მწვავე ვირუსულ დაავადებასთან ბრძოლაში საქართველო რეგიონში ერთ-ერთი წარმატებულ ქვეყნად არის აღიარებული

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ვასილ ბასილაძის შეფასებით, დაავადება "თურქულის" საწინააღმდეგო ბრძოლის პროცესში საქართველო რეგიონში ერთ-ერთი წარმატებულ ქვეყნად არის აღიარებული.

ამის შესახებ ბასილაძემ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყოველწლიურ საველე სიმულაციური სავარჯიშოს დასწრების დროს განაცხადა.


„აღნიშნული დაავადება საქართველოს ტერიტორიაზე არ ფიქსირდება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება ცხოველების პროფილაქტიკური ვაქცინაცია. მიმდინარეობს კონსულტაციები დაბალი რისკის ზონების შესაქმნელად და რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და მესტიის რეგიონის თურქულისაგან თავისუფალ ზონად გამოსაცხადებლად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და მეცხოველეობის განვითარებას“, - განაცხადა ვასილ ბასილაძემ.


სიმულაციური სავარჯიშო კონტროლის ევროპული კომისიის (EuFMD) მხარდაჭერით, საქართველოსა (სამცხე ჯავახეთი) და თურქეთის (არდაჰანი) ტერიტორიებზე ერთობლივად ტარდება და მასში საქართველოს, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და ირანის ვეტერინარული სამსახურების წარმომადგენლები  მონაწილეობენ.


სიმულაციური სავარჯიშოს მიზანია თურქულისა და სხვა ტრანსსასაზღვრო დაავადებების კუთხით ქვეყნის საგანგებო მზადყოფნის შეფასება; რისკების მართვის მიზნით, ვეტერინარულ სამსახურებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის  მჭიდრო თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ცნობიერების ამაღლება.


მოსაზღვრე და ახლომდებარე ქვეყნებში დაავადების ახალ-ახალი აფეთქებები, ცხოველების მოვლა-შენახვის მომთაბარე სისტემა (ცხოველების სეზონურ საძოვრებზე მიგრაცია), ვირუსის შენარჩუნება გარემოში და არასტრუქტურულ ცილებზე კვლევის შედეგები ქმნის გარკვეულ რისკებს, რომლის გათვალისწინებითაც საქართველოში ყოველწლიურად, ორჯერადად ტარდება თურქულის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია და სისხლის ნიმუშების კვლევა.


სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში მიმდინარე წელს თურქულის  საწინააღმდეგოდ 654 642 სული ცხოველია ვაქცინირებული, მათ შორის, 333 574 სული მსხვილფეხა და 320 868 სული წვრილფეხა პირუტყვი.


ნიკა მელია: თუ ერთი საათში არ გადადგებიან ირაკლი კობახიძე, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური, პარლამენტის შენობაში მშვიდობიანად შევალთ

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ახალ მოთხოვნას აყენებენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გადადგომას არ აპირებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მისი თანამდებობიდან გადადგომის საკითხს არასერიოზულს უწოდებს, - აღნიშნულის შესახებ მან ბაქოდან "იმედის" ეთერში განაცხადა.

აქციაზე საქართველოს ჰიმნი შეასრულეს (ვიდეო)

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ,,სირცხვილია" მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

მეუფე გრიგოლი: რუსეთის დამპყრობლურ საქმეებს არ აქვს კავშირი მართლმადიდებლობასთან

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ყოფნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მიტროპოლიტის შესაფებით, დღევანდელი შემთხვევა სახელმწიფოებრიობისთვის სამწუხარო ფაქტია.

აქცია სახელწოდებით, "სირცხვილია" თელავის ცენტრში გაიმართა

სამოქალაქო აქტივისტებმა დროშებით, ტრანსფარანტებითა და შეძახილებით ქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყეს.

გიგი უგულავა: აქცია არ დაიშლება, სანამ ირაკლი კობახიძე, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური არ გადადგებიან

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას თქმით, აქცია არ დაიშლება, სანამ ირაკლი კობახიძე, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური არ გადადგებიან.

პარლამენტთან დამატებითი საპოლიციო ძალები შეჰყავთ (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის ეზოში პოლიციელთა რაოდენობა გაიზარდა. საკანონმდებლო ორგანოს
შენობის გარდა მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში დამატებითი საპოლიციო ძალები შეჰყავთ.

კარასინი: აღშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების მოქმედებების გამო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკურმა ძალებმა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი ანტირუსული განწყობების დემონსტრირებისთვის გამოიყენეს.

ფოტო-ამბავი რუსთაველის გამზირიდან

„სირცხვილია“ ამ სახელწოდებით რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტით გამოწვეული ხმაური უძღოდა წინ.

გურამ ფალავანდიშვილი გაათავისუფლეს

გურამ ფალავანდიშვილი გაათავისუფლეს. „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის საქმეზე სასამართლო სხდომა ადვოკატების მოთხოვნის საფუძველზე 5 ივლისამდე გადაიდო.

თბილისში, რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან სტუდენტები იკრიბებიან

თბილისში, რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან 22 საათზე სტუდენტები შეკრებას გეგმავენ, რომლებიც რუსი დეპუტატების საქართველოში ჩამოსავლასა და რუსეთის პოლიტიკას გააპროტესტებენ.

მერაბ ქვარაია: ოპოზიციის ლიდერები მომხდარის გაბუქებას და პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობენ

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერები მომხდარის გაბუქებას და მის გამოყენებას პარტიული ინტერესებისთვის ცდილობენ.

ინდუსტრიული ჯგუფის Aigroup-ის განცხადება

Aigroup-ის მიერ ქუთაისში დაგეგმილი ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი იყო გასართობი შოუ და კონცერტი გადაიდო 26 ივნისისთვის.

ფიზიკური დაპირისპირება აქციაზე

საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, ვატო შაქარიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.

პარლამენტთან აქციას „გირჩის“ წევრებიც შეუერთდნენ

მანამდე პარტიის თანამოაზრეები საპატრიარქოსთან შეიკრიბნენ და დღევანდელი მოვლენები გააპროტესტეს.


სერგეი გავრილოვმა საქართველო დატოვა

რუსეთის დელეგაციამ საქართველო დატოვა. სერგეი გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე გაემგზავრნენ.

საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს (ვიდეო)

პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. თავდაპირველად სამართალდამცველები მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ. თუმცა მოგვიანებით ნება დართეს, რომ მოძრაობა გადაეკეტათ.

წაქცეული ხეები, დაზიანებული სახურავები, შეწყვეტილი ელექტროენერგია - სტიქია სამეგრელოში

ძლიერმა წვიმამ და ქარმა ზუგდიდსა და წალენჯიხაში პრობლემები შექმნა.

პრემიერ-მინისტრი მეუფე კალისტრატეს სამძიმარზე იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბაგრატის ტაძარში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს სამიძმარზე იმყოფებოდა.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალური განცხადება

დღეს, 20 ივნისს მუხიანის აგარაკებზე, გობრონიძის N62-თან ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალმომარაგების ქსელი ავარიულად დაზიანდა.

კალაძე: მძაფრი ემოციების ფონზე, ჩვენი ქვეყნის მტერს სიტუაციით სარგებლობის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ

ამ მძაფრი ემოციების ფონზე, ისეც არ უნდა ვქნათ, რომ ჩვენი ქვეყნის მტერს სიტუაციით სარგებლობის შესაძლებლობა მივცეთ,-განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენების შეფასებისას.