კომუნიკაციების კომისია საერთაშორისო პარტნიორებს სიძულვილის ენის პრობლემების განსახილველად იწვევს

როგორც ცნობილია, საქართველოს კანონმდებლობის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი.

კომუნიკაციების კომისია საერთაშორისო პარტნიორებს სიძულვილის ენის, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე იწვევს.

ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველომ 2019 წლის 1 ივლისამდე უნდა მიიღოს.

აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიისა და EBRD-ის დაფინანსებით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პაკეტზე 2 წელი მუშაობდა.  კერძოდ, სამუშაო პროცესში ჩართული იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD),  ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან ერთად, როგორიცაა  GrantThornton-ი, Analysys Mas on-ი და Pierstone-ი. ასევე, ევროკომისიის დაფინანსებით, კანონპროექტებში ცვლილებების პაკეტზე კომისიასთან ერთად მუშაობდა ბელგიელი მედია ექსპერტი ჟან ფრანსუა ფურნემონი, რომელიც წლების განმავლობაში, იკავებდა ბელგიის მედია მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარის და მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) თავმჯდომარის თანამდებობებს.

ამის პარალელურად ევროკომისიისა დაევროპის საბჭოს  ერთობლივი პროექტისფარგლებში, კომისიის თანამშრომლებისათვის  ტრენინგები ჩაატარეს ევროპის საბჭოს მიერ მოწვეულმა მედია ექსპერტებმა ქალბატონმა ელენა მანდიჩმა და დამირ ჰაიდუკმა. ტრენინგებზე განხილულ იქნა არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის, თვითრეგულირებისა და რეგულირების საკითხები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მაგალითებზე.   

როგორც თქვენთვის ცნობილია, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დღეს ისეთი სენსიტიური და მნიშნელოვანი საკითხები, როგორიც არის სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენა მოქმედი კანონმდებლობით არ ითვალისწინებს  მაუწყებლებისთვის რეგულირების ეფექტიან მექანიზმებს და ასეთი საკითხები მხოლოდ მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოებში განიხილება. კერძოდ, „ მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მიხედვით,  მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების კომისიაში, ან სასამართლოში გასაჩივრება დაუშვებელია, რაც ევროკომისიის დაფინანსებით მოწვეული ექსპერტების დასკვნით, შეუსაბამობაშია ევრო დირექტივასთან და  კანონში ცვლილებებს საჭიროებს. 

ევროპელი ექსპერტების მიერ კომისიისთვის შემოთავაზებული იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხების  თვითრეგულირებიდან  მთლიანად ამოღება და საკითხის  სრულად კომისიისათვის დაქვემდებარება. აღნიშნულმა რეკომენდაციებმა ასახვა ჰპოვა კომისიის მიერ მომზადებულ  პროექტში, რომელიც კომენტარებისთვის გაეგზავნათ, როგორც მაუწყებლებს, ისე მედიის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს. 

მაუწყებლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგა ნ მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით, ასევე თავად თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, კომისიამ გადაწყვიტა პირველ ეტაპზე გასაჩივრების უფლება კვლავ მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოში დარჩენილიყო, ხოლო  კომისიაში, ან სასამართლოში საკითხის გასაჩივრება მხოლოდ მას შემდეგ გამხდარიყო შესაძლებელი, რაც  დაინტერესებული პირი თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით იქნებოდა უკმაყოფილო.  

თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კომისიაში, ან სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის თავად თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობას და მაუწყებლები მეტი პასუხიმგებლობით მოეკიდებიან საჩივრებს.მოგეხსენებათ, რომ დღეს თვითრეგულირების მექანიზმი არაეფექტურად მუშაობას და ამას თავად არასამთავრობო სექტორიც ადასტურებს.  კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება   შესაძლებელი იქნება სასამართლოში. 

აღსანიშნავია, რომ მაუწყებლებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს თავად ჰქონდათ შესაძლებლობა კანონპროექტზე მუშაობის პროცესში შეხვედროდნენ და გასაუბრებოდნენ ევროპელ ექსპერტებს. აღნიშნულის მიზნით, კომისიაში გაიმართა რამდენიმე შეხვედრა, EBRD-ისა და ევროკომისიის  მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში ჩართულ ექპერტებთან. შეხვედრებზე არასამათავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს ექსპერტებმა განუმარტეს, რომ თვითრეგულირების მექანიზმი შესაძლებელია წარმოადგენდეს აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევროპული დირექტივის აღსრულების დამატებით საშუალებას, მაგრამ ამ  მექანიზმის არსებობა ვერ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს ევრო დირექტივიდან. ამას გარდა, ექსპერტებმა მხარეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ  არ არსებობს ევროპაში ქვეყანა, სადაც სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენა მხოლოდ თვითრეგულირების ორგანოში განიხილება.  საზოგადოების ინტერესების დაცვის მიზნით, ყველა ევროპულ ქვეყანაში ის აუცილებლად საჩივრდება შესაბამის მარეგულირებელ უწყებასა და სასამართლოში. 

ორ წლიანი აქტიური მუშაობის შედეგად, კომუნიკაციების კომისიამ ევროპელ ექსპერტებთან ერთად მომზადებული კანონპროექტი საკანონდებლო წინადადების სახით, 2018 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტში შეიტანა.  საქართველოს პარლამენტის მიერ კომისიის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა ამ დრომდე არ  მომხდარა და ის საკანონდებლო ინიციატივად არ გადაუქცევიათ. ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, კი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველომ 2019 წლის 1 ივლისამდე  უნდა მიიღოს.  

კომისიის მიერ პარლამენტში კანონპროექტის შეტანის შემდეგ, არასამთავრობო სექტორმა დააყენა საკითხი, რომ  თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომისიაში გასაჩივრება მაუწყებლებისთვის რისკებს შეიცავდა. კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი რისკის შემცველი არ  არის და ცვლილების  მიზანი საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაა. მიუხედავად ამისა, კომისიამ არასამთავრობო სექტორს ევროკომისიასთან წერილის გაგზავნა შესთავაზა, რათა დაზუსტდეს, ხომ არ შეუქმნის აღნიშნული ცვლილებების განუხორციელებლობა საფრხეს ასოცირების ხელშეკრულებას. არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა 2 თვეზე მეტია რაც შედგა, თუმცა კომისიას მათგან დამატებითი ინფორმაცია, ან კომენტარი ამ დრომდე არ მიუღია. თავის მხრივ, კომისიამ აღნიშნული საკითხის კიდევ ერთხელ დაზუსტების მიზნით, წერილობით მიმართა  ევროკომისიას და ელოდება მათ პასუხს.კომუნიკაციების კომისიისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია დაიცვას ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ქვეყნის ევროპულ განვითარებაზე იზრუნოს. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთანაა  დაკავშირებული - ევროკავშირის პროგრამა „შემოქმე დებითიევროპაა“ (CREATIVE EUROPE), რომელიც ევროპული კულტურის, შემ ოქმედებითი დააუდიოვიზუალური სე ქტორებისმხარდასაჭერად შეიქმნა.  

2014 წელს, ევროკავშირთან ასოცი რებისშესახებ შეთანხმების შემდე გ, საქართველო ჩაერთო პროგრამაშ ი კულტურისქვეპროგრამის მიმართუ ლებით. რაც შეეხებამედია ქვეპრო გრამას, აუდიოვიზუალურიდირექტივ ის არქონის გამო, საქართველონაწ ილობრივ არის ჩართული მასში დაარსებული 14 დაფინანსების სქე მიდან(კონკურსიდან) ქართველ აპლ იკანტებსსაშუალება აქვთ მხოლოდ  4 კონკურსშიმიიღონ მონაწილეობა.  მიუხედავადაღნიშნული შეზღუდვის ა, პროგრამაშიჩართვის შემდეგ ქა რთველ ბენეფიციარებსუკვე აქვთ  280,000 ევროს ოდენობით თანხამი ღებული.

აღნიშნულ კონკურსებში ქართველია პლიკანტების მონაწილეობა, უმნიშვნელოვანეს 10 კომპონენტში სწორედ იმიტომ იზღუდება, რომ „მაუწყებლობის კანონში“ ცვლილებების შეტანა არ განხორციელებულა. აღნიშნულის გამო, ქართული აუდიოვიზუალური ს ექტორისწარმომადგენლებს შეზღუდული აქვთ შესაძლებლობა  მიიღონ მონაწილეობა  იმ კონკურსებში, რომლის  ბიუჯეტიც 1,50 მილიარდი ევროა. აღნიშნული შესაძლებლობა ინდუსტრიის განვით არებისა და ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციის მოზიდვი ს თვალსაზრისით, ძალზედ მნიშვნელოვანია. 


საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

2019 წლის გამოცდების ჩაბარების მსურველები ბარათების ამობეჭდვას 20 ივნისიდან შეძლებენ.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

19 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.7871 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.7664 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -2.07 თეთრი შეადგინა.
 
 

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ავიაპარკს უახლოეს მომავალში Boeing 737-800 შეემატება

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ავიაპარკს უახლოეს მომავალში Boeing 737-800 შეემატება, რომლითაც თბილისიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისები შესრულდება.

მეუფე კალისტრატეს გარდაცვალებაზე ინფორმაცია მცდარია

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. 

ფოცხოში მოსწავლეების მიერ გამოგონილი მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყო დაამონტაჟეს

სენაკის ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყო ფოცხოს თემში, ოთხ ლოკაციაზე დაამონტაჟეს.  

ვასაძე პოლიციელებს მიმართავს

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით ვერის პარკში მორიგი განცხადება გააკეთა.

ვახტანგ ჭარაია: საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი ბოლო 15 წლის ისტორიულ მინიმუმზეა

„საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი 2005 წლის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ყოველთვიურ ჭრილში 2019 წლის მაისში მან 38.4% შეადგინა“, - განაცხადა ორგანიზაცია „სექტორი 3“-ის ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ.

ექსპერტი: სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი ბოლო 15 წლის მინიმუმზეა

ეკომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას აფასებს და ექსპორტის ზრდასთან ერთად უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირებას უსვამს ხაზს.

კაიროში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

კაიროში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

"მამაოსგან კურთხევა არ მაქვს, ინტერვიუ მოგცეთ" - დაპირისპირება ვერის ბაღში (ვიდეო)

ლევან ვასაძის თანამოაზრე გურამ ფალავანდიშვილმა "რუსთავი2-"ის ჟურნალისტს ინტერვიუ არ მისცა. მისივე თქმით, "რუსთავი2-თან" კომუნიკაციაზე მამაოსგან კურთხევა არ ჰქონდა.

გურამ ფალავანდიშვილი : ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე პრაიდს არ ჩავატარებინებთ (ვიდეო)

ვერის ბაღში სახალხო ერთობის წევრმა გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გამოსვლის უფლებას არ მისცემენ.

საპატრიარქო: ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისგან, ისე მრევლისაგან

ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

სააპელაციო სასამართლომ იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ იულია სუსლიაკის ადვოკატის სარჩელი არ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

ვასაძე კავკასიელ ხალხებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე კავკასიელ ხალხებს ლგბტ თემთან ბრძოლაში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 

ნინო ბოლქვაძე: „ღირსების მარში“ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში არ გაიმართება

„თბილისი პრაიდი“ ორგანიზატორი ნინო ბოლქვაძე აცხადებს, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარების ადგილი ჯერ გასაიდუმლოებულია, თუმცა მარში თბილისის ცენტრალურ ქუჩებში არ გაიმართება.

მამუკა მდინარაძე: სამშენებლო წესების დარღვევისთვის ნებისმიერი ადამიანი მკაცრად უნდა დაისაჯოს, რადგან ქალაქში ქაოსური განაშენიანება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პირს სამშენებლო ნორმების არსებითად დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

მდინარაძე: ჩხუბსა და ორომტრიალში შესვლა არეულობას იწვევს და არასწორი საქციელია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნებისმიერი სახის ძალადობა დაუშვებელია და სახელმწიფოს მხრიდან ძალადობა არათუ დაგმობილი, არამედ აღკვეთილი იქნება.

საქართველოს ბანკი ტაქსებში ახალ, ინოვაციურ საგადამხდელო სისტემას QR-გადახდებს ნერგავს

საქართველოს ბანკი  მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისისა თუ პროდუქტის შეთავაზებას აგრძელებს.

ეკონომიკის ექსპერტები ექსპორტის ზრდას პოზიტიურად აფასებენ

ეკონომიკის ექსპერტის იოსებ არჩვაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი საშუალებას იძლევა ექსპორტის დაჩქარებული განვითარებისთვის.

კაპადოკიაში ქართული კულტურის დღეები ჩატარდა

 კაპადოკიაში ქართული კულტურის დღეები ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა ახალგაზრდამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

იოსებ არჩვაძე: საქართველოს ექსპორტმა 2019 წლის მაისში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

ეკონომიკის ექსპერტის იოსებ არჩვაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი საშუალებას იძლევა ექსპორტის დაჩქარებული განვითარებისთვის.