საბაჟოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მაჯის საათების უკანონოდ გადატანის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს საბაჟოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მაჯის საათების  საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანის ფაქტზე ორი პირი ამხილეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად, გადატანის ფაქტზე, მხილებულია ორი პირი.


გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანებში მოწყობილ სამალავებში განათავსეს, ერთ შემთხვევაში 874 ცალი, ხოლო მეორე შემთხვევაში 818 ცალი მაჯის საათი და შეეცადნენ მის მალულად გატანას საბაჟო გამშვები პუნქტი სარფის გავლით თურქეთის რეპუბლიკაში. 

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული კონტრაბადული საქონლის საბაჟო ღირებულება 53 000 ლარს აღემატება.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის 214-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.


"არა ცათამბჯენებს რივიერაზე" - აქცია ბათუმში

''ბეტონყმობა'', "არ დავთმობთ", '''არა ცათამბჯენებს რივიერაზე'' - ამ მოწოდებებით კიდევ ერთი აქცია გაიმართა ბათუმში.

მიხეილ ბატიაშვილი: ერთი მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციის ჩადება განათლებაში ნამდვილად უპრეცედენტოა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამშენებლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

 
სოფო კილაძე: მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რათა პრობლემების იდენტიფიცირება მოვახდინოთ და აღმოვფხვრათ ისინი

„ჩვენ - ქართულმა ოცნებამ, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ბოლო წლებში ძალიან ბევრს მივაღწიეთ ადამიანის უფლებების სფეროში და ამას  კონკრეტული ციფრები მოწმობს".

ზაზა ხუციშვილი: ატმოსფერული ჰაერი ეს არის რითიც ვსუნთქავთ ჩვენ, სუნთქავენ ჩვენი შვილები, ამიტომ უნდა გაფრთხილება და გადამჭრელი ზომების მიღება

"ატმოსფერული ჰაერი ეს არის რითიც ვსუნთქავთ ჩვენ, სუნთქავენ ჩვენი შვილები, ამიტომ უნდა გაფრთხილება და გადამჭრელი ზომების მიღება".

 

ხვალ, 20 სექტემბერს ჯივიპი კრწანისში, რუსთავის გზატკეცილზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 20 სექტემბერს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილზე, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

პროკურატურა: სახალხო დამცველის განცხადება კონსტიტუციური ორგანოების კომპეტენციაში შეჭრის მცდელობაა

საქართველოს პროკურატურა სახალხო დამცველის დღევანდელ განცხადებას პასუხობს.

 
აკაკი ზოიძე: კმაყოფილებას გამოვხატავ იმ პროფესიული, კონსტრუქციული კრიტიკისთვის, რაც მოცემულია ანგარიშში 

"კმაყოფილებას გამოვხატავ იმ კრიტიკისთვის, რაც მოცემულია ანგარიშში - კონსტრუქციული, პროფესიული კრიტიკა, რომელიც დაფუძნებულია ობიექტურ რეალობაზე და არა რაღაც წარმოდგენებზე".

ზვიად შალამბერიძე: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იქნება არა მხოლოდ ქუთაისისთვის, არამედ მთელი იმერეთისთვის, იგი გამოაცოცხლებს ქუთაისს და მთლიანად რეგიონს

„ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არა მხოლოდ ქუთაისისთვის, არამედ მთელი იმერეთისთვის, იგი გამოაცოცხლებს ქუთაისს და მთლიანად რეგიონს“,- ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით, აშშ-ში ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი დადებითად შეაფასეს

პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის აშშ-ში ვიზიტს დადებით შეფასებას აძლევს ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში.

სერჟ ლამისი: „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ასევე იქნება სიმსივნის სამკურნალო ადრონული თერაპიის სამედიცინო ცენტრი“

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ასევე იქნება სიმსივნის სამკურნალო ადრონული თერაპიის სამედიცინო ცენტრი“, -  ამის შესახებ განაცხადა IBA ჯგუფის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა სერჟ ლამისმა.

ეკატერინე მიქაბაძემ გეოლოგ-მენავთობეთა ამერიკული ასოციაციის რეგიონული სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

18-19 სექტემბერს ბათუმში გეოლოგ-მენავთობეთა ამერიკული ასოციაციის (AAPG) ევროპის რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მსხვილი ნავთობმომპოვებელი კორპორაციების მაღალი რგოლის მენეჯმენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

თსუ-ში მოსწავლეებისათვის საბავშვო მეცნიერების სკოლა გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

ვახტანგ გომელაური ავსტრიის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს - არად ბენკოს შეხვდა.

ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ერთ-ერთი პოლიციელის მდგომარეობა მძიმეა

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაბა აგარის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ზუგდიდში სასწრაფოს მანქანა და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

მამუკა ხაზარაძეს ანაკლიის პროექტში პუტინის მოკავშირეები შემოყავს

მამუკა ხაზარაძის მიერ ნახსენები „ბრიტანული სიანვესტიციო ფონდი“ რეალურად ყაზახური კომპანია აღმოჩნდა, რომელიც რუსულ ლოჯისტიკურ ბაზარზე 15 აეროპორტს ფლობს.

თბილისის საკრებულოში კულტურის განვითარების სტრატეგიულ ხედვებზე იმსჯელეს

თბილისის საკრებულოში ევროპის კულტურის პარლამენტის თავმჯდომარესთან, კარლ ერიკ ნორმანთან შეხვედრა გაიმართა.

 

სამედიცინო გამოკვლევამ 85 წლის ომარ გამყრელიძის სხეულის დაზიანების ფაქტი დაადასტურა

სამედიცინო რენტგენოლოგიურმა გამოკვლევამ, ომარ გამყრელიძის რამდენიმე ნეკნის დაზიანება გამოავლინა.

ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ზუგდიდში უეფას მე-3 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის დასასრულებლად და სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად გამარჯვებული კომპანია გამოავლინა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა საფრანგეთის ახალ ელჩს საქართველოში მისიის დაწყება მიულოცა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, დიეგო კოლასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და დიპლომატს მისიის დაწყება მიულოცა.

ლარმა გაუფასურების რეკორდი მოხსნა

19 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9738 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9691 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.47 თეთრი შეადგინა.