ვახტანგ ჭარაია: საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი ბოლო 15 წლის ისტორიულ მინიმუმზეა

„საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი 2005 წლის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ყოველთვიურ ჭრილში 2019 წლის მაისში მან 38.4% შეადგინა“, - განაცხადა ორგანიზაცია „სექტორი 3“-ის ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ.

ცნობისთვის, ყველაზე მაღალი დეფიციტი ყოველთვიურ ჭრილში 2007 და 2008 წლების დეკემბერში ფიქსირდებოდა, შესაბამისად, 70 და 74.1 პროცენტი.


მისი თქმით, ანალოგიური მდგომარეობაა, თუ ავიღებთ წლის პირველი 5 თვის შედეგებს, რომლის მიხედვითაც 2019 წელს მაჩვენებელი - 40.9%-ს უდრის. ექსპერტის ცნობით, ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი სისტემატურად იკლებს, ხოლო ბოლო 15 წელიწადში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2007, 2008 და 2009 წლებში ფიქსირდებოდა და ის 60%-ს აღემატებოდა.


ვახტანგ ჭარაია აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ ისტორიულ მაქსიმუმზეა 1 თვის ჭრილში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტი, რომელმაც 2019 წლის მაისში 334.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. იგივე ითქმის ექსპორტზე წლის პირველი ხუთი თვის ჭრილში, რომელმაც 2019 წელს უკვე 1.47 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ეს მაჩვენებელი 2005 წელს 303.6 მილიონ აშშ დოლარს, 2010 წელს 611.5 მილიონს და 2015 წელს 882.5 მილიონს შეადგენდა.


ექსპერტის განცხადებით, არც იმპორტისა და არც ექსპორტის ჭრილში საქართველოს საგარეო ვაჭრობა არ არის დივერსიფიცირებული და 2019 წლის იანვარ-მაისის შედეგების თანახმად, იმპორტშიც და ექსპორტშიც, საქართველოს პირველ სამ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას ჯამური ვაჭრობის - 1/3-ზე მეტი უჭირავს, პირველ ხუთს კი - ნახევარი და მეტი.


მისი თქმით, მნიშვნელოვანია როგორც სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიცირება, ისე სავაჭრო პროდუქტების დივერსიფიცირებაც, ექსპორტის კუთხით ახალი პროდუქტების შექმნის (მაგალითად, ელექტრომობილები, მზის პანელები და ა.შ.), ხოლო იმპორტის მხრივ კი, ტრადიციული საიმპორტო პროდუქტების, მაგალითად, ნავთობპროდუქტების წილის შემცირება (ელექტრომობილებზე მეტი მოთხოვნის სტიმულირების გზით) და მისი ჩანაცვლება მეტი დანადგარებით საწარმოო პროცესისთვის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს იმპორტამნაცვლებელი და ექსპორტორიენტირებული პროდუქციის საწარმოებლად.


მამუკა ბახტაძე: ბუნებრივია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე

"ბუნებრივია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

 

შსს: ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ადგილი აქვს შს მინისტრის მოადგილის კომენტარის მიზანმიმართულად არასწორ ინტერპრეტაციას

21-21 ივნისის მოვლენების დროს აქციაზე შეკრებილების მიმართ შსს-ს მხრიდან დაშლის მოწოდების შესახებ მოთხოვნის ირგვლივ მსჯელობა არ წყდება.

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში კახი კახიაშვილი 50 წლისაა

ლეგენდარული ქართველი ძალოსანი კახი კახიაშვილი 50 წლისაა. 

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გაცნობეთ, რომ თბილისის მერია იწყებს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის (გმირთა მოედნის) მიმართულებით არსებული პანდუსის სრულ რეაბილიტაციას.

ნინო თანდილაშვილი: „სამინისტროს პრიორიტეტი ქვეყანაში მწვანე წარმოების ხელშეწყობაა“

"სოფლის მეურნეობის დარგს აქვს ყველანაირი რესურსი, რათა მოხდეს მწვანე წარმოების წახალისება",-ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა. 

გია ვოლსკი: წინასწარ საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების დაკავება, ხელს უშლის გამოძიებას

ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებზე საუბრისას გააკეთა.

თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა 200 დღის განმავლობაში შეიზღუდება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ხვალ, 11:00 საათიდან 200 დღის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

პრემიერი: ბათუმის საერთაშორისო კონფერენციამ აჩვენა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები არის ყველაზე მაღალ ნიშნულზე

ეს გახლდათ ყველაზე მასშტაბური პოლიტიკური საერთაშორისო ღონისძიება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში“, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენცია.

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბანკთან და „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა

საქართველოს ბანკის ჩართულობით და „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით აზიის განვითარების ბანკმა ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა და 60 მილიონი ლარი მოიზიდა.

მესტიაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტში, იფარი-ადიშის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რომლის შედეგად გზის სავალი ნაწილი დიდი რაოდენობით ქვა-ღორღიანი ნაშალი მასალით ჩაიკეტა.

განახლებული ბუნების ძეგლები და მათი ეკონომიკური სარგებელი

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომ წელს ბუნების 3 ძეგლი განაახლა. მტირალას ეროვნულ პარკში, ოკაცეს ჩანჩქერსა და ნავენახევის მღვიმეში ვიზიტორებს ახლა უკვე გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და დახვდებათ.

პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ

დღეიდან სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ.

რუსეთის ბაზარზე ტურიზმის ადმინისტრაციის დანახარჯი განულდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2019 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას რუსეთის ტურისტულ ბაზარზე ნულოვანი დანახარჯი აქვს.

მაშველებმა ყაზბეგში ლიეტუვას მოქალაქე გადაარჩინეს

4000 მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდნილი ლიეტუვას მოქალაქე მაშველებმა ამოიყვანეს.

ხაშურის განახლებული რეფერალური ჰოსპიტალი – მრავალპროფილური მომსახურება

16 ივლისს ხაშურის განახლებული რეფერალური ჰოსპიტალი გაიხსნა. კლინიკა 61 საწოლზეა გათვლილი და რეგიონის მოსახლეობას მრავალპროფილურ ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისებს სთავაზობს.

ლარის კურსი

16 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8608 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8555 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.53 თეთრი შეადგინა.
 

ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის მიერ პირველი სადოქტორო ხარისხი გაიცა

„ეს ჩვენთვის, ტექნიკური უნივერსიტეტისთვის არის მოვლენა, ახალი სიტყვა, ახალი ნაბიჯი", - ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის მიერ პირველი სადოქტორო ხარისხი გაიცა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ

ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

ბათუმში იახტკლუბის მიმდებარედ 5 ცათამბჯენი აშენდება - გადაწყვეტილებას დღეს ბათუმის საკრებულოში ხმაური მოჰყვა

ბათუმის საკრებულოში დღეს კიდევ ერთი დაპირისპირება ე.წ. "რივიერას" განაშენიანებაზე ბათუმის საქმის წარმოების გადაწყვეტილების მიღებას მოჰყვა.

უკრაინაში აჭარის შესახებ რეპორტაჟებსა და სტატიებს გამოაქვეყნებენ

აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ რეპორტაჟებსა და სტატიებს უკრაინელი ჟურნალისტები ამზადებენ. ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით წელს უკვე მეორედ სტუმრობდნენ. 

ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა 50 მისამართზე განახლდა

ვაკის რაიონში გზების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, საგზაო ინფრასტრუქტურა 50 მისამართზე მოწესრიგდა.