ბულგარეთის პრეზიდენტი: საქართველო ევროკავშირისა და ნატოსგან ჯილდოს იმსახურებს

საქართველო ბულგარეთისთვის პრიორიტეტული ქვეყანაა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში და გაწეული ძალისხმევისთვის ევროკავშირისა და ნატოსგან ჯილდოს იმსახურებს - აღნიშნულის შესახებ ბულგარეთის პრეზიდენტმა განაცხადა.

ირაკლი კობახიძე რუმენ რადევს ბულგარეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. 

პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალი იყო მთავარი თემები, რომლის შესახებაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ბულგარეთის პრეზიდენტმა იმსჯელეს.

ყურადღება გამახვილდა იმ წვლილზე, რომელიც საქართველოს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში შეაქვს, ასევე, ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნის საკვანძო როლს საერთაშორისო მისიებში. ამ კონტექსტში, რუმენ რადევმა აღნიშნა, რომ იგი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს. მისი შეფასებით, წვრთნისა და მომზადების კუთხით, ჩვენი ქვეყანა ნატოსთან სრულად თავსებადია.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

ბულგარეთის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

"ჩვენს ქვეყნებს და ხალხებს აკავშირებს ისტორიული მეგობრობა და ამაზე უნდა დავაფუძნოთ ჩვენი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული კავშირების კიდევ უფრო მეტად გაფართოება. ბულგარეთს მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც ევროკავშირში, ასევე, ნატოში. აქედან გამომდინარე, ამ კუთხითაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბულგარეთთან ურთიერთობების განვითარება. ბულგარელ მეგობრებს მადლობა გადავუხადეთ იმისთვის, რომ ისინი მონაწილეობენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის განხორციელებაში, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ბულგარეთის როლი საქართველო-ნატოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში. ეს ყველაფერი აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, ნატოსთან", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.


მამუკა ბახტაძე: ბუნებრივია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე

"ბუნებრივია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

 

შსს: ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ადგილი აქვს შს მინისტრის მოადგილის კომენტარის მიზანმიმართულად არასწორ ინტერპრეტაციას

21-21 ივნისის მოვლენების დროს აქციაზე შეკრებილების მიმართ შსს-ს მხრიდან დაშლის მოწოდების შესახებ მოთხოვნის ირგვლივ მსჯელობა არ წყდება.

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში კახი კახიაშვილი 50 წლისაა

ლეგენდარული ქართველი ძალოსანი კახი კახიაშვილი 50 წლისაა. 

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გაცნობეთ, რომ თბილისის მერია იწყებს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის (გმირთა მოედნის) მიმართულებით არსებული პანდუსის სრულ რეაბილიტაციას.

ნინო თანდილაშვილი: „სამინისტროს პრიორიტეტი ქვეყანაში მწვანე წარმოების ხელშეწყობაა“

"სოფლის მეურნეობის დარგს აქვს ყველანაირი რესურსი, რათა მოხდეს მწვანე წარმოების წახალისება",-ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა. 

გია ვოლსკი: წინასწარ საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების დაკავება, ხელს უშლის გამოძიებას

ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებზე საუბრისას გააკეთა.

თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა 200 დღის განმავლობაში შეიზღუდება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ხვალ, 11:00 საათიდან 200 დღის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

პრემიერი: ბათუმის საერთაშორისო კონფერენციამ აჩვენა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები არის ყველაზე მაღალ ნიშნულზე

ეს გახლდათ ყველაზე მასშტაბური პოლიტიკური საერთაშორისო ღონისძიება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში“, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენცია.

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბანკთან და „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა

საქართველოს ბანკის ჩართულობით და „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით აზიის განვითარების ბანკმა ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა და 60 მილიონი ლარი მოიზიდა.

მესტიაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტში, იფარი-ადიშის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რომლის შედეგად გზის სავალი ნაწილი დიდი რაოდენობით ქვა-ღორღიანი ნაშალი მასალით ჩაიკეტა.

განახლებული ბუნების ძეგლები და მათი ეკონომიკური სარგებელი

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომ წელს ბუნების 3 ძეგლი განაახლა. მტირალას ეროვნულ პარკში, ოკაცეს ჩანჩქერსა და ნავენახევის მღვიმეში ვიზიტორებს ახლა უკვე გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და დახვდებათ.

პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ

დღეიდან სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ.

რუსეთის ბაზარზე ტურიზმის ადმინისტრაციის დანახარჯი განულდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2019 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას რუსეთის ტურისტულ ბაზარზე ნულოვანი დანახარჯი აქვს.

მაშველებმა ყაზბეგში ლიეტუვას მოქალაქე გადაარჩინეს

4000 მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდნილი ლიეტუვას მოქალაქე მაშველებმა ამოიყვანეს.

ხაშურის განახლებული რეფერალური ჰოსპიტალი – მრავალპროფილური მომსახურება

16 ივლისს ხაშურის განახლებული რეფერალური ჰოსპიტალი გაიხსნა. კლინიკა 61 საწოლზეა გათვლილი და რეგიონის მოსახლეობას მრავალპროფილურ ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისებს სთავაზობს.

ლარის კურსი

16 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8608 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8555 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.53 თეთრი შეადგინა.
 

ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის მიერ პირველი სადოქტორო ხარისხი გაიცა

„ეს ჩვენთვის, ტექნიკური უნივერსიტეტისთვის არის მოვლენა, ახალი სიტყვა, ახალი ნაბიჯი", - ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის მიერ პირველი სადოქტორო ხარისხი გაიცა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ

ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

ბათუმში იახტკლუბის მიმდებარედ 5 ცათამბჯენი აშენდება - გადაწყვეტილებას დღეს ბათუმის საკრებულოში ხმაური მოჰყვა

ბათუმის საკრებულოში დღეს კიდევ ერთი დაპირისპირება ე.წ. "რივიერას" განაშენიანებაზე ბათუმის საქმის წარმოების გადაწყვეტილების მიღებას მოჰყვა.

უკრაინაში აჭარის შესახებ რეპორტაჟებსა და სტატიებს გამოაქვეყნებენ

აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ რეპორტაჟებსა და სტატიებს უკრაინელი ჟურნალისტები ამზადებენ. ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით წელს უკვე მეორედ სტუმრობდნენ. 

ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა 50 მისამართზე განახლდა

ვაკის რაიონში გზების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, საგზაო ინფრასტრუქტურა 50 მისამართზე მოწესრიგდა.