რატომ არღვევს „მაგთი“ მომხმარებლის უფლებებს?

“მაგთიფიქსის“ მომსახურებაზე ლიცენზიის შეწყვეტის საკითხის ირგვლივ ვითარების  შესწავლისა და შესაბამისი ზომების გატარებისთვის, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში მიმართვა შევიდა.

მიმართვის ავტორია მომხმარებელთა ინტერესების საზოოგადოებრივი დამცველი კომუნიკაციების საკითხებში გვანცა ჩხეიძე.

როგორც უკვე ცნობილია, 17 ივნისს სატელეკომუნიკაციო მომსახურების კომპანია „მაგთიკომს“ ერთ-ერთ პროდუქტზე, კერძოდ „მაგთი ფიქსის“ სერვისზე ლიცენზია შეუწყდება. ლიცენზიის ვადის ამოწურვის შემდეგ კომპანია დაახლოებით  111 430 აბონენტს, მათ შორის საზღვრისპირა სოფლების მოსახლლეობას, აღნიშნული სერვისით ვეღარ  მოემსახურება.

M2B-მ გაარკვია, რატომ არ სურს „მაგთის“ ლიცენზიის გახანგრძლივება და რა შემთხვევაში დაირღვევა 100 ათასზე მეტი მომხმარებლის უფლება?

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომიის განცხადებით, დაახლოებით 3 თვის განმავლობაში ლიცენზიის ვადის გაგრძელებისთვის „მაგთიკომს“ ის სხვადსხვა გამოსავალს სთავაზობდა და მზად იყო მთელ რიგ დათმობებზე წასულიყო, თუმცა, კომპანიამ ყველა შეთავაზებაზე  უარი განაცხადა.

„კომისიისთვის  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქეს ჰქონდეს სატელეფონო მომსახურებებზე შეუზღუდავი წვდომა, სწორედ ამიტომ  შევთავაზეთ კომპანია „მაგთიკომს“ მათთვის მისაღები პირობის გათვალისწინებით  გაეგრძელებინათ CDMA ლიცენზიით სარგებლობა, თუმცა კომპანიამ იმ მიზეზით, რომ აღნიშნული სერვისი მათთვის მომგებიანი არ არის  ჩვენს შეთავაზებებზე უარი განაცხადა“, - ნათქვამია განცხადების ტექსტში.

აღნიშნულის პასუხად „მაგთიკომმა“ გაავრცელა განცხადება,  იმ გარემოებების შესახებ, რასაც მაგთი ფიქსის მომსხურების შეწყვეტის გადაწყვეტილება ეფუძნება. მისი განცხადებით, მიუხედავად კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან არა ერთი კონსულტაციისა, ლიცენზიის გაგრძელების კანონიერი შესაძლებლობა ვერ მოინახა.

„სამწუხაროდ, გავლილი კონსულტაციების საფუძველზე, ასეთი შესაძლებლობა (კანონიერი) გამოირიცხა. შესაბამისად, მაგთიკომი იძულებული გახდა, მიეღო გადაწყვეტილება მაგთი ფიქსის მომსახურების შეწყვეტაზე, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის გამო“, - წერია „მაგთიკომის“ განცხადებაში.

საკითხის კომენტირებისთვის M2B მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს კომუნიკაციების საკითხებში გვანცა ჩეიძეს დაუკავშირდა. იგი ადასტურებს, რომ „მაგთი ფიქსის“ სერვისის გაუქმებით „მაგთიკომი“ მომხმარებელთა უფლებებს დაარღვევს.

„მომხმარებელთ ინტერესების დაცვიდან გამომდინარე, აღნიშნული საკითხის შესწავლისა და შესაბამისი ზომების გატარებისთვის მივმართეთ კომუნიკაციების კომისიას და პროცესი დაწყებულია. გამოიკვეთა გარემოება, რომ მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი, ვინც „მაგთი ფიქსით“ სარგებლობს, რჩება ალტერნატიული მომსახურეობის გარეშე და ეს ცალსახად მათი უფლების დარღვევას წარმოადგენს“, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, არც ერთი აბობონენტი არ დარჩეს სატელეფონო კომუნიკაციის გარეშე“, - უთხრა M2B-ს გვანცა ჩხეიძემ.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ანალიტიკური პორტალის მონაცემებით, გასული წლის მარტის მონაცემებით, კომპანიას 153,207 აბონენტი ჰყავდა. 2018 წლის ბოლოს მაგთი ფიქსის მომხმარებლების რიცხვი 121,463-მდე შემცირდა. 2017 წლის ბოლოს მათი რიცხვი 168,548 იყო.


უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

19 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.7871 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.7664 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -2.07 თეთრი შეადგინა.
 
 

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ავიაპარკს უახლოეს მომავალში Boeing 737-800 შეემატება

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ავიაპარკს უახლოეს მომავალში Boeing 737-800 შეემატება, რომლითაც თბილისიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისები შესრულდება.

მეუფე კალისტრატეს გარდაცვალებაზე ინფორმაცია მცდარია

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. 

ფოცხოში მოსწავლეების მიერ გამოგონილი მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყო დაამონტაჟეს

სენაკის ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყო ფოცხოს თემში, ოთხ ლოკაციაზე დაამონტაჟეს.  

ვასაძე პოლიციელებს მიმართავს

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით ვერის პარკში მორიგი განცხადება გააკეთა.

ვახტანგ ჭარაია: საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი ბოლო 15 წლის ისტორიულ მინიმუმზეა

„საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი 2005 წლის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ყოველთვიურ ჭრილში 2019 წლის მაისში მან 38.4% შეადგინა“, - განაცხადა ორგანიზაცია „სექტორი 3“-ის ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ.

ექსპერტი: სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი ბოლო 15 წლის მინიმუმზეა

ეკომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას აფასებს და ექსპორტის ზრდასთან ერთად უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირებას უსვამს ხაზს.

კაიროში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

კაიროში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

"მამაოსგან კურთხევა არ მაქვს, ინტერვიუ მოგცეთ" - დაპირისპირება ვერის ბაღში (ვიდეო)

ლევან ვასაძის თანამოაზრე გურამ ფალავანდიშვილმა "რუსთავი2-"ის ჟურნალისტს ინტერვიუ არ მისცა. მისივე თქმით, "რუსთავი2-თან" კომუნიკაციაზე მამაოსგან კურთხევა არ ჰქონდა.

გურამ ფალავანდიშვილი : ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე პრაიდს არ ჩავატარებინებთ (ვიდეო)

ვერის ბაღში სახალხო ერთობის წევრმა გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გამოსვლის უფლებას არ მისცემენ.

საპატრიარქო: ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისგან, ისე მრევლისაგან

ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

სააპელაციო სასამართლომ იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ იულია სუსლიაკის ადვოკატის სარჩელი არ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

ვასაძე კავკასიელ ხალხებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე კავკასიელ ხალხებს ლგბტ თემთან ბრძოლაში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 

ნინო ბოლქვაძე: „ღირსების მარში“ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში არ გაიმართება

„თბილისი პრაიდი“ ორგანიზატორი ნინო ბოლქვაძე აცხადებს, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარების ადგილი ჯერ გასაიდუმლოებულია, თუმცა მარში თბილისის ცენტრალურ ქუჩებში არ გაიმართება.

მამუკა მდინარაძე: სამშენებლო წესების დარღვევისთვის ნებისმიერი ადამიანი მკაცრად უნდა დაისაჯოს, რადგან ქალაქში ქაოსური განაშენიანება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პირს სამშენებლო ნორმების არსებითად დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

მდინარაძე: ჩხუბსა და ორომტრიალში შესვლა არეულობას იწვევს და არასწორი საქციელია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნებისმიერი სახის ძალადობა დაუშვებელია და სახელმწიფოს მხრიდან ძალადობა არათუ დაგმობილი, არამედ აღკვეთილი იქნება.

საქართველოს ბანკი ტაქსებში ახალ, ინოვაციურ საგადამხდელო სისტემას QR-გადახდებს ნერგავს

საქართველოს ბანკი  მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისისა თუ პროდუქტის შეთავაზებას აგრძელებს.

ეკონომიკის ექსპერტები ექსპორტის ზრდას პოზიტიურად აფასებენ

ეკონომიკის ექსპერტის იოსებ არჩვაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი საშუალებას იძლევა ექსპორტის დაჩქარებული განვითარებისთვის.

კაპადოკიაში ქართული კულტურის დღეები ჩატარდა

 კაპადოკიაში ქართული კულტურის დღეები ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა ახალგაზრდამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

იოსებ არჩვაძე: საქართველოს ექსპორტმა 2019 წლის მაისში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

ეკონომიკის ექსპერტის იოსებ არჩვაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი საშუალებას იძლევა ექსპორტის დაჩქარებული განვითარებისთვის.

ქართული ღვინის კომპანია ევროკავშირის ჯილდოს მფლობელი გახდა

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის ჯილდოს მფლობელი ქართული ღვინის კომპანია „შილდა“ გახდა.