შსს-ს გადაწყვეტილებით პრაიდი არ ჩატარდება

შინაგან საქმეთა სამინისტროში სახალხო დამცველსა და პრაიდის ორგანიზატორებთან შეხვედრა დასრულდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, უწყების პოზიციაა, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს.

„შეხვედრაზე იყო საუბარი უსაფრთხოების საკითხებზე, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავდა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ პრაიდის წევრების, არამედ ზოგადად უსაფრთხოებაზე. ამიტომ მათი მხრიდან ითქვა, რომ არ ჩატარდეს პრაიდი, ვინაიდან ეს არის დაკავშირებული უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთან. ეს იყო ძირითადი განხილვის თემა. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას უკვე მიიღებს თემის წარმომადგენლები, რადგან მათ ალბათ უნდა გაიარონ კონსულტაციები შიგნით, ორგანიზაციებში. თუმცა, შეხვედრაზე იყო ასევე საუბარი სხვადასხვა პრობლემებზე და საკითხებზე, რაც აწუხებს ლგბტ თემს, მათ შორის მათი მხრიდან იყო მოთხოვნა დაყენებული, რომ გარკვეული პოლიტიკური განცხადებები და შეფასებები გაკეთდეს აი ამ ვითარების შესაფასებლად და ასევე, ისაუბრეს გარკვეულ რეკომენდაციებზე, რაც სურთ, რომ ხელისუფლებამ გაატაროს მათი უფლებების დასაცავად. თუმცა, ძირითადი საკითხი იყო უსაფრთხოება. რაც შეეხება პრაიდს, შსს-მ თქვა, რომ ეს პრაიდი არ ჩატარდეს. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ღონისძიებებს, კულტურული თუ სხვა ტიპის ღონისძიებები რაც არის დაგეგმილი ამასთან დაკავშირებით გამოითქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ გაკეთდება მაქსიმუმი მათი უსაფრთხოების დასაცავად, თუმცა რაც შეეხება პრაიდს ღია სივრცეში, ამასთან დაკავშირებით მათი მხრიდან იყო ცალსახად გაკეთებული, დაფიქსირებული პოზიცია, რომ, ძალიან გაჭირდება უსაფრთხოების დაცვა.“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებსა და „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს შორის გამართულ  შეხვედრას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მხარეების მოწვევით დაესწრო.


შეხვედრის მონაწილე ლგბტ აქტივისტები პოზიციას განცხადების სახით დააფიქსირებენ.


17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. წელს ეს დღე ლგბტ პირებმა საჯაროდ არ აღნიშნეს. ისინი 18-23 ივნისს კვირეულის „თბილისი პრაიდის" ჩატარებას გეგმავდენ.


14 ივნისს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება და მოუწოდა ხელისუფლებას, არ დაუშვას ლგბტ პრაიდის ჩატარება.


განცხადების გამო, ლგბტ თემის წარმომადგელებმა აქცია გამართეს. გაიმართა კონტრაქციაც, რომელზეც პოლიციამ რამდენიმე მონაწილე დააკავა.


გარდა ამისა, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ 16 ივნისს ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.


აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.


უწყებამ უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.


 


კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის  სპეციალური განცხადება 

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა" საბურთალოს რაიონში, აღმაშენებლის ხეივანზე, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარედ, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის 1400 მმ-იანი მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა.

ბერლინის კონფერენციაზე ლიბიისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვაზე შეთანხმდნენ

გერმანიის დედაქალაქში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერები ლიბიისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვის შესახებ შეთანხმდნენ. 

ჩინეთში ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთში უცნობი ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ბოლო ორი დღის განმავლობაში ვირუსის 139 შემთხვევა დაფიქსირდა. 

20 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში, შესაძლოა, თოვლჭყაპი აღინიშნოს

20 იანვარს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი აღინიშნოს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი ისრაელში მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს პრეზიდენტი 21 იანვარს ისრაელში მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება. აღნიშნულის შესახებ PIA.GE -ს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ვახტანგ რობაქიძემ საპატიმრო დატოვა

დეპუტატ ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფასა და მუქარაში ბრალდებულმა ვახტანგ რობაქიძემ ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

ქუთაისში მანქანა ხეს დაეჯახა - დაშავებულია სამი ადამიანი

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ბირდიურზე ავიდა და ხეს შეეჯახა.

ჩინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ჩინეთში, ქსინჯიანგ უიგურის რაიონში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრი იტყობინება.

მამუკა მდინარაძე: ნებისმიერ პოლიტიკოსს ობიექტური დასკვნის გამოსატანად ვურჩევ ისარგებლონ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლოდროინდელი პოზიციით

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე კონგრესმენ მალინის განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

თელავში სამ საცხოვრებელ სახლში ცეცხლი ლოკალიზებულია

თელავში, ახვლედიანის ქუჩაზე, სამ საცხოვრებელში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

ირაკლი ლატარია: კონგრესმენის განცხადება ვერ ჩაითვლება ობიექტურად, რადგან ის კომპანია „ფრონტერას“ პირდაპირი ლობისტია

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია აცხადებს, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენის მარკიუნ მალინის წერილს, რომელშიც ის საქართველოს მთავრობას ამერიკული კომპანიების მიმართ მტრულ განწყობაში ადანაშაულებს, პირადი ინტერესი უდევს საფუძვლად.

ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ცხედრები უკრაინაში გადაასვენეს

უკრაინაში თეირანის აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდნილი თვითმფრინავის კატასტროფაში დაღუპული 11 ადამიანის ცხედრები გადაასვენეს.

გია ვოლსკი: კონგრესმენის განცხადება არის მიკერძოებული და კონკრეტული კომპანიის, „ფრონტერას“ ინტერესს უკავშირდება

„ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენის განცხადება არის მიკერძოებული და კონკრეტული კომპანიის, „ფრონტერას“ ინტერესს უკავშირდება“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ე.წ მიონის შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია-დაღუპულია ერთი მამაკაცი

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩის 98 ნოემრში ყოფილი მიონის ქარხნის შენობაში მეეექვსე სართულზე გაჩენილ ხანძარს შუა ხნის მამაკაცი ემსხვერპლა.

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძის 7000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ვახტანგ რობაქიძის აღკვეთის ღონისძიებაზე მეორედ იმსჯელეს. "ქართული ოცნების" დეპუტატ ანრი ოხანაშვილისადმი მუქარისა და ხულიგნობისთვის დაკავებულს 7000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

თელავში სამი საცხოვრებელი სახლი იწვის

თელავში, ახვლედიანის ქუჩაზე, სამი საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი დაკეტილ ბინაში გაჩნდა და დანარჩენებს მოედო.

ანდრია გვიდიანი: კონგრესმენი იქცევა არაეთიკურად, როდესაც იყენებს მის პოლიტიკურ გავლენას მის მიერ ლობირებული კომპანიის მხარდასაჭერად

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი კონგრესმენ მალინის განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

ბელიაშვილის ქუჩაზე ე.წ. მიონის შენობა იწვის

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩის 98 ნოემრში ყოფილი მიონის ქარხნის შენობაში მეეექვსე სართულზე ხანძარი ლოკალიზებულია. 

მამუკა ხაზარაძე: ქვეყანა, "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობით, ორიენტრირებულია ჩრდილოეთ ვექტორზე

პარტია "ლელო საქართველოს" მლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კონგრესმენ მორკუინ მალინის წერილი საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიულ ურთიერობას ეჭვქვეშ აყენებს.

მეუფე იოანე დეკანოზის შეწყალებაზე: როცა პრეზიდენტს შეეძლება ჩვენი სიტყვის მიღება, ალბათ ის შეასრულებს ამას

ქუთაის-გაენათის ეპისკოპოსი მეუფე იოანე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მას არავის პატიმრობაში ყოფნა არ სურს. 

ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთმა კი ძლიერი დამწვრობა მიიღო.