ეკონომიკის ექსპერტები ექსპორტის ზრდას პოზიტიურად აფასებენ

ეკონომიკის ექსპერტის იოსებ არჩვაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი საშუალებას იძლევა ექსპორტის დაჩქარებული განვითარებისთვის.

მისი თქმით, უკვე მყარ ტენდენციად ჩამოყალიბდა ექსპორტის დაჩქარებული ზრდა იმპორტის მდორე ზრდის ან შემცირების ფონზეც კი. 

ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წლის პირველი ხუთი თვის მიხედვით ექსპორტის ზრდამ  14.2% შეადგინა, რაც მიმდინარე წლის მშპ-ის ნომინალური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს,  სულ ცოტა, 1.7-ჯერ აღემატება. იოსებ არჩვაძის განცხადებით, აღნიშნულის ხარჯზე საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2019 წლის იანვარ-მაისში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 313.2 მლნ. აშშ დოლარით (-13.4%), რაც მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის მანძილზე საზღვარგარეთიდან საქართველოში განხორციელებული წმინდა ფულადი გზავნილების 55 პროცენტის ექვივალენტურია.

ექსპერტის ინფორმაციით, გაიზარდა ექსპორტით იმპორტის გადაფარვა: გასული  წლის პირველი ხუთი თვის 35.5%-დან მიმდინარე წლის იმავე პერიოდში - 42.0%-მდე, მათ შორის მხოლოდ მაისის თვეში, შესაბამისად, 39.8%-დან 44.4%-მდე. მაისში საქართველოს ექსპორტმა ახალი რეკორდულად მაღალი ისტორიული მიჯნა დაძლია და 334.2 მლნ. ლარი შეადგინა. - ეს იმდენივეა, რამდენის ექსპორტიც ჰქონდა საქართველოს მთელი 2002 წლის მანძილზე.

„აშკარა პოზიტიური დინამიკა აქვს ვაჭრობას საქართველოს საიმედო და სტრატეგიულ პარტნიორთან ევროკავშირთან . - მასზე მოდის ჩვენი სავაჭრო ბრუნვის მეოთხედი. ამ გაერთიანებასთან ექსპორტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 22.1 პროცენტით, მაშინ როდესაც იმპორტი შემცირდა 11.5%-ით,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

ექსპერტის თქმით, საქართველოს სახმელეთო მეზობლებთან  (აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუსეთის ფედერაცია) სავაჭრო ბრუნვაზე მოდის ჩვენი ქვეყნის მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 41.6 პროცენტი. ამასთან, თუ გასულ წელს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების პირველი  ათეულიდან საქართველოს დადებითი სავაჭრო ბალანსი ჰქონდა მხოლოდ ერთ ქვეყანასთან (ბულგარეთი), ამჟამად მათი რიცხვი 3-მდე გაიზარდა (ბულგარეთი, რუმინეთი, სომხეთი).

ეკონომიკის ექსპერტმა კიდევ ერთ სიახლეს გაუსვა ხაზი. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალში შევიდა. „საქსტატის“ ცნობით, ამ ქვეყანაში მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში 40.145 მლნ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. წლიურ ჭრილში ზრდა 166.6 პროცენტს შეადგენს.

*

გიორგი ცუცქირიძე: წმინდა ექსპორტის ზრდა და სავაჭრო დეფიციტის შემცირება ეკონომიკის ზრდაზე მხოლოდ პოზიტიურად აისახება.

„ბოლო წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა წმინდა ექსპორტი და შესაბამისად, მნიშვნელოვნად მცირდებოდა უარყოფითი სავაჭრო სალდო. ეს დადებითი ტენდენცია შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც. საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 1 466.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს  და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.2 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი - 3 492.8 მლნ. აშშ დოლარს, რაც 3.6 პროცენტით ნაკლებია. ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, სწორედ მაღალი საგარეო მოწყვლადობის შემცირებაა, რაც ნეგატიურად ზემოქმედებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე და სავალუტო კურსზე ზოგადად,“ - განაცხადა ექსპერტმა საბანკო და საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძემ საგარეო ვაჭრობის სტატისტიკური მონაცემების კომენტირებისას.

ექსპერტის განცხადებით, თუ 2016 წელს ანალოგიურ პერიოდში უარყოფითი სავაჭრო სალდოს  მაჩვენებელი 54.6 % იყო, შემდეგ წლებში კლება იწყო და შარშან 47.7%-მდე შემცირდა, ხოლო წელს პირველი ხუთი თვის მიხედვით, ისტორიულ მინიმუმზე 40.9 %-მდეა შემცირებული.

გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, სავაჭრო ბალანსის დეფიციტის შემცირება გამოწვეულია  როგორც დსთ-ის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში წმინდა ექსპორტის ზრდის შედეგად. 2019 წლის იანვარ-მაისში, წმინდა ექსპორტი გაზრდილია როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე დსთ-ის ქვეყნებში. თუ 2015 წელს იმპორტის წილი მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 76.8 %-იყო, მიმდინარე წელს მისი მაჩვენებელი 70.4 %-მდეა შემცირებული, სამაგიეროდ ექსპორტის წილი გაზრდილია 23.2 %-დან, 29.6 %-მდე.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება უკვე დადებითად აისახა სავაჭრო ბრუნვაზე, რასაც თუ ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარს გავითვალისწინებთ, აქვს ძალზე მზარდი პერსპექტივა, ისევე როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აშშ-ში ვიზიტის დროს, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისთვის თანამშრომლობის და უკვე  ნომერ პირველ მეგა ეკონომიკასთან აშშ-სთან თავისუფალ სავაჭრო რეჟიმზე გადასვლის პერსპექტივას, რაც აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან მაღალ ტექნოლოგიური ინვესტიციების მოზიდვას, და  საექსპორტო საქონლის დივერსიფიცირებით, წმინდა ექსპორტის ზრდის დინამიკას  შეუწყობს ხელს აქ წარმოებული პროდუქციის გატანით საერთაშორისო ბაზრებზე,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ.


სიახლეები მსგავს თემაზე

5 თვეში ექსპორტი 14.2%-ით გაიზარდა

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-მაისში $4.959 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.1%-ით მეტია. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

ლარი 0.38 თეთრით გამყარდა

16 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9663 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9701 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.38 თეთრი შეადგინა.
 

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკარგული რუსი ტურისტის ტიმურ ძეიდოვის ცხედარი იპოვეს. მას მაშველები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

 
ლისის ტბის მიმდებარედ მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე პასუხისგებაში 5 პირი მიეცა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა 2019 წლის 6 ოქტომბერს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს.

თბილისის ოთხ ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატება დასაშვებ ნორმას

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ისევ აგრძელებს.

 

ირაკლი ღარიბაშვილი: სამხედრო მოსამსახურეების ტრანსპორტირების პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში მე-4 მექანიზებული და მე-5 საარტილერიო ბრიგადები მოინახულა. ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.

ივანე მაჭავარიანი: მნიშვნელოვანია ის ძალისხმევა, რომელსაც საქართველო მიმართავს განათლების რეფორმის მიმართულებით

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, კოენ დევიდს შეხვდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ზედამხედველობის დეპარტამენტის სრული განახლება დაიწყო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იოსებ ჭელიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ახალი ტექნიკა დაათვალიერეს.

 
გლდანში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

თბილისში, გლადანში 2 პირის დაჭრის ფაქტზე, შინაგან სამეთა სამინისტრომ სამი მოქალაქე დააკავა.

კოვზანაძე: 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში დეფიციტის და მთავრობის ვალის მოცულობა, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილები განიხილეს. დეპუტატებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ პროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ზუგდიდის მერმა ნარაზენი-შამადელას რეაბილიტირებული გზა დაათვალიერა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასიასთან ერთად, ნარაზენი-შამადელას რეაბილიტირებული გზა დაათვალიერა და ადგილობრივებს შეხვდა.

ქუთაისის "ტორპედოს" შეძენით ინვესტორები დაინტერესდნენ

"ქუთაისის "ტორპედოს" შეძენით რამდენიმე ბიზნესჯგუფი დაინტერესდა. საფეხბურთო კლუბის დროებითი მმართველის თემურ ჩეჩელაშვილის თქმით, "ტორპედოს" შეძენის სურვილი, როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა ბიზნესმენებმა გამოთქვეს.

ირმა ინაშვილი ხელისუფლებას: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მოგიწყობთ რევოლუციას

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ თუ 2020 წლის საპარლემენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" 60%-ს, ხოლო 20-20%-ს ოპოზიცია მიიღებს, ხელისუფლება რევოლუციას უნდა ელოდეს. ამის შესახებ ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „ვაჩნაძიანის ველი“ ღვინისა და საკვების უმსხვილეს გამოფენაში Stockholm Food and Wine 2019-ში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ.

თვალჭრელიძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო

სამგორის რაიონის გამგეობამ ორხევში, თვალჭრელიძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.

თბილისის მერიის პროექტს სამართლებრივი დახმარებისათვის 14 000-მა ადამიანმა მიმართა

თბილისის მერიის ააიპ-ში "ჩემი ადვოკატი" 2019 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, სამართლებრივი დახმარებისათვის 14 000 მიმართვა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მომართვიანობას 10%-ით აღემატება.

ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობს.

ერდოღანი განმარტავს, რა შემთხვევაში შეწყვეტს სირიაზე თავდასხმას

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ქურთები დანებდებიან. 

"მოსწავლემ ბოდიში მომიხადა,"- ქუთაისის სკოლაში მომხდარ ინცინდენტზე დირექტორი საუბრობს

ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლიდან მოსწავლეების მე-2 სართულიდან გადახტომას, სკოლის დირექტორი ეხმაურება.

თბილისში მსოფლიო სურსათის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, თბილისში "მსოფლიო სურსათის დღე“ აღინიშნა.

კრისტიან სტივენის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, კრისტიან სტივენის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით გადაადგილდებოდა.

ჭავჭავაძის გამზირზე, არაყიშვილის ქუჩიდან კავსაძის ქუჩამდე მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას განაგრძობს.