელენ მაქენთიმ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლისთავზე, ფორმატი შეიძლება შეფასდეს როგორც სტრატეგიული, ძალზე ეფექტური, მოქნილი, და დინამიური ჩარჩო ევროკავშირისა და პარტნიორობის წევრი ქვეყნების ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. მინისტრმა ასევე, ისაუბრა იმ სარგებელზე, რომელსაც ირლანდია იღებს ევროკავშირისგან და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ეს სარგებელი სრულად გავრცელდება სამეზობლოს იმ ქვეყნებზეც, რომლებიც მოწოდებულნი არიან გახდნენ ევროკავშირის წევრები.

გამომსვლელთა პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია, რომელსაც მოდერაციას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპული მოძრაობა“ პოლიტიკური სექციის უფროსი დანიელ კეოჰანი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.


"ქართული სპორტი უზარმაზარი წარმატების გზას ადგას"

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გენო პეტრიაშვილს გამარჯვება მიულოცა და ქართველი სპორტსმენების ბოლო პერიოდის უნიკალურ მოღწევებზე ისაუბრა.

გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

ყაზახეთში მიმდინარე 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში ქართველი ფალავანი გენო პეტრიაშვილი ჩემპიონი გახდა.

მთავარი საკითხები, რომლებზეც პარლამენტი 2019 წლის საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს

არჩილ თალაკვაძემ საშემოდგომო სესიის ათი მთავარი გამოწვევა წარმოადგინა.

თსუ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშზე განმარტებებს ავრცელებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე განმარტებას ავრცელებს.

ფორსაჟის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები გადაიდო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო.

Adjarabet.com-ის უნიკალური აქცია რაგბის გულშემატკივრებს

Adjarabet.com ახალ აქციას სთავაზობს რაგბის გულშემატკივრებს, რომლებიც
დადებენ ფსონს მსოფლიო თასის ფარგლებში საქართველოს ნაკრების თამაშზე.

თამარ ხულორდავა შრომის უფლებების კანონპროექტს განმარტავს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ საქართველოს  შრომის უფლებების დაცვის კუთხით, უდიდესი ჩამორჩენა  აქვს და  აღნიშნული სფეროს რეგულირება მოქალაქეების დასაცავად არის აუცილებელი.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე კრწანისის ტყე-პარკის დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობდა

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კრწანისის ტყე-პარკში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა.

შენობიდან ჩამოცვენილი ბათქაში, დაზიანებული ავტომობილები და დაშავებული ადამიანები - ძლიერი ქარი თბილისში

დედაქალაქში ძლიერი ქარია. უამინდობამ ქალქის სხვადასხვა უბანში პრობლემებია გამოიწვია.

უშგულში პირველი თოვლი მოვიდა

მესტიაში, უშგულის თემში პირველი თოვლი მოვიდა. უშგულში მერის წარმომადგენლის ბექა ღვაჩლიანის ინფორმაციით, თოვა ორი საათის წინ დაიწყო.

"შემთხვევით არაფერი ხდება, არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო წილხვედრია"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის ტაძარში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება აღევლინა.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 მოქალაქეს ხე დაეცა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წი 2 კაცს ხე დაეცა.

პრემიერ-მინისტრმა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა.

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და ხარისხის ახალ ეტაპზე გადავიდა.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხს დააყენებენ

ჯანდააცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წლის  ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი.

GWP-ის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე არსებულ საწყობში, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

პარტია "თავისუფალი საქართველო" თვითმმართველობის კანონის გადახედვას მოითხოვს

პარტიის თანათავმჯდომარე გოგი წულაია მიიჩნევს, რომ ქალაქში არსებული ნებისმიერი შენობა-ნაგებობა თვითმმართველობას უნდა ეკუთვნოდეს და თავად განკარგავდეს.

ბათუმში თურქეთის მოქალაქე ნარკორეალიზატორი დააკავეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტი პირველ ოქტომბერს მიიღებს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება.

 

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

მინისტრის მოადგილე: ადიგენის მუნიციპალიტეტში სასმელი და სარწყავი წყლის საკითხიებია მოსაგვარებელი

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების ლელოვანის, უდეს, ფხეროსა და ვარხანის მოსახლეობას  შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.