თბილისში ღვინის საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2019 გაიხსნა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2019 გახსნა. 

WinExpo Georgia კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია  ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის წარმოებისთვის საჭირო ყველა კომპონენტი - მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სასუქები,  ნერგები,  ტარა და შესაფუთი მასალები, აქსესუარები და სერვისების ფართო სპექტრი. გამოფენაში 12 ქვეყნის (საქართველო, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ბელარუსია და თურქეთი) 160-მდე კომპანია მონაწილეობს, რომელთა შორის   110-ზე მეტი ღვინის მწარმოებელი როგორც დიდი  კომპანია, ისე საშუალო და მცირე მარანია.

 

საერთაშორისო გამოფენა 13-15 ივნისს,  საგამოფენო ცენტრის ,,ექსპო-ჯორჯია“ მე-11 პავილიონში იმართება. WinExpo Georgia-ს ოფიციალური მხარდამჭერები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა გამოფენის ორგანიზატორებს, ღვინის საერთაშორისო ექსპერტებს, მეწარმეებს და მცირე მარნების წარმომადგენლებს გამოფენაში მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის.

 

„გამოფენის მასშტაბი, მონაწილე კომპანიების და ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც ადასტურებს გამოფენის პრესტიჟულობას და ქართული ღვინისადმი  გაზრდილ ინტერესს. წლების განმავლობაში, ქვეყანაში ღვინის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, იქმნება ღვინის მწარმოებელი ახალი კომპანიები, ინერგება ახალი ტექნოლოგიები და იწარმოება მაღალი ხარისხის ღვინო. ყოველწლიურად იზრდება ქართული ღვინის ექსპორტიც. საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, ჩატარდა ღვინის საერთაშორისო კონკურსიც, რომლის ჟიურის წევრები არიან მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები და სპეციალისტები, რომელთა მოსაზრება და შეფასება მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

გამოფენის გახსნაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საგამოფენო ცენტრის „ექსპო-ჯორჯია“ დირექტორმა, რესან ქიქავამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

 

წელს, გამოფენაზე პირველად  მონაწილეობენ  საფრანგეთის საელჩო და საფრანგეთის ღვინის გამოფენის „The Wine & Vine Innovation Cluster “Inno’Vin”-ის ორგანიზატორები (https://innovin.fr/index.php/en/). საკუთარ სტენდზე, ფრანგი მონაწილეები ღვინის აქსესუარებს წარმოადგენენ.

 

გამოფენის ფარგლებში, გაიმართება ღონისძიება „ქართული ღვინო და დიდი ბრიტანეთის ბაზარი“, სადაც ბრიტანელი ღვინის პროფესიონალი ტატიანა მანნი ქართველ მეღვინეებს გაუზიარებს გამოცდილებას ბრიტანეთის ბაზრის სპეციფიკასა და ღვინის იმპორტის რეგულაციებზე.

 

13 ივნისს, მე-11 ღვინის საერთაშორისო კონკურსში International Wine Competition გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება, რომელიც  WinExpo Georgia 2019-ის ფარგლებში, 11-12 ივნისს ჩატარდა. კონკურსზე წარდგენილი იყო  81 კომპანიის მიერ წარმოებული ღვინის 300-მდე ნიმუში. კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ქართველ  ღვინის სპეციალისტებთან ერთად, საერთაშორისო პროფესიონალები: ტიმ ატკინი (ჟიურის თავმჯდომარე, დიდი ბრიტანეთი), კენიჩი ოჰაში (იაპონია), ალისტერ კუპერი (დიდი ბრიტანეთი), მარჩელო რეტამოლი (ჩილე), მეთიუ რობერტ ვილკინი (დიდი ბრიტანეთი), გიორგი დაქიშვილი, ნიკა აღდგომელაშვილი და მიხეილ მესხი შედიოდნენ.


ნიკა მელია: თუ ერთი საათში არ გადადგებიან ირაკლი კობახიძე, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური, პარლამენტის შენობაში მშვიდობიანად შევალთ

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ახალ მოთხოვნას აყენებენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გადადგომას არ აპირებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მისი თანამდებობიდან გადადგომის საკითხს არასერიოზულს უწოდებს, - აღნიშნულის შესახებ მან ბაქოდან "იმედის" ეთერში განაცხადა.

აქციაზე საქართველოს ჰიმნი შეასრულეს (ვიდეო)

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ,,სირცხვილია" მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

მეუფე გრიგოლი: რუსეთის დამპყრობლურ საქმეებს არ აქვს კავშირი მართლმადიდებლობასთან

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ყოფნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მიტროპოლიტის შესაფებით, დღევანდელი შემთხვევა სახელმწიფოებრიობისთვის სამწუხარო ფაქტია.

აქცია სახელწოდებით, "სირცხვილია" თელავის ცენტრში გაიმართა

სამოქალაქო აქტივისტებმა დროშებით, ტრანსფარანტებითა და შეძახილებით ქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყეს.

გიგი უგულავა: აქცია არ დაიშლება, სანამ ირაკლი კობახიძე, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური არ გადადგებიან

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას თქმით, აქცია არ დაიშლება, სანამ ირაკლი კობახიძე, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური არ გადადგებიან.

პარლამენტთან დამატებითი საპოლიციო ძალები შეჰყავთ (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის ეზოში პოლიციელთა რაოდენობა გაიზარდა. საკანონმდებლო ორგანოს
შენობის გარდა მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში დამატებითი საპოლიციო ძალები შეჰყავთ.

კარასინი: აღშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების მოქმედებების გამო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკურმა ძალებმა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი ანტირუსული განწყობების დემონსტრირებისთვის გამოიყენეს.

ფოტო-ამბავი რუსთაველის გამზირიდან

„სირცხვილია“ ამ სახელწოდებით რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტით გამოწვეული ხმაური უძღოდა წინ.

გურამ ფალავანდიშვილი გაათავისუფლეს

გურამ ფალავანდიშვილი გაათავისუფლეს. „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის საქმეზე სასამართლო სხდომა ადვოკატების მოთხოვნის საფუძველზე 5 ივლისამდე გადაიდო.

თბილისში, რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან სტუდენტები იკრიბებიან

თბილისში, რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან 22 საათზე სტუდენტები შეკრებას გეგმავენ, რომლებიც რუსი დეპუტატების საქართველოში ჩამოსავლასა და რუსეთის პოლიტიკას გააპროტესტებენ.

მერაბ ქვარაია: ოპოზიციის ლიდერები მომხდარის გაბუქებას და პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობენ

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერები მომხდარის გაბუქებას და მის გამოყენებას პარტიული ინტერესებისთვის ცდილობენ.

ინდუსტრიული ჯგუფის Aigroup-ის განცხადება

Aigroup-ის მიერ ქუთაისში დაგეგმილი ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი იყო გასართობი შოუ და კონცერტი გადაიდო 26 ივნისისთვის.

ფიზიკური დაპირისპირება აქციაზე

საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, ვატო შაქარიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.

პარლამენტთან აქციას „გირჩის“ წევრებიც შეუერთდნენ

მანამდე პარტიის თანამოაზრეები საპატრიარქოსთან შეიკრიბნენ და დღევანდელი მოვლენები გააპროტესტეს.


სერგეი გავრილოვმა საქართველო დატოვა

რუსეთის დელეგაციამ საქართველო დატოვა. სერგეი გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე გაემგზავრნენ.

საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს (ვიდეო)

პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. თავდაპირველად სამართალდამცველები მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ. თუმცა მოგვიანებით ნება დართეს, რომ მოძრაობა გადაეკეტათ.

წაქცეული ხეები, დაზიანებული სახურავები, შეწყვეტილი ელექტროენერგია - სტიქია სამეგრელოში

ძლიერმა წვიმამ და ქარმა ზუგდიდსა და წალენჯიხაში პრობლემები შექმნა.

პრემიერ-მინისტრი მეუფე კალისტრატეს სამძიმარზე იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბაგრატის ტაძარში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს სამიძმარზე იმყოფებოდა.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალური განცხადება

დღეს, 20 ივნისს მუხიანის აგარაკებზე, გობრონიძის N62-თან ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალმომარაგების ქსელი ავარიულად დაზიანდა.

კალაძე: მძაფრი ემოციების ფონზე, ჩვენი ქვეყნის მტერს სიტუაციით სარგებლობის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ

ამ მძაფრი ემოციების ფონზე, ისეც არ უნდა ვქნათ, რომ ჩვენი ქვეყნის მტერს სიტუაციით სარგებლობის შესაძლებლობა მივცეთ,-განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენების შეფასებისას.