გამოცემის ცნობით, კაპიტალური მშენებლობის უფროსის იგორ მიქვაბიას თქმით, პოლიგონის მშენებლობა ნარჩენების მართვის ახალი კონცეფციის ნაწილია.
„პირველ ეტაპზე დაგეგმილია კონტეინერების და ტექნიკის შეძენა. ამ დრომდე შეძენილია 603 კონტეინერი და 29 ერთეული ტექნიკა, რაც რაიონებში გადანაწილდა. მეორე ეტაპი ყველაზე რთული აღმოჩნდა - ეს პოლიგონის პროექტირება და მშენებლობაა. სირთულეს არა პოლიგონის მშენებლობა, არამედ, მათ განსათავსებლად ფართის გამოყოფა წარმოადგენს", – აღნიშნა მიქვაბიამ.
მისივე ინფორმაციით, ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც რუსეთი ახორციელებს, პოლიგონის ასაშენებლად112 მილიონი რუბლია გათვალისწინებული.
ამ დროისთვის სოხუმის ნაგავსაყრელის ნაცვლად, ნარჩენები გალის რაიონში გააქვთ.