ორანჟერეა დიღმის ტყე-პარკთან ალტრუისტული პროექტი უფროა, ვიდრე კომერციული - დავით აბულაძე

"პროექტი, თავისი ფუნქციით, საინტერესოდ გამოიყურება. როგორც ჩანს, ეს უფრო ალტრუისტული პროექტია“ - დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეის მოწყობის იდეას არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძე აფასებს.

როგორც არქიტექტორი მიიჩნევს, პროექტი კომერციული მიდგომით არ კეთდება და საინტერესო სიახლეებს მოიცავს. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში ახალი, რეკრეაციული სივრცე გაჩნდება.


„ძალიან კარგია და ვიცი, რომ პროექტის ავტორის, მამუკა ჩხაიძის ხელში კიდევ უკეთესი გამოვა" - აღნიშნავს დავით აბულაძე.


შეგახსენებთ, რომ დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეა მოეწყობა. აღმაშენებლის ხეივანთან მდებარე ტერიტორიაზე ამჟამად "კია მოტორსის" ავტომომსახურების ცენტრი მდებარეობს. კომპანია "ანაგმა" ორანჟერეით უნდა ჩაანაცვლოს სწორედ ეს ცენტრი, რომელიც ეკოლოგიურად მნიშვნელოვან ადგილას არის განთავსებული და ფუნქციიდან გამომდინარე, გარემოს გარკვეულ ზიანსაც აყენებს. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე არცერთი ხე არ მოიჭრება. პირიქით, ამ ადგილას არაერთი ახალი, მათ შორის, ეგზოტიკური მცენარე უნდა დაირგოს. პროექტის ავტორი კომპანია „სტუდია 9„-ის საპროექტო სამსახურის მთავარი არქიტექტორი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ჩხაიძეა.


მრავალფუნქციური ორანჟერეა ლანდშაფტურ-დასასვენებელი სივრცეა, რომელიც საგამოფენო დარბაზს, საკონცერტო-თეატრალურ სცენას და არაერთ საინტერესო ობიექტს აერთიანებს. ორანჟერეა სტუმრებს ნებისმიერ დროსა და ამინდში მიიღებს. პროექტის თანახმად, ლანდშაფტური პარკის ინტერიერი და ექსტერიერი ერთ მთლიანობას წარმოადგენს, რაც მთელი ტყე-პარკის რეკრეაციულ ღირებულებას უფრო მეტად გაზრდის. დღევანდელი მოცემულობისგან განსხვავებით, ტერიტორია არ შემოიღობება და არასდროს იქცევა ჩაკეტილ ზონად. მრავალფუნქციური ორანჟერეის პროექტი, საბოლოო სახით, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ გასული წლის სექტემბერში დაამტკიცა.


გიორგი ვოლსკი: სწორი დასკვნების გაკეთება არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამაში გვეხმარება სწორედ სახალხო დამცველის ანგარიში

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტში საქართველოს სახალხო დამცველის მიიერ წარდგენილი 2019 წელის ანგარიში შეაფასა.

 
"არა ცათამბჯენებს რივიერაზე" - აქცია ბათუმში

''ბეტონყმობა'', "არ დავთმობთ", '''არა ცათამბჯენებს რივიერაზე'' - ამ მოწოდებებით კიდევ ერთი აქცია გაიმართა ბათუმში.

მიხეილ ბატიაშვილი: ერთი მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციის ჩადება განათლებაში ნამდვილად უპრეცედენტოა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამშენებლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

 
სოფო კილაძე: მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რათა პრობლემების იდენტიფიცირება მოვახდინოთ და აღმოვფხვრათ ისინი

„ჩვენ - ქართულმა ოცნებამ, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ბოლო წლებში ძალიან ბევრს მივაღწიეთ ადამიანის უფლებების სფეროში და ამას  კონკრეტული ციფრები მოწმობს".

ზაზა ხუციშვილი: ატმოსფერული ჰაერი ეს არის რითიც ვსუნთქავთ ჩვენ, სუნთქავენ ჩვენი შვილები, ამიტომ უნდა გაფრთხილება და გადამჭრელი ზომების მიღება

"ატმოსფერული ჰაერი ეს არის რითიც ვსუნთქავთ ჩვენ, სუნთქავენ ჩვენი შვილები, ამიტომ უნდა გაფრთხილება და გადამჭრელი ზომების მიღება".

 

ხვალ, 20 სექტემბერს ჯივიპი კრწანისში, რუსთავის გზატკეცილზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 20 სექტემბერს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილზე, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

პროკურატურა: სახალხო დამცველის განცხადება კონსტიტუციური ორგანოების კომპეტენციაში შეჭრის მცდელობაა

საქართველოს პროკურატურა სახალხო დამცველის დღევანდელ განცხადებას პასუხობს.

 
აკაკი ზოიძე: კმაყოფილებას გამოვხატავ იმ პროფესიული, კონსტრუქციული კრიტიკისთვის, რაც მოცემულია ანგარიშში 

"კმაყოფილებას გამოვხატავ იმ კრიტიკისთვის, რაც მოცემულია ანგარიშში - კონსტრუქციული, პროფესიული კრიტიკა, რომელიც დაფუძნებულია ობიექტურ რეალობაზე და არა რაღაც წარმოდგენებზე".

ზვიად შალამბერიძე: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იქნება არა მხოლოდ ქუთაისისთვის, არამედ მთელი იმერეთისთვის, იგი გამოაცოცხლებს ქუთაისს და მთლიანად რეგიონს

„ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არა მხოლოდ ქუთაისისთვის, არამედ მთელი იმერეთისთვის, იგი გამოაცოცხლებს ქუთაისს და მთლიანად რეგიონს“,- ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით, აშშ-ში ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი დადებითად შეაფასეს

პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის აშშ-ში ვიზიტს დადებით შეფასებას აძლევს ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში.

სერჟ ლამისი: „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ასევე იქნება სიმსივნის სამკურნალო ადრონული თერაპიის სამედიცინო ცენტრი“

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ასევე იქნება სიმსივნის სამკურნალო ადრონული თერაპიის სამედიცინო ცენტრი“, -  ამის შესახებ განაცხადა IBA ჯგუფის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა სერჟ ლამისმა.

ეკატერინე მიქაბაძემ გეოლოგ-მენავთობეთა ამერიკული ასოციაციის რეგიონული სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

18-19 სექტემბერს ბათუმში გეოლოგ-მენავთობეთა ამერიკული ასოციაციის (AAPG) ევროპის რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მსხვილი ნავთობმომპოვებელი კორპორაციების მაღალი რგოლის მენეჯმენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

თსუ-ში მოსწავლეებისათვის საბავშვო მეცნიერების სკოლა გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

ვახტანგ გომელაური ავსტრიის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს - არად ბენკოს შეხვდა.

ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ერთ-ერთი პოლიციელის მდგომარეობა მძიმეა

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაბა აგარის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ზუგდიდში სასწრაფოს მანქანა და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

მამუკა ხაზარაძეს ანაკლიის პროექტში პუტინის მოკავშირეები შემოყავს

მამუკა ხაზარაძის მიერ ნახსენები „ბრიტანული სიანვესტიციო ფონდი“ რეალურად ყაზახური კომპანია აღმოჩნდა, რომელიც რუსულ ლოჯისტიკურ ბაზარზე 15 აეროპორტს ფლობს.

თბილისის საკრებულოში კულტურის განვითარების სტრატეგიულ ხედვებზე იმსჯელეს

თბილისის საკრებულოში ევროპის კულტურის პარლამენტის თავმჯდომარესთან, კარლ ერიკ ნორმანთან შეხვედრა გაიმართა.

 

სამედიცინო გამოკვლევამ 85 წლის ომარ გამყრელიძის სხეულის დაზიანების ფაქტი დაადასტურა

სამედიცინო რენტგენოლოგიურმა გამოკვლევამ, ომარ გამყრელიძის რამდენიმე ნეკნის დაზიანება გამოავლინა.

ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ზუგდიდში უეფას მე-3 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის დასასრულებლად და სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად გამარჯვებული კომპანია გამოავლინა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა საფრანგეთის ახალ ელჩს საქართველოში მისიის დაწყება მიულოცა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, დიეგო კოლასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და დიპლომატს მისიის დაწყება მიულოცა.