კახა ბექაური: „ევროპელი ექსპერტების დასკვნით, ქართული კანონმდებლობა შეუსაბამოა ევროპის კანონმდებლობასთან და სიძულვილის ენის საკითხი უნდა რეგულირდებოდეს“

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს პარლამენტში საარჩევნო თემატიკაზე გამართულ შეხვედრაზე სიძულვილის ენის პრობლემის საკითხი დააყენა.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაური მოუწოდებს პარლამენტს, დააჩქაროს კომისიის მიერ საკანონმდებლო უწყებაში ინიცირებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებით აქვს ქვეყანას ნაკისრი და რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ეხება. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნულ საკითხზე დღეს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც ეუთოს რეკომენდაციებზეა აგებული. ეუთოს რეკომენდაციებში მნიშვნელოვანი ყურადღება სწორედ სიძულვილის ენას ეხება. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, სიძულვილის ენა, არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვა და ომის პროპაგანდა, არაწინასაარჩევნო პერიოდშიც პრობლემაა და სწორედ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, ევროკომისიის დახმარებით კომისიამ კანონპროექტი მოამზადა, რომელიც შარშან დეკემბერში შეიტანა პარლამენტში საკანონდებლო ინიციატივის სახით, თუმცა ის ამ დრომდე არ განხილულა.   


 „სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, ბევრი საკითხი განიხილება, მათ შორის ჩვენი, მედიის საკითხი საარჩევნო კონტექსტში, თუმცა გამოსაყოფია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ეს ეხება სიძულვილის ენას, რომელიც არ არის მხოლოდ საარჩევნო პერიოდის საკითხი, ეს არის მნიშვნელოვანი ასევე არასაარჩევნო პერიოდშიც. დღეს პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი საქართველოს კანონმდებლობა ამ კუთხით შეუსაბამოა ევროპულ კანონმდებლობასთან. სიძულვილის ენის საკითხი ჩვენი კანონმდებლობით არ რეგულირდება და მხოლოდ მაუწყებლების თვითრეგულირებაშია მისი გასაჩივრება შესაძლებელი.  ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, არასაარჩევნო კონტექსტის გარეთაც, ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ კანონში არსებული ხარვეზი გავასწოროთ და შესაბამისობაში მოვიყვანოთ ევრო დირექტივასთან“,- განაცხადა სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას კახა ბექაურმა.


კომისიამ კანონპროექტზე ევროპელ ექსპერტებთან ერთად ორი წელი იმუშავა, EBRD-ისა და ევროკომისიის ექსპერტების დასკვნით, ქართული კანონმდებლობა “მაუწყებლობის შესახებ” კანონის კუთხით შეუსაბამოა ევროპულ კანონმდებლობასთან და საჭიროებს ცვლილებას.


„ევროპელმა ექსპერტებმა მოამზადეს დასკვნები, სადაც ნათქვამია, რომ ქართული კანონმდებლობა შეუსაბამოა ევროპის კანონმდებლობასთან და სიძულვილის ენის საკითხი თვითრეგულირებიდან უნდა გადავიდეს რეგულირების სფეროში. ასევე, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ეფექტიანი მექანიზმი, იმისთვის, რომ მედია სივრცეში აღმოფხვრილ იქნას სიძულვილის ენით საუბარი. აღნიშნული დასკვნების საფუძველზე, ჩვენ მოვამზადეთ შესაბამისი კანონპროექტი წინადადების სახით ჯერ კიდევ 6 თვის წინ, 2018 წლის დეკემბერში. პრობლემაა, რომ ამ დრომდე ის არ განხილულა და არ გადარქმნილა ინიციატივად. შემდეგი პრობლემაა არის ის, რომ ჩვენ აღნიშნული ვალდებულების შესრულებას ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს 2019 წლის 1 ივლისამდე. შესაბამისად, სავარაუდოდ ვეღარ ესწრება ცვლილებების მიღება და ჩვენ ამ ვადას დავარღვევთ“,- აცხადებს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე. 


მისივე განცხადებით, კანონპროექტის წარდგენა პარლამენტში კომისიის ინიციატივით არ მომხდარა, ის ევროკომისიისა და ევროპელი ექსპერტების რეკომენდაცია იყო და სწორედ ამიტომაა მისი განხილვა და მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.


„იმისთვის რომ ევროპული ოჯახის წევრები გავხდეთ, ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია სავალდებულოა. ევროპაში სიძულვილის ენა რეგულირდება, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას  აქვს ეფექტიანი მექანიზმი, რომ მოქალაქე იყოს დაცული.  იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ სიძულვილის ენას  თვითრეგულირებაში დავტოვებთ, ევროპელები ამას დარღვევად ჩაგვითვლიან რაც ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემაა“, - აცხადებს კახა ბექაური. 


ნიკა მელია: თუ ერთი საათში არ გადადგებიან ირაკლი კობახიძე, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური, პარლამენტის შენობაში მშვიდობიანად შევალთ

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ახალ მოთხოვნას აყენებენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გადადგომას არ აპირებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მისი თანამდებობიდან გადადგომის საკითხს არასერიოზულს უწოდებს, - აღნიშნულის შესახებ მან ბაქოდან "იმედის" ეთერში განაცხადა.

აქციაზე საქართველოს ჰიმნი შეასრულეს (ვიდეო)

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ,,სირცხვილია" მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

მეუფე გრიგოლი: რუსეთის დამპყრობლურ საქმეებს არ აქვს კავშირი მართლმადიდებლობასთან

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ყოფნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მიტროპოლიტის შესაფებით, დღევანდელი შემთხვევა სახელმწიფოებრიობისთვის სამწუხარო ფაქტია.

აქცია სახელწოდებით, "სირცხვილია" თელავის ცენტრში გაიმართა

სამოქალაქო აქტივისტებმა დროშებით, ტრანსფარანტებითა და შეძახილებით ქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყეს.

გიგი უგულავა: აქცია არ დაიშლება, სანამ ირაკლი კობახიძე, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური არ გადადგებიან

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას თქმით, აქცია არ დაიშლება, სანამ ირაკლი კობახიძე, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური არ გადადგებიან.

პარლამენტთან დამატებითი საპოლიციო ძალები შეჰყავთ (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის ეზოში პოლიციელთა რაოდენობა გაიზარდა. საკანონმდებლო ორგანოს
შენობის გარდა მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში დამატებითი საპოლიციო ძალები შეჰყავთ.

კარასინი: აღშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების მოქმედებების გამო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკურმა ძალებმა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი ანტირუსული განწყობების დემონსტრირებისთვის გამოიყენეს.

ფოტო-ამბავი რუსთაველის გამზირიდან

„სირცხვილია“ ამ სახელწოდებით რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტით გამოწვეული ხმაური უძღოდა წინ.

გურამ ფალავანდიშვილი გაათავისუფლეს

გურამ ფალავანდიშვილი გაათავისუფლეს. „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის საქმეზე სასამართლო სხდომა ადვოკატების მოთხოვნის საფუძველზე 5 ივლისამდე გადაიდო.

თბილისში, რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან სტუდენტები იკრიბებიან

თბილისში, რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან 22 საათზე სტუდენტები შეკრებას გეგმავენ, რომლებიც რუსი დეპუტატების საქართველოში ჩამოსავლასა და რუსეთის პოლიტიკას გააპროტესტებენ.

მერაბ ქვარაია: ოპოზიციის ლიდერები მომხდარის გაბუქებას და პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობენ

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერები მომხდარის გაბუქებას და მის გამოყენებას პარტიული ინტერესებისთვის ცდილობენ.

ინდუსტრიული ჯგუფის Aigroup-ის განცხადება

Aigroup-ის მიერ ქუთაისში დაგეგმილი ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი იყო გასართობი შოუ და კონცერტი გადაიდო 26 ივნისისთვის.

ფიზიკური დაპირისპირება აქციაზე

საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, ვატო შაქარიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.

პარლამენტთან აქციას „გირჩის“ წევრებიც შეუერთდნენ

მანამდე პარტიის თანამოაზრეები საპატრიარქოსთან შეიკრიბნენ და დღევანდელი მოვლენები გააპროტესტეს.


სერგეი გავრილოვმა საქართველო დატოვა

რუსეთის დელეგაციამ საქართველო დატოვა. სერგეი გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე გაემგზავრნენ.

საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს (ვიდეო)

პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. თავდაპირველად სამართალდამცველები მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ. თუმცა მოგვიანებით ნება დართეს, რომ მოძრაობა გადაეკეტათ.

წაქცეული ხეები, დაზიანებული სახურავები, შეწყვეტილი ელექტროენერგია - სტიქია სამეგრელოში

ძლიერმა წვიმამ და ქარმა ზუგდიდსა და წალენჯიხაში პრობლემები შექმნა.

პრემიერ-მინისტრი მეუფე კალისტრატეს სამძიმარზე იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბაგრატის ტაძარში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს სამიძმარზე იმყოფებოდა.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალური განცხადება

დღეს, 20 ივნისს მუხიანის აგარაკებზე, გობრონიძის N62-თან ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალმომარაგების ქსელი ავარიულად დაზიანდა.

კალაძე: მძაფრი ემოციების ფონზე, ჩვენი ქვეყნის მტერს სიტუაციით სარგებლობის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ

ამ მძაფრი ემოციების ფონზე, ისეც არ უნდა ვქნათ, რომ ჩვენი ქვეყნის მტერს სიტუაციით სარგებლობის შესაძლებლობა მივცეთ,-განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენების შეფასებისას.