გაეროს მონაცემით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 30 წელიწადში შემცირდება

გაერომ მსოფლიო მოსახლეობის ზრდა-შემცირების ტენდენციების შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა.

კვლევის თანახმად, უახლოეს 30 წელში, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის მრავალი ქვეყანა სიბერის ასაკის გაზრდის, სიცოცხლის ხანგრძლივობისა და შობადობის დაბალი მაჩვენებლების გამო პრობლემებს წააწყდება.


ექსპერტთა თქმით, 2050 წლისთვის, პლანეტის მოსახლეობის საერთო რაოდენობა 7,7 მილიარდიდან, 9,7 მილიარდამდე გაიზრდება, ხოლო 2100 წლისთვის 11 მილიარდს მიაღწევს.


რაც შეეხება საქართველოს და მის სამეზობლოს, მონაცემების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობის კლებაა მოსალოდნელი 2050 წლისთვის 3,5 მილიონამდე, ხოლო 2100 წლისთვის 2,5 მილიონამდე.


სომხეთის შემთხვევაშიც ანალოგიური ვითარებაა და 2050 წლისთვის მოსახლეობა 2,816 მილიონამდე შემცირდება, ხოლო 2100 წლისთვის 2,39 მილიონამდე.


საპირისპიროდ იზრდება აზერბაიჯანის მოსახლეობის რაოდენობა - 2050 წელს 9,95 მილიონიდან 11 მილიონამდე, ხოლო 2100 წელს დაიკლებს და 9,1 მილიონს შეადგენს.


თურქეთში 82,3 მილიონიდან 97,1 მილიონამდე მოიმატებს 2050 წლისთვის, 2100 წლისთვის კი 86,1 მილიონამდე შემცირდება.


ირანის მოსახლეობა 2050 წლისთვის 81,8 მილიონიდან 103 მილიონამდე გაიზრდება, ხოლო 2100 წლისთვის 98,5 მილიონამდე შემცირდება.


რაც შეეხება რუსეთს, 2050 წლისთვის 145,9 მილიონიდან, 124,6 მილიონამდე შემცირდება, ხოლო 2100 წლისთვის 83,7 მილიონი იქნება.


მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ლიდერი სახელმწიფოდ შესაძლოა ინდოეთი იქცეს. მის გარდა, მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელია ნიგერიაში, პაკისტანში, კონგოში, ეთიოპიაში, ტანზანიაში, ინდონეზიაში, ეგვიპტეში და აშშ-ში.

 

როგორც ჩანს აფრიკაში, საჰარის სამხრეთით მოსახლეობა ფაქტიურად ორმაგდება.


გია აბაშიძე: სიმართლე საბოლოოდ გაცხადდა! ხაზარაძე-ჯაფარიძეს მოუწიათ იმის აღიარება, რომ „კონტი“ არც ყოფილა რეალურად ანაკლიის პროექტში

ექსპერტი გია აბაშიძე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას, სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება.

ლევან ნიკოლეიშვილი: როგორც იქნა აღიარეს, რომ "კონტი" რეალურად არც ყოფილა პროექტში

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

დავით თვალაბეიშვილი: საქართველოს ენერგეტიკა მიმზიდველია არა მხოლოდ უცხოელი, არამედ ადგილობრივი ინვესტორებისთვისაც

„საქართველოს ენერგეტიკა მიმზიდველია არა მხოლოდ უცხოელი, ასევე ადგილობრივი ინვესტორებისთვისაც. მხოლოდ 2018 – 19 წლებში დაწყებული პროექტები ქვეყნის ეკონომიკაში მილიარდ დოლარზე მეტს ინვესტიციას მოიტანს".

თამარ მახარობლიძე: სახელმწიფომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მისცა ყველანაირი საშუალება გადაერჩინა საკუთარი მონაწილეობა ამ პროექტში და შეესრულებინა ვალდებულებები

სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას, სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

 

ქუთაისში სარდაფები გატეხეს

ქუთაისში აღმაშენებლის 11 ნომერში ორი სარდაფი გატეხეს.

ოთარ ანგურიძე:  „Fitch”-ის რეიტინგი არის მკაფიო პოზიტიური გზავნილი ინვესტორებისთვის

„Fitch”-ის რეიტინგი არის მკაფიო პოზიტიური გზავნილი ინვესტორებისთვის, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა საქართველო სტაბილურად აგრძელებს ეკონომიკურ რეფორმებს, რაც აისახებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე

"სახალხო დღესასწაული "ბორჯომობა" დაიწყო

17 აგვისტოს, ბორჯომში, სახალხო ტრადიციული დღესასწაული „ბორჯომობა 2019“ აღინიშნება.

სოსო არჩვაძე: „Fitch” - ის რეიტინგმა ნეგატიური ეგზოგენური ფაქტორებისადმი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა დაადასტურა

„Fitch” - ის რეიტინგმა ნეგატიური ეგზოგენური ფაქტორებისადმი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა დაადასტურა,“.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება

"საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება".

2021 წლიდან, სახელმწიფოს თანადაფინანსებით, სამხედროებისთვის ბინათმშენებლობის მეორე ფაზა დაიწყება  

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, 2021 წლიდან, სახელმწიფოს თანადაფინანსებით, ახალგაზრდა სამხედროებისთვის ბინათმშენებლობის მეორე ფაზა დაიწყება".

ირაკლი მეზურნიშვილი “Fitch” - ის რეიტინგზე: მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ სტაბილურობა, რადგან თანხების დაბანდებისას ინვესტორი პირველ რიგში ამ ფაქტორს უყურებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, ისეთი სარეიტინგო სააგენტოს მხრიდან, როგორიც „Fitch“-ია,  სტაბილური რეიტინგის შენარჩუნება და ზოგადად დადებითი შეფასება, ძალიან მნიშვნელოვანია.

ირაკლი ლექვინაძე: FITCH-ის რეიტინგის ძირითად კრიტერიუმებში საქართველოს BB კატეგორიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებზე უკეთესი შედეგი აქვს

"მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი FITCH-მა 0,3%-ით შეამცირა, ის მაინც აღემატება BB კატეგორიის ქვეყნების მედიანურ 3.3%-იან მაჩვენებელს"

პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დეპუტატებთან ერთად განაგრძობს შეხვედრებს მოსახლეობასთან. დღეს,პარლამენტის თავმჯდომარე ფოთში იმყოფებოდა და მეთევზეებს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ვეტერანები  1 ლარად შეიძენენ

"საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ვეტერანები სექტემბრიდან სიმბოლურ ფასად შეიძენენ".

საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების მშენებლობა წელს დასრულდება

"საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების მშენებლობა, რომლის ვალდებულება სახელმწიფომ2007 წელს აიღო, წელს დასრულდება".

მამუკა ბახტაძე: წეროვანის სარეაბილიტაციო კომპლექსი ჩვენს რეგიონში მსგავსი სტანდარტით და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ერთადერთი ცენტრი იქნება

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წეროვანში დღეს ახალი სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა, რომელიც სამხედროებს საშუალებას მისცემს, რეაბილიტაცია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაიარონ.

სამინისტრო: ვითარების ისე წარმოჩენა, თითქოს "კონტი ჯგუფის" გასვლის შემდეგ, ანაკლიის პორტს წარმატებით ააშენებს კონსორციუმის ქართული მხარე, რეალობას არ შეესაბამება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

ნათია თურნავა: რუსეთის ავიაემბარგოსა და ტურისტული ნაკადების შემცირებასთან დაკავშირებულ გამოწვევას გავანეიტრალებთ

სარეიტინგო კომპანია “Fitch” - მა დაასახელა ძირითადი გამოწვევები, რის წინაშეც საქართველოს ეკონომიკა დგას.

 

ნათია თურნავა: “Fitch” - ის რეიტინგზე დადებითი გავლენა მოახდინა მაკროეკონომიკურმა გარემომ და ეფექტურმა მმართველობამ

სარეიტინგო კომპანიამ “Fitch” - მა საქართველოს გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი ძალაში დატოვა.

შსს-ში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საკითხებზე გამომძიებელთა სპეციალიზაცია მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროში, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების მიზნით, გამომძიებელთა გადამზადების კურსი გრძელდება.

აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

მტაცებელი ფრინველების მიგრაციას აჭარის თავზე უცხოელი დამკვირვებლები, მეცნიერები და ეკოტურისტები რამდენიმე სადამკვირვებლო პლატფორმიდან 15 ოქტომბრამდე დააკვირდებიან.