იოსებ არჩვაძე: საქართველოს ექსპორტმა 2019 წლის მაისში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

ეკონომიკის ექსპერტის იოსებ არჩვაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი საშუალებას იძლევა ექსპორტის დაჩქარებული განვითარებისთვის.

მისი თქმით, უკვე მყარ ტენდენციად ჩამოყალიბდა ექსპორტის დაჩქარებული ზრდა იმპორტის მდორე ზრდის ან შემცირების ფონზეც კი.


ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წლის პირველი ხუთი თვის მიხედვით ექსპორტის ზრდამ 14.2% შეადგინა, რაც მიმდინარე წლის მშპ-ის ნომინალური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს, სულ ცოტა, 1.7-ჯერ აღემატება.


იოსებ არჩვაძის განცხადებით, აღნიშნულის ხარჯზე საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2019 წლის იანვარ-მაისში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 313.2 მლნ აშშ დოლარით (-13.4%), რაც მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის მანძილზე საზღვარგარეთიდან საქართველოში განხორციელებული წმინდა ფულადი გზავნილების 55 პროცენტის ეკვივალენტურია.


ექსპერტის ინფორმაციით, გაიზარდა ექსპორტით იმპორტის გადაფარვა: გასული წლის პირველი ხუთი თვის 35.5%-დან მიმდინარე წლის იმავე პერიოდში - 42.0%-მდე, მათ შორის მხოლოდ მაისის თვეში, შესაბამისად, 39.8%-დან 44.4%-მდე. მაისში საქართველოს ექსპორტმა ახალი რეკორდულად მაღალი ისტორიული მიჯნა დაძლია და 334.2 მლნ ლარი შეადგინა. ეს იმდენივეა, რამდენის ექსპორტიც ჰქონდა საქართველოს მთელი 2002 წლის მანძილზე.


„აშკარა პოზიტიური დინამიკა აქვს ვაჭრობას საქართველოს საიმედო და სტრატეგიულ პარტნიორთან ევროკავშირთან. მასზე მოდის ჩვენი სავაჭრო ბრუნვის მეოთხედი. ამ გაერთიანებასთან ექსპორტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 22.1 პროცენტით, მაშინ როდესაც იმპორტი შემცირდა 11.5%-ით“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.


ექსპერტის თქმით, საქართველოს სახმელეთო მეზობლებთან (აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუსეთის ფედერაცია) სავაჭრო ბრუნვაზე მოდის ჩვენი ქვეყნის მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 41.6 პროცენტი. ამასთანავე, თუ გასულ წელს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების პირველი ათეულიდან საქართველოს დადებითი სავაჭრო ბალანსი ჰქონდა მხოლოდ ერთ ქვეყანასთან (ბულგარეთი), ამჟამად მათი რიცხვი 3-მდე გაიზარდა (ბულგარეთი, რუმინეთი, სომხეთი).


ეკონომიკის ექსპერტმა კიდევ ერთ სიახლეს გაუსვა ხაზი. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალში შევიდა. „საქსტატის“ ცნობით, ამ ქვეყანაში მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში 40.145 მლნ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. წლიურ ჭრილში ზრდა 166.6 პროცენტს შეადგენს.


ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტმა ფეხბურთელები თამაშზე ვერ დაითანხმა

ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელები დღეს ბაზაზე შეიკრიბნენ. საუბარი სამომავლო გეგმებსა და სავარაუდო ინვესტორებს შეეხო.

ეკონომიკის სამინისტრო: ნათია თურნავას თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია

ეკონომიკის სამინისტრო, მინისტრ ნათია თურნავასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, განცხადებას ავრცელებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

იენს სტოლტენბერგი: საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ამ პროცესის დრო განსაზღვრული არ გვაქვს

ჩვენ ვხედავთ უფრო მეტ ნატო-ს საქართველოში, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ლონდონში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.

ხობში ხანძარია

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში ორსართულიანი სახლი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ელიზაბეტ II-მ ბრექსითის თარიღი დაადასტურა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ II-მ განაცხადა, რომ მთავრობა ბრექსითს 31 ოქტომბერს განახორციელებს. 

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას აანონსებს

მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე, აქციებს აანონსებს. როგორც მან "პირველს" განუცხადა, 15 ოქტომბერს აქცია-მსვლელობა გაიმართება, სადაც დეკანოზის საპატიმროში დარჩენას გააპროტესტებენ.

თამთა თოდაძის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილს პასუხობს

ისნის რაიონის ბიუროს თანამშრომლის თამთა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონაწილეობით, სისხლის სამართლის სხვა საქმე არ არსებობს. აღნიშნული განცხადებით თამარ ლუკავა, ილია ჯიშკარიანის ადვოკატს მარიამ კუბლაშვილს პასუხობს.

პრემიერ-მინისტრი სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობას ულოცავს

მთავრობის მეთაური სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვას დაესწრო.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრად ვალერი ბგანბა დაინიშნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ 14 ოქტომბერს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრად ვალერი ბგანბა დაინიშნა.

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მე-8 შეხვედრა, რომელიც 16 ოქტომბერს თბილისში იყო დაგეგმილი, გადაიდო.

გიორგი გახარია სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტები საქართველოს მეზობელ ქვეყნებში გრძელდება. 2019 წლის 15 ოქტომბერს მთავრობის მეთაური სომხეთს ეწვევა.

პაშა ბანკის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციამ აუტიზმის ცენტრი „პირველი ნაბიჯი“ გახსნა

პაშა ბანკის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციამ აუტიზმის ცენტრი „პირველი ნაბიჯი“ გახსნა. გახსნის ოფიციალური საზეიმო ღონისძიება 9 ოქტომბერს გაიმართა.

მომავალი 3 წლის განმავლობაში, ენერგოსისტემას 500 მგვტ-მდე დამატებითი სიმძლავრე შეემატება

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა "არაგვიჰესი" მოინახულა და ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

მეუფე ანანია: ჩვენ მხარს ვუჭერთ, მაგრამ არ ვაღიარებთ უკრაინის ავტოკეფალიას

წმიდა სინოდის წევრი, მიტროპოლიტი ანანია ამბობს, რომ ქართული ეკლესია მხარს უჭერს უკრაინის ავტოკეფალიას, თუმცა არ აღიარებს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019“  გაიმართა

საქართველოს ბანკი ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციას განაგრძობს.

პოლონეთის ხელისუფლებაში კონსერვატორები რჩებიან

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, პოლონეთში ჩატარებული არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. ამ შედეგებით მმართველი პარტია "სამართალი და სამართლიანობა" [Law and Justice] - 43.6 პროცენტით ლიდერობს. მეორე ადგილს კი, ოპოზიციური სამოქალაქო კოალიცია 27.4%-ით იკავებს.

კენი ლარკინმა თსუ-ის სტუდენტებისთვის იმღერა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, პირველკურსელ სტუდენტებს სწავლის დაწყება კენი ლარკინის კონცერტით მიულოცა.

 
ანრი ოხანაშვილი: დაპირება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა იქნებოდა მაქსიმალურად გახსნილი, გამჭვირვალე და ხანგრძლივი პროცესი, შევასრულეთ

"ეს არის ისტორიული პროცესი. ეს პროცესი შედგა", - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ პროცედურებთან დაკავშირებით.

ანრი ოხანაშვილი: სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილმა გასაუბრების პროცესი პოლიტიკურ სეირად აქცია

„სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილმა გასაუბრების პროცესი პოლიტიკურ სეირად აქცია“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

იაპონიაში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხი 39-მდე გაიზარდა

იაპონიაში ტაიფუნი "ჰაგიბისის" მიერ გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხი 39-მდე გაიზარდა. ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს. 

დღეს სვეტიცხოვლობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.