ბახტაძე: ვიზიტი აშშ-ში აძლიერებს ჩემს ოპტიმიზმს გაზრდილი ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვიდა

პრემიერის თქმით, "1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ამერიკა იყო ჩვენი ყველაზე ახლო მეგობარი და მოკავშირე და ბოლო 28 წლის განმავლობაში შემუშავებული დემოკრატიის კურსის შედეგად, დამოუკიდებლობა საუკუნეების განმავლობაში ჩვენს მთავარ ფასეულობად იქცა".


მთავრობის მეთაურმა ისაუბრა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე და ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსმტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


"კომუნიზმის მარწუხებიდან გათავისუფლების შემდეგ დაუღალავად ვმუშაობთ დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნაზე. ეს გულისხმობს ისეთი სასამართლო სიტემის შექმნას, რომელიც გამართულად მუშაობს და ჩვენი მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებული წარმომადგენლობითი დემოკრატია არსებობს. ამ რეფორმებით საქართველო გახდა მსოფლიოში ბიზნესის საკეთებლად ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ქვეყანა. მნიშვნელოვანი ინვესტიციები განვახორციელეთ ხალხში და თანამედროვე ინფრასტრუქტურაში, რაც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ეკონომიკურ რეგიონულ ცენტრად წარმოგვაჩენს. ჩვენი შრომის შედეგად ვიმყოფებით ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ზღურბლზე და სავაჭრო შეთანხმებებს ვაფორმებთ ამერიკის მსგავს მეგობრებთან და მოკავშირეებთან. საქართველო არის აშშ-ის ძლიერი სამხედრო მოკავშირე და დემოკრატიის შუქურა გამოწვევებით აღსავსე სამეზობლოში. უმაღლეს წონით კატეგორიაში ვასპარეზობთ გლობალურ საკითხებში და ჩვენს საერთო ბრძოლის ველზე. ქართველი სამხედროები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად იბრძოდნენ ავღანეთსა და ერაყში. მახარებს, რომ ამერიკის კონგრესმა ჩვენი სტრატეგიული მნიშვნელობა აღიარა. სულ ახლახან - გასულ თვეში - წარმომადგენლობათა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი გამოსცა. ეს ორპარტიული აქტი რუსეთის აგრესიისგან ჩვენი სუვერენიტეტის დაცვას, სანქციებითა და სხვა მნიშვნელოვანი ბერკეტებით რუსული ავანტურიზმის დასჯას ისახავს მიზნად”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოში ღვინის დაყენების 8000-წლიან ტრადიციაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს უნიკალური კულტურა ევროპული ცივილიზაციიდან წარმოიშვა, რითაც თითოეული ქართველი ამაყობს.


"გასულ წელს ჩვენს 4-მილიონიან ქვეყანას 8.5 მილიონი უცხოელი ესტუმრა. საქართველოს სტუმრები ძალიან უყვარს. ეს აღსანიშნავი მიღწევაა და თუ არ ყოფილხართ ჩვენთან, ყველას მოგიწოდებთ, იხილოთ ეს ულამაზესი ქვეყანა და თავად გაეცნოთ ყველაფერს, რასაც სამყაროს ვთავაზობთ. ჩვენ ღია ვართ ბიზნესისთვის. ყველა ქართველი მიესალმება მეწარმე ამერიკელებს, რომლებიც ქვეყნის უზარმაზარშესაძლებლობებს აითვისებენ. შემდეგი ფაქტებით მინდა მოგხიბლოთ - ჩვენთან ახლოს მდებარე რეგიონული ბაზარი წვდომას განიჭებთ 120 მილიონ მომხმარებელზე. უპირატესობების მქონე გეოგრაფიული ადგილმდებარეობის და ბევრი პრეფერენციული სავაჭრო შეთანხმების გამო, რაც ბიზნესის კეთებას მიმზიდველს ხდის საქართველოში და საქართველოს გავლით, ამერიკულმა ბიზნესწრეებმა შეიძლება სწრაფად მოახერხონ წვდომა ევროპისა და აზიის ყველაზე სწრაფად მზარდ ბაზრებზე. ჩემი მოგზაურობა აშშ-ში ამ კვირის განმავლობაში აძლიერებს ჩემს დიდ ოპტიმიზმს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის და გაზრდილი ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართ. საერთო ღირებულებები და ხედვა გვაერთიანებს მშვიდობიანი, უსაფრთხო და კეთილდღეობის მქონე სამყაროსადმი, სადაც ყველანი თავისუფალნი ვიქნებით”,  - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საექსპერტო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, ასევე ვაშინგტონში მცხოვრებ ქართველებს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა. ღონისძიება აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართა. 


სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის შექმნა მნიშვნელოვანი ისტორიული ნაბიჯია

საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი გაიხსნება, რომელიც ჯო ენის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება.

გენერალური პროკურორი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.

ძლიერმა წვიმამ და ქარმა კახეთის სოფლები დააზარალა

ძლიერმა წვიმამ და ქარმა გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებს ზარალი მიაყენა.

მიხეილ ბატიაშვილმა ტრიუმფატორ ძიუდოისტებს უმასპინძლა

მიხეილ ბატიაშვილმა ევროპის ძიუდოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ტრიუმფატორებს უმასპინძლა.

სარა თომასი პირველი ქალია, ვინც ლა-მანშის სრუტე შეუსვენებლად ოთხჯერ გადაცურა

ამერიკელი ქალი სარა თომასი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ლა მანშის სრუტე ოთხჯერ შესვენების გარეშე გადაცურა.

ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, მოადგილესთან, ლია გიგაურთან ერთად, აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც მოსწავლეებს შეხვდა და მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

მასწავლებელი, რომელმაც ბავშვებს წითელი ყელსახვევი გაუკეთა, სამსახურიდან გაათავისუფლეს

ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლის პირველი გ კლასის მასწავლებელს, ქეთევან ვეკუას, სკოლის დისციპლინურმა საბჭომ სასტიკი საყვედური გამოუცხადა. სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით, ვეკუა კლასის დამრიგებლობიდანაც გაათავისუფლეს.

თბილისში კლიმატის მწვანე ფონდის ფორუმი გაიმართება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მაღალი დონის წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმს გახსნის.

ვახტანგ გომელაური ევროკავშირის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ევროკავშირის ელჩს შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს - კარლ ჰარცელს შეხვდა.

"ქართულმა ოცნებამ" ადიგენში შუალედურ არჩევნებზე კანდიდატად ჭიდაობის მწვრთნელი დაასახელა

27 ოქტომბრის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატები დაასახელა. მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად ადიგენის სოფელ არალში, მმართველი პარტიის სახელით, ზურაბ ფეიქრიშვილი იბრძოლებს.

სავალუტო ფონდის ყოფილი შეფი ევროკავშირის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად აირჩიეს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფლი ხელმძღვანელი კრისტინ ლეგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის პოსტს კვლავ დაიკავებს. მის კანდიდატურას სტრასბურგში ჩატარებულ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დაუჭირეს მხარი.

კონტეინერების კონტროლის პროგრამის დეტალები ცნობილია

გაეროსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის საშუალებით, მოხერხდა ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან მებრძოლი სამართალდამცავი უწყებების ძალისხმევისა და რესურსების გაერთიანება 

ლარი კვლავ გაუფასურდა

17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9626 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9608 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.18 თეთრი შეადგინა.
 
 

გოგა ხაინდრავა ოთარ კახიძეს ვინ ეკითხება და ვინ უსმენს? საერთაშორისო თანამეგობრობა აკეთებს იმას, რასაც საჭიროდ თვლის

„ოთარ კახიძეს ვინ ეკითხება და ვინ უსმენს? საერთაშორისო თანამეგობრობა აკეთებს იმას, რასაც საჭიროდ თვლის“, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ-საქართველოს“ გამარჯვებული პროექტის „DR.GOODS“-ის პრეზენტაცია გამართა

„საპარტნიორო ფონდის“პრეზენტაციას ესწრებოდა აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ფონდის წარმომადგენლები, სამედიცინო სექტორი და გამარჯვებული პროექტის ავტორები.

ლაფანყურის მოსახლეობასა და "ლოპოტა-ჰესის" ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა შედგა

დღეს ლაფანყირში ადგილობრივები შესაბამისი უწყებების, არასამთავრობო სექტორის, ხელისუფლებისა და კომპანიის წარმომადგენლებს თელავის საკრებულოში შეხვდნენ.

18 სექტემბერს თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტემბერს თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონში, ვარდისუბნის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, სადაც 113 ოჯახი ცხოვრობს, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, საყრდენი კედელი, ბორდიური და 2 300 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

 
ილია მეორემ ეკატერინე ტიკარაძეს უმასპინძლა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს უმასპინძლა.

ირაკლი ლექვინაძე: "მხარს ვუჭერთ ნავთობიმპორტიორების მოთხოვნას"

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, 2020 წლიდან 1 იანვრიდან დიზელის საწვავზე ახალი ხარისხობრივი ნორმებს განიხილავენ.

 

სურსათის ეროვნული სააგენტო კვების ობიექტების შემოწმებას განაგრძობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში განახლებულ აღმაშენებელსა და ბელიაშვილის ქუჩაზე არსებული საზოგადოებრივი კვების 57 ობიექტი შეამოწმეს.