ზურაბ ლიპარტია: ფაროსანას რიცხოვნობა შემცირებულია

სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობა შეაჯამა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, წინა წლებში დაგროვილი გამოცდილებისა და გატარებული ღონისძიებების შედეგად წელს მავნებლის რიცხოვნობა შემცირებულია.

„ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი თერმული ნისლით შეწამვლის  შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას  24 საათით ადრე სატელეფონო გზავნილის მეშვეობით აფრთხილებს. დეტალური ინფორმაცია შეწამვლით სამუშაოებსა და მონიტორინგზე  განთავსებულიa ვებგვერდზე parosana.ge.

მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრი მუდმივად თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან, რომლებიც ღონისძიებების და მოსახლეობის ინფორმირების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი.

სურსათის ეროვნული სააგენტო მაქსიმალურად ითვალისწინებს მეფუტკრეების ინტერესებს და  ფუტკრის დაცვის მიზნით, შეწამვლითი ღონისძიებები მეფუტკრეებთან შეთანხმებით, კოორდინირებულად იგეგმება. იმისათვის, რომ ფუტკარი მაქსიმალურად იყოს დაცული, თერმული ნისლით წამლობა ტარდება საღამოს საათებში, როცა ფუტკარი დაბინავებულია. მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრი სპეციალისტების ჩართულობით მეფუტკრე ფერმერებთან შეხვედრებს ყოველდღიურად მართავს“, - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო  ღონისძიებები  დასავლეთ საქართველოში მარტიდან    მიმდინარეობს.

მუდმივი მონიტორინგის შედეგად, საკოორდინაციო ცენტრის მიერ განისაზღვრა პრიორიტეტული სოფლები და ლოკაციები, სადაც  მავნებლის მაღალი რიცხოვნობა აღინიშნა. ერთი კვირის წინ დაიწყო და  მიმდინარეობს საკარმიდამო ფართობების თერმული ნისლით დამუშავება. ამ დროისთვის უკვე  დამუშავებულია 2010 ჰა ფართობი.

დღეის მონაცემებით, აჭარის, გურიის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში განთავსებულია 3074 მონიტორინგის ფერომონი, დამონტაჟებულია  50 ათასზე მეტი „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური, რის შედეგადაც   წერტილოვანი შეწამვლა  10 522 ჰა ფართობზე განხორციელდა. აღნიშნული სადგურები დამონტაჟებულია და გამოიყენება ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ბუფერულ ზონებში, რომელთა  მეშვეობითაც ტყიდან გამოსული   მავნებელი ნადგურდება. მავნებლის კონტროლის ღონისძიებები (შეწამვლა)  მიმდინარეობს საყანე მასივებშიც.

მიმდინარე წელს სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზარდა - მავნებელთან ბრძოლის მიზნით მობილიზებულია 250 სპეციალიზებული ტექნიკა.

იმისათვის, რომ მავნებელი მოექცეს კონტროლის ქვეშ და თავიდან ავიცილოთ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება, საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა და სახელმწიფოსთან ერთად, მოსახლეობისა და ფერმერების აქტიური ჩართულობა.


უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

19 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.7871 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.7664 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -2.07 თეთრი შეადგინა.
 
 

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ავიაპარკს უახლოეს მომავალში Boeing 737-800 შეემატება

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ავიაპარკს უახლოეს მომავალში Boeing 737-800 შეემატება, რომლითაც თბილისიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისები შესრულდება.

მეუფე კალისტრატეს გარდაცვალებაზე ინფორმაცია მცდარია

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. 

ფოცხოში მოსწავლეების მიერ გამოგონილი მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყო დაამონტაჟეს

სენაკის ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყო ფოცხოს თემში, ოთხ ლოკაციაზე დაამონტაჟეს.  

ვასაძე პოლიციელებს მიმართავს

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით ვერის პარკში მორიგი განცხადება გააკეთა.

ვახტანგ ჭარაია: საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი ბოლო 15 წლის ისტორიულ მინიმუმზეა

„საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი 2005 წლის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ყოველთვიურ ჭრილში 2019 წლის მაისში მან 38.4% შეადგინა“, - განაცხადა ორგანიზაცია „სექტორი 3“-ის ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ.

ექსპერტი: სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი ბოლო 15 წლის მინიმუმზეა

ეკომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას აფასებს და ექსპორტის ზრდასთან ერთად უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირებას უსვამს ხაზს.

კაიროში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

კაიროში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

"მამაოსგან კურთხევა არ მაქვს, ინტერვიუ მოგცეთ" - დაპირისპირება ვერის ბაღში (ვიდეო)

ლევან ვასაძის თანამოაზრე გურამ ფალავანდიშვილმა "რუსთავი2-"ის ჟურნალისტს ინტერვიუ არ მისცა. მისივე თქმით, "რუსთავი2-თან" კომუნიკაციაზე მამაოსგან კურთხევა არ ჰქონდა.

გურამ ფალავანდიშვილი : ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე პრაიდს არ ჩავატარებინებთ (ვიდეო)

ვერის ბაღში სახალხო ერთობის წევრმა გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გამოსვლის უფლებას არ მისცემენ.

საპატრიარქო: ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისგან, ისე მრევლისაგან

ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

სააპელაციო სასამართლომ იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ იულია სუსლიაკის ადვოკატის სარჩელი არ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

ვასაძე კავკასიელ ხალხებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე კავკასიელ ხალხებს ლგბტ თემთან ბრძოლაში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 

ნინო ბოლქვაძე: „ღირსების მარში“ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში არ გაიმართება

„თბილისი პრაიდი“ ორგანიზატორი ნინო ბოლქვაძე აცხადებს, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარების ადგილი ჯერ გასაიდუმლოებულია, თუმცა მარში თბილისის ცენტრალურ ქუჩებში არ გაიმართება.

მამუკა მდინარაძე: სამშენებლო წესების დარღვევისთვის ნებისმიერი ადამიანი მკაცრად უნდა დაისაჯოს, რადგან ქალაქში ქაოსური განაშენიანება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პირს სამშენებლო ნორმების არსებითად დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

მდინარაძე: ჩხუბსა და ორომტრიალში შესვლა არეულობას იწვევს და არასწორი საქციელია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნებისმიერი სახის ძალადობა დაუშვებელია და სახელმწიფოს მხრიდან ძალადობა არათუ დაგმობილი, არამედ აღკვეთილი იქნება.

საქართველოს ბანკი ტაქსებში ახალ, ინოვაციურ საგადამხდელო სისტემას QR-გადახდებს ნერგავს

საქართველოს ბანკი  მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისისა თუ პროდუქტის შეთავაზებას აგრძელებს.

ეკონომიკის ექსპერტები ექსპორტის ზრდას პოზიტიურად აფასებენ

ეკონომიკის ექსპერტის იოსებ არჩვაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი საშუალებას იძლევა ექსპორტის დაჩქარებული განვითარებისთვის.

კაპადოკიაში ქართული კულტურის დღეები ჩატარდა

 კაპადოკიაში ქართული კულტურის დღეები ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა ახალგაზრდამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

იოსებ არჩვაძე: საქართველოს ექსპორტმა 2019 წლის მაისში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

ეკონომიკის ექსპერტის იოსებ არჩვაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი საშუალებას იძლევა ექსპორტის დაჩქარებული განვითარებისთვის.

ქართული ღვინის კომპანია ევროკავშირის ჯილდოს მფლობელი გახდა

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის ჯილდოს მფლობელი ქართული ღვინის კომპანია „შილდა“ გახდა.