შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აშშ - ის შორის სტრატეგიული პარტნიორობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ხაზი გაესვა აშშ-ის მხარდაჭერისა და ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის ანმტკიცების, ასევე, ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა აშშ - სა და საქართველოს შორის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინვესტიციების კუთხით თანამშრომლობის პოზიტიურდინამიკასა და ამ პროცესის გაძლიერების პერსპექტივებზე. დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განხორციელებულ ვიზიტს აშშ-ში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს და პრაქტიკული თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას.
დავით ზალკალიანმა ამერიკელ ექსპერტს, ასევე, ინფორმაცია გაუზიარა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზე. შეხვედრისბოლოს ხაზი გაესვა აშშ - ის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტთა წრეების ჩართულობის მნიშვნელობას აშშ-საქართველოს შორის არსებული დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებში.