საქართველოს ბანკი ტაქსებში ახალ, ინოვაციურ საგადამხდელო სისტემას QR-გადახდებს ნერგავს

საქართველოს ბანკი  მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისისა თუ პროდუქტის შეთავაზებას აგრძელებს.

მგზავრთა მეტი კომფორტისა და ტაქსის მძღოლებისთვის ახალი ფინანსური შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით, საქართველოს ბანკი ტაქსებში ახალ საგადახდო სისტემის QR-გადახდების დანერგვაზე აცხადებს.


QR-გადახდა წარმოადგენს საქართველოს ბანკის მიერ შემუშავებულ გადახდის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მყისიერი, უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადონ ტაქსის მგზავრობისას და აღარ იფიქრონ ნაღდ ანგარიშსწორებასა თუ ხურდის მოძიებაზე. QR-ით გადახდა ძალიან მარტივია. ყველა მომხმარებელი, ვინც სარგებლობს საქართველოს ბანკის მობილბანკით და ფლობს საქართველოს ბანკის აქტიურ სადებეტო ან/და საკრედიტო ბარათს (Visa, MasterCard ან American Express), QR-ით გადახდას მარტივად შეძლებს. ამისათვის მომხმარებელი ხსნის მობილბანკს და QR კოდის წაკითხვით ახდენს გადახდას. რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, მოსახერხებელი და თანამედროვე გადახდის მეთოდი მათთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება. ასევე, ისინი შეძლებენ მომხმარებლის ახალი სეგმენტის მოზიდვას, შემოსავლის ჩარიცხვისა და ანგარიშზე თანხის ბრუნვის ჩვენებას. ეს მათ მისცემს შესაძლებლობას, დაადასტურონ რომ არიან დასაქმებულები და აქვთ მუდმივი შემოსავლის წყარო. შემოსავლის დადასტურება კი ტაქსის მძღოლებს საბანკო პროდუქტებზე წვდომას გაუხსნის. QR-ის, როგორც საგადახდო სისტემის დანერგვით ტაქსებში, მძღოლები ისარგებლებენ საბანკო პროდუქტების შემდეგი უპირატესობებით:  საჩუქრად მიიღებენ  საქართველოს ბანკის ბარათს და სხვა უამრავ ბენეფიტს. კონკრეტულად კი, პროგრამაში ჩართული მძღოლები შეძლებენ ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის ყველა ბენეფიტით სარგებლობას (მათ შორის სადაზღვევო პროდუქტებით); QR-ით ჩარიცხულ თანხებზე განხორციელდება PLUS ქულების დამატებითი დარიცხვა. მძღოლები სესხის ასაღებად მანქანის მფლობელობისა და შესაბამისი ფოტოსურათის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან.  ექნებათ წვდომა სასესხო პროდუქტებზე (საკრედიტო ბარათებზე, სამომხმარებლო სესხზე,  ნებისმიერი მიზნობრიობით).  QR-ით გადახდების სისტემა პირველი სამი თვის განმავლობაში განკუთვნილი იქნება მხოლოდ საქართველოს ბანკის მომხმარებლისთვის, თუმცა, ამ პერიოდის შემდეგ, მძღოლების ხელშეწყობის მიზნით, QR-ით კომფორტულ  გადახდას სხვა ბანკის მომხმარებლებიც შეძლებენ. 


იმისთვის, რომ ტაქსის მძღოლი (რომელიც ფლობს თბილისის მერიის მიერ გაცემულ A კატეგორიის ლიცენზიას) ჩაერთოს QR-ით გადახდის ინოვაციურ სისტემაში, საკმარისია, მან 1 ივლისიდან  მიმართოს საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს, სადაც ის მიიღებს ინდივიდუალურ QR კოდს.


„ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს, რათა მომხმარებელმა გადაიხადოს ყველგან. იქაც კი, სადაც  გადახდები აქამდე მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ხდებოდა.  ამასთან,  ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს მცირე ბიზნესისთვის, მომხმარებელს მოემსახურონ კიდევ უფრო კომფორტულად, ოპერატიულად და მინიმალური დანახარჯებით.  ამავე დროს, ჰქონდეთ წვდომა საბანკო პროდუქტებზე, ისარგებლონ ახალი ფინანსური შესაძლებლობებით და  განავითაროს საკუთარი ბიზნესი“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მიხეილ გომართელმა.   


ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკარგული რუსი ტურისტის ტიმურ ძეიდოვის ცხედარი იპოვეს. მას მაშველები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

 
ლისის ტბის მიმდებარედ მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე პასუხისგებაში 5 პირი მიეცა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა 2019 წლის 6 ოქტომბერს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს.

თბილისის ოთხ ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატება დასაშვებ ნორმას

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ისევ აგრძელებს.

 

ირაკლი ღარიბაშვილი: სამხედრო მოსამსახურეების ტრანსპორტირების პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში მე-4 მექანიზებული და მე-5 საარტილერიო ბრიგადები მოინახულა. ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.

ივანე მაჭავარიანი: მნიშვნელოვანია ის ძალისხმევა, რომელსაც საქართველო მიმართავს განათლების რეფორმის მიმართულებით

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, კოენ დევიდს შეხვდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ზედამხედველობის დეპარტამენტის სრული განახლება დაიწყო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იოსებ ჭელიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ახალი ტექნიკა დაათვალიერეს.

 
გლდანში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

თბილისში, გლადანში 2 პირის დაჭრის ფაქტზე, შინაგან სამეთა სამინისტრომ სამი მოქალაქე დააკავა.

კოვზანაძე: 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში დეფიციტის და მთავრობის ვალის მოცულობა, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილები განიხილეს. დეპუტატებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ პროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ზუგდიდის მერმა ნარაზენი-შამადელას რეაბილიტირებული გზა დაათვალიერა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასიასთან ერთად, ნარაზენი-შამადელას რეაბილიტირებული გზა დაათვალიერა და ადგილობრივებს შეხვდა.

ქუთაისის "ტორპედოს" შეძენით ინვესტორები დაინტერესდნენ

"ქუთაისის "ტორპედოს" შეძენით რამდენიმე ბიზნესჯგუფი დაინტერესდა. საფეხბურთო კლუბის დროებითი მმართველის თემურ ჩეჩელაშვილის თქმით, "ტორპედოს" შეძენის სურვილი, როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა ბიზნესმენებმა გამოთქვეს.

ირმა ინაშვილი ხელისუფლებას: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მოგიწყობთ რევოლუციას

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ თუ 2020 წლის საპარლემენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" 60%-ს, ხოლო 20-20%-ს ოპოზიცია მიიღებს, ხელისუფლება რევოლუციას უნდა ელოდეს. ამის შესახებ ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „ვაჩნაძიანის ველი“ ღვინისა და საკვების უმსხვილეს გამოფენაში Stockholm Food and Wine 2019-ში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ.

თვალჭრელიძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო

სამგორის რაიონის გამგეობამ ორხევში, თვალჭრელიძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.

თბილისის მერიის პროექტს სამართლებრივი დახმარებისათვის 14 000-მა ადამიანმა მიმართა

თბილისის მერიის ააიპ-ში "ჩემი ადვოკატი" 2019 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, სამართლებრივი დახმარებისათვის 14 000 მიმართვა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მომართვიანობას 10%-ით აღემატება.

ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობს.

ერდოღანი განმარტავს, რა შემთხვევაში შეწყვეტს სირიაზე თავდასხმას

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ქურთები დანებდებიან. 

"მოსწავლემ ბოდიში მომიხადა,"- ქუთაისის სკოლაში მომხდარ ინცინდენტზე დირექტორი საუბრობს

ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლიდან მოსწავლეების მე-2 სართულიდან გადახტომას, სკოლის დირექტორი ეხმაურება.

თბილისში მსოფლიო სურსათის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, თბილისში "მსოფლიო სურსათის დღე“ აღინიშნა.

კრისტიან სტივენის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, კრისტიან სტივენის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით გადაადგილდებოდა.

ჭავჭავაძის გამზირზე, არაყიშვილის ქუჩიდან კავსაძის ქუჩამდე მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას განაგრძობს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე დაესწრო საერთაშორისო კონფერენციას - "პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის შედეგების გაზომვა და გაძლიერება" და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.