კალაძე: ვერეს ხეობასთან დაკავშირებით რა რეკომენდაციებიც გაიცა, ყველაფერი შესრულდა

თბილისის მერი კახა კალაძე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კახა კალაძემ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ  სტიქიის დროს ყველაზე მოუშუშებელი დანაკარგი ადამიანების სიცოცხლე იყო.


 


 


თბილისის მერმა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა თუ პრევენციის მიზნით, რეკომენდაციების შესაბამისად გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.


 


 


„ყველას გვახსოვს, თუ რამდენად მძიმე იყო 2015 წლის 13 ივნისი, როდესაც ეს უბედურება მოხდა. რთულია ყველაფრის სიტყვით გადმოცემა, თუ რამდენად უძლური ვიყავით ბუნების წინაშე და რამდენად მძიმე იყო არსებული მდგომარეობა. სამწუხაროდ, დავკარგეთ ადამიანები და იმ ჭრილობებს და ტკივილს ვერაფერი მოაშუშებს. უბრალოდ, ამას ვეგუებით. რაც შეეხება სამუშაოებს, იყო რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, თუ რა უნდა გაკეთებულიყო - ეს იყო განგაშის სისტემა, რომელიც დამონტაჟდა, ასევე, ცხაურები კონკრეტულ ლოკაციებზე, რაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააკეთა. რა რეკომენდაციებიც გაიცა, ყველაფერი შესრულდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.


 


 


დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილეები, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.


 


 


13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიიდან ოთხი წელი გავიდა.


 



აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას ცდილობენ

პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ. პოლიცია მათ შეკავებას ცდილობს.

ნიკა მელია: თუ ერთი საათში არ გადადგებიან ირაკლი კობახიძე, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური, პარლამენტის შენობაში მშვიდობიანად შევალთ

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ახალ მოთხოვნას აყენებენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გადადგომას არ აპირებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მისი თანამდებობიდან გადადგომის საკითხს არასერიოზულს უწოდებს, - აღნიშნულის შესახებ მან ბაქოდან "იმედის" ეთერში განაცხადა.

აქციაზე საქართველოს ჰიმნი შეასრულეს (ვიდეო)

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ,,სირცხვილია" მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

მეუფე გრიგოლი: რუსეთის დამპყრობლურ საქმეებს არ აქვს კავშირი მართლმადიდებლობასთან

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ყოფნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მიტროპოლიტის შესაფებით, დღევანდელი შემთხვევა სახელმწიფოებრიობისთვის სამწუხარო ფაქტია.

აქცია სახელწოდებით, "სირცხვილია" თელავის ცენტრში გაიმართა

სამოქალაქო აქტივისტებმა დროშებით, ტრანსფარანტებითა და შეძახილებით ქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყეს.

გიგი უგულავა: აქცია არ დაიშლება, სანამ ირაკლი კობახიძე, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური არ გადადგებიან

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას თქმით, აქცია არ დაიშლება, სანამ ირაკლი კობახიძე, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური არ გადადგებიან.

პარლამენტთან დამატებითი საპოლიციო ძალები შეჰყავთ (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის ეზოში პოლიციელთა რაოდენობა გაიზარდა. საკანონმდებლო ორგანოს
შენობის გარდა მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში დამატებითი საპოლიციო ძალები შეჰყავთ.

კარასინი: აღშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების მოქმედებების გამო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკურმა ძალებმა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი ანტირუსული განწყობების დემონსტრირებისთვის გამოიყენეს.

ფოტო-ამბავი რუსთაველის გამზირიდან

„სირცხვილია“ ამ სახელწოდებით რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტით გამოწვეული ხმაური უძღოდა წინ.

გურამ ფალავანდიშვილი გაათავისუფლეს

გურამ ფალავანდიშვილი გაათავისუფლეს. „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის საქმეზე სასამართლო სხდომა ადვოკატების მოთხოვნის საფუძველზე 5 ივლისამდე გადაიდო.

თბილისში, რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან სტუდენტები იკრიბებიან

თბილისში, რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან 22 საათზე სტუდენტები შეკრებას გეგმავენ, რომლებიც რუსი დეპუტატების საქართველოში ჩამოსავლასა და რუსეთის პოლიტიკას გააპროტესტებენ.

მერაბ ქვარაია: ოპოზიციის ლიდერები მომხდარის გაბუქებას და პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობენ

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერები მომხდარის გაბუქებას და მის გამოყენებას პარტიული ინტერესებისთვის ცდილობენ.

ინდუსტრიული ჯგუფის Aigroup-ის განცხადება

Aigroup-ის მიერ ქუთაისში დაგეგმილი ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი იყო გასართობი შოუ და კონცერტი გადაიდო 26 ივნისისთვის.

ფიზიკური დაპირისპირება აქციაზე

საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, ვატო შაქარიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.

პარლამენტთან აქციას „გირჩის“ წევრებიც შეუერთდნენ

მანამდე პარტიის თანამოაზრეები საპატრიარქოსთან შეიკრიბნენ და დღევანდელი მოვლენები გააპროტესტეს.


სერგეი გავრილოვმა საქართველო დატოვა

რუსეთის დელეგაციამ საქართველო დატოვა. სერგეი გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე გაემგზავრნენ.

საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს (ვიდეო)

პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. თავდაპირველად სამართალდამცველები მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ. თუმცა მოგვიანებით ნება დართეს, რომ მოძრაობა გადაეკეტათ.

წაქცეული ხეები, დაზიანებული სახურავები, შეწყვეტილი ელექტროენერგია - სტიქია სამეგრელოში

ძლიერმა წვიმამ და ქარმა ზუგდიდსა და წალენჯიხაში პრობლემები შექმნა.

პრემიერ-მინისტრი მეუფე კალისტრატეს სამძიმარზე იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბაგრატის ტაძარში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს სამიძმარზე იმყოფებოდა.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალური განცხადება

დღეს, 20 ივნისს მუხიანის აგარაკებზე, გობრონიძის N62-თან ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალმომარაგების ქსელი ავარიულად დაზიანდა.