მამუკა ბახტაძე: აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ორპარტიული მხარდაჭერა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის მანძილზე, ორმხრივი თანამშრომლობა გეოგრაფიულად და ეკონომიკურად გაღრმავდა და გაფართოვდა.

ამერიკა საქართველოს გვერდით იდგა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან გადადგმულ ყოველ ნაბიჯზე და დღეს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, ორპარტიული თანამშრომლობის ჩათვლით, ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციის გახსნისას განაცხადა.

“საქართველოს ჰქონდა პატივი, ემასპინძლა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯონ ბოლტონისთვის. ორივე მოვლენა იყო ძალიან მნიშვნელოვანი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობის ახალ სიმაღლეებზე აყვანის კუთხით. ამ და სხვა შეხვედრებზე კარგად გავაცნობიერეთ, რა ვალდებულებების შესრულებას ელიან ჩვენგან ჩვენი პარტნიორები და რამდენად ფასეულია ჩვენი წვლილი საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. უმნიშვნელოვანესია გრძელვადიანი სტრატეგიული დახმარება პროგრამის - „ღირსეული პარტნიორი“ ფარგლებში გამართული წვრთნებისა და ურთიერთავსებადობის უზრუნველყოფის მიმართულებით, რაც საქართველოს სამხედრო ძალების მონაწილეობითა და ამერიკელი სამხედროების  ხელმძღვანელობით საქართველოში რარდება და მიზნად ისახავს ჩვენს დახმარებას და მრავალეროვნული წვრთნების საშუალებით საქართველოს, აშშ-სა და მონაწილე ერების  მზაობის გაძლიერებას. მადლიერებას გამოვხატავთ კონგრესისა და თეთრი სახლისადმი ჩვენი მიმდინარე საჭიროებების აღიარებისთვის, რაც  ჩვენი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებზე მეტ თანამშრომლობაში გამოიხატა”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ ეროვნული თავდაცვის აქტზე, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას და ამერიკელ მეგობრებს მადლობა გადაუხადა.

“კონგრესმა აქცენტები გააკეთა რუსეთის უკანონო, სამხედრო ოკუპაციის შედეგად საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევაზე. გასულ თვეს, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში ერთხმად იქნა მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი. როგორც მოგეხსენებათ, ეს ორპარტიული მხარდაჭერის მქონე საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს ჩვენი სუვერენიტეტის დაცვას ნებისმიერი აგრესიისგან და რუსეთის ავანტიურიზმის დასჯას სანქციებითა და სხვა მნიშვნელოვანი ბერკეტებით. ქართველი ხალხი აშშ-ის მთავრობისადმი უდიდეს მადლობას გამოხატავს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდაჭერისთვის რუსეთის განგრძობადი აგრესიის პირობებში”,- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენცია, რომელსაც აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი მასპინძლობს, საქართველოს საელჩოსა და “ჰერითიჯის ფონდისა” თანაორგანიზებით იმართება და მასში აშშ-ის პოლიტიკური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ.


ეროვნული ბანკი მასწავლებელთა გადამზადებას იწყებს

ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადების პროექტის განხორციელება დაიწყო.

ლეშეკ ბალცეროვიჩს თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.

დავით ზალკალიანი ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

ბაკურიანში თხილამურებით სრიალისას ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

ბაკურიანში 22 წლის გოგო თხილამურებით სრიალისას დაიღუპა. 

დავით ზალკალიანმა გაეროს წევრ ქვეყნებს “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მხარდაჭერისკენ მოუწოდა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა წევრ სახელმწიფოებს “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

დავით ზალკალიანი: საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად

საქართველო შესაძლებელია, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

ლარი მკვეთრ გამყარებას განაგრძობს

24 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8079 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8299 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.20 თეთრი შეადგინა. 

ნათია თურნავამ ბიზნესმენებს საინვესტიცო შეთავაზებები გააცნო

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ინვესტორთა საბჭოსა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა და პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ არსებული კომპონენტები და საინვესტიციო შეთავაზებები გააცნო.

მამუკა მდინარაძე IPSOS-ის კვლევაზე: 39%-ს ვეპოტინებით თურმე, თქვენ წარმოიდგინეთ რეალური შედეგი რა არის?!

„ისინი წარმოგვიდგენენ კვლევებს და არ წარმოგვიდგენენ მოსაზრებებს, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“ 18%; 20%; 25%; 30%-იანი მხარდაჭერა აქვს. დღეს აღმოჩნდა, რომ მათი კვლევით, 34 და 39%-საც ვეპოტინებით თურმე.თქვენ წარმოიდგინეთ რეალური შედეგი რა არის".

საქართველოს დელეგაცია, სოფიო კილაძის ხელმძღვანელობით, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა. დელეგაციას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ხელმძღვანელობს. 

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში- ,,სარფი“, „წითელ ხიდი" და „ლაგოდეხი" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 13010 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

ბესარიონ სიმონიშვილი: ელბაქიძეების დევნილი ოჯახი გაუსაძლისი პირობებიდან ახალ ბინაში  საცხოვრებლად გადავა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შიდა ქართლის რეგიონში ბინას კიდევ 34 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს.

ნათია თურნავა ტრასეკას ახალ გენერალურ მდივანს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ევროპა - კავკასია - აზიის სატრანსპორტო დერეფნის (ტრასეკა) პროგრამის ახალ გენერალურ მდივანს ასეტ ასავბაევს შეხვდა.

ჩინურმა კომპნიებმა ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის სამინისტროებს საკარანტინო პირობების შესახებ ინფორმაცია გააცნეს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი დღეს იმ ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც სხვადასხვა მონაკვეთზე საგზაო სამშენებლო პროექტებს ახორციელებენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აშშ-ის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დირექტორს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დირექტორს უმასპინძლა. 

თელავში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით კორპუსების გამრიცხველიანების სამუშაოები მიმდინარეობს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ თელავის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა დაიწყო.

მაია ცქიტიშვილი ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების დელეგაციებს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის დელეგაციას შეხვდა.

კალაძე: სპორტს პოლიტიკური კუთვნილება არ აქვს და დაუშვებელია ჩვენი სპორტსმენების დისკრედიტაციის მცდელობა

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ეროვნულ საკალთბურთო ნაკრებს სერბეთის ნაკრებთან გამარჯვებას ულოცავს.

„თეგეტა მოტორსმა“ ევროპული ბიზნესასოციაციის EBA-ს ბორდის შეხვედრას უმასპინძლა

„თეგეტა მოტორსის“ სათავო ოფისში ევროპული ბიზნესასოციაციის EBA-ს ბორდის შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს საქართველოში პროფესიული კადრების დეფიციტი და სხვადასხვა დარგის ჩართულობით აღნიშნული პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობები.

ბორჯომში სასტუმროს აივნიდან გადავარდნილი ბავშვი იაშვილის კლინიკაში გადაჰყავთ

სამი წლის გოგონა, რომელიც ბორჯომში სასტუმროს მეორე სართულის აივნიდან გადავარდა, კატასტროფის ბრიგადას თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაჰყავს.

თიბისისა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმს ხელი მოაწერეს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორმა ვატო ლეჟავამ და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი თხელიძემ.